Part I

723 39 5
                                    

მოემზადეთ 3...2...1 სცენაზეე....
სავსე მოედანი და ათასობით ადამიანის  ხმა, რომელიც შენში რაღაც უჩვეულო გრძნობას იწვევს. არვიცი ბედნიერებაა ეს თუ უბრალოდ აღტაცება... ჩემს გვერდით კიდევ სამი გოგო დგას, მაგრამ მათი სახეების დანახვა მიჭირს და დროა სიმღერა დავიწყო...მაგრამ უეცრად შორიდან რაღაც ხმა მომესმა, რომელიც ნელ-ნელა უფრო და უფრო გასაგები ხდებოდა...
- აიიშ! - ტკივილმა გამომაღვიძა, როცა თვალები გავახილე უკვე იატაკზე ვიყავი...
- ოუჩ როგორ მტკივა თავი. - ეს მაღვიძარაც კი არ ჩერდება, ისე თითქოს უნდა კიდევ უფრო გააფუჭოს უკვე საშინლად დაწყებული დილა.
დროა შხაპი მივიღო და ვისაუზმო ერთ საათში ვოკალის პრაქტიკა მაქვს.
სასადილოში ჩვეული ხმაური იყო. ეს ის ადგილია, სადაც ჭორაობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კვება. მე ყავა და კრუასანი ლანგარზე დავაწყვე და მაგიდისკენ წავედი, სადაც ჩემი მეგობრები იონჯუ და კოტოკო ისხდნენ.

- ჰეი ჯენი როგორ ხარ? - მკითხა იონჯუმ.
მე ხმა არ ამოვიღე ისე დავჯექი და ვუყურებდი კრუასანს, რომელიც არ გამოიყურებოდა ისე მადის აღმძვრელად, როგორც აქამდე.
- ჰეი ჯენი კარგად ხარ? - არ დააყოვნა და შეწუხებული ხმით იკითხა კოტოკომ.
- კი...უბრალოდ ცუდ ხასიათზე ვარ.
- ისევ არ მოუწერია? -
ეს ის კითხვა იყო, რომელის გაგონებაც დღეს ყველაზე ნაკლებად მინდოდა და ვინ თუ არა იონჯუ მიხსენებდა ამას ... ნუთუ შეიძლება ყველაფერი ჩემს საწინააღმდეგოდ მოქმედებდეს.
- კარგი რა ჯენ... ის მოგწერს ხომ იცი ქაის შენ გარეშე არ შეუძლია... ალბათ უბრალოდ დრო არ აქვს. - მითხრა კოტოკომ და გასამხნევებლად მხარზე ხელი დამადო.
- შეგიძლიათ შემეშვათ? არაფერ შუაშია ქაი... უბრალოდ ცუდ ხასიათზე ვარ! - მგონი ზედმეტად ხმამაღლა მომივიდა, იმიტომ რომ უეცრად ყველამ მე გამომხედა.
- როგორც ჩანს ჩვენი რეპის პრინცესა დღეს  გაღიზიანებულია. - თქვა იონჯუმ.
-ხო მართლა,ჯენი ახალი ამბავი გაიგე? - გააგრძელა მან
-პფ რა ამბავი? - უინტერესოდ ვუპასუხე მე
-გუშინ კიდევ ოთხი გოგო გაუშვეს დირექტორის გადაწყვეტილებით... - თქვა მან და ისევ ის ნაცნობი გრძნობა დამეუფლა... შიში...შიში, რომელიც არც ერთი წამით არ გტოვებს, როდესაც ვაიჯის თრეინერი ხარ.
-კარგი უნდა წავიდე პრაქტიკა მეწყება - თქვა კოტოკომ და ჩქარი ნაბიჯებით გავიდა.
- მეც წავედი მაგვიანდება... ვწუხვარ, რომ ცუდ ხასიათზე ხარ... შესვენებაზე შეგხვდები. - მითხრა იიონჯუმ და წავიდა.

Jenlisa In Your AreaWhere stories live. Discover now