Thème Inspecteur Clouseau

630 100 56
                                    

ჰანგი მესამე: Henry Mancini - Thème Inspecteur Clouseau

ადამიანები ხშირად განსჯიან თანამორბედებს წერისთვის, სიმღერისთვის, ცეკვისთვის, სუნთქვისთვის და სიყვარულისთვისაც კი... რა მკრეხელობაა, არ მეთანხმებით? თუმცაღა რა დროს გრძნობებთან ტრფიალია, როცა ესმერალდა წყვილ კიბეზე სწრაფად ჩარბის, რათა მხატვრის საუზმე წინსწრებით შეუკვეთოს.

- ესპრესო ხუთი შაქრის ნატეხით, მაგრად მოხარშული კვერცხი, ბაგეტის ორი ნაჭერი და მზესუმზირის ფუნთუშა! იჩქარეთ, იჩქარეთ! - ტაშის კვრით აცილებს ოფიციანტებს სამზარეულოსკენ, თავად კი პაწია ფურცელზე რამდენიმე სიტყვას წერს და იმ სკამზე დებს, რომელზეც, როგორ წესი, თეჰიონი ჯდება ხოლმე, შემდეგ საათს უყურებს და, რადგან მხოლოდ ორი წუთი რჩება ქერას გამოჩენამდე, სწრაფად ეცლება იქაურობას.

- სენიორ! - აქაფებულ ყავას და სხვა დანარჩენს აწყობს მაგიდაზე თეთრსაყელოიანი მსახური, პარალელურად კი თავს უკრავს მისალმების ნიშნად.

- ოჰო, ალფონსო, უკვე უთქმელად მიმზადებ საუზმეს?! - გაიკვირვა თმააბურდულმა და დასაჯდომად მოემზადა, თუმცა რაღაც წერილის მსგავსი შენიშნა და შეყოვნდა, გახსნა...

"ძვირფასო თეჰიონ,

გწერთ, რათა მშვიდობიანი დილა გისურვოთ და გთხოვოთ, რომ ბუენ-რეტიროს ტბასთან მოხვიდეთ ჩვენი პირველი გაკვეთილისთვის.

პატივისცემით, ესმერალდა!"

ქერამ ოდნავშესამჩნევად გაიღიმა და სანამ ვინმე შენიშნავდა მაშინვე დასერიოზულდა, ფურცელი ოთხად მოკეცა და გულის ჯიბეში ჩაიცურა. კარაქი ფუნთუშაზე გადაუსვა და გემრიელად უკბიჩა.

- ეს გოგო... - გაიფიქრა, ტუჩის კუთხე კი თავისდაუნებურად ჩაუტყდა.

რა მშვენიერი დილა გათენდა, არა მეგობრებო?!

***
როცა ბაღის კუთხეში ორტენზიები იწყებდნენ გაღვიძებას, სწორედ მაშინ დატოვა მხატვარმა იქაურობა, ოთახში დაბრუნდა და ბოლთის ცემას მოჰყვა. ღირდა კი პატარა გოგონას წესებით თამაში? მაგრამ თუ ასე არ მოიქცეოდა, სერხიოს გაანაწყენებდა, რაც ყველაზე ნაკლებად სურდა იმ წუთას. ეს უბრალოდ რამდენიმე გაკვეთილია... ერთეულად გაფლანგული საათი და მორჩა!

Estella Brillante (დასრულებული)حيث تعيش القصص. اكتشف الآن