-ლალისა? - ვთქვი და გაოცებული შევცქეროდი მას...
მისი სხეული ხურდა... ის ღრმად სუნთქავდა... სპორტული ბიუსტჰალტერი და შორტი ეცვა... ოფლისგან სულ სველი იყო მაგრამ ეს მას კიდევ უფრო სექსუალურს ხდიდა... მე მთელი მისი სხეული შევათვალიერე და ლალისას პრესს მივაშტერდი...
- ჯენი... აქ რას აკეთებ? - მკითხა მან და ბინძური ფიქრებისგან გამომაფხიზლა...
- მე უბრალოდ... მე მოძრაობაზე უნდა მევარჯიშა - დაბნეულად ვუპასუხე...
- ვიცი რომ ჩემთან ურთიერთობა არ გსიამოვნებს...მაგრამ შემიძლია დაგეხმარო - ლალისამ მითხრა და მის ტონში ვიგრძენი რომ ჩემგან უარს ელოდა...
- ემ...რატომაც არა - ვუთხარი... არც კი ვიცი რატომ დავთანხმდი...არც კი მიფიქრია...მე... უბრალოდ...მინდოდა...- მოდი - თქვა მან... გამიღიმა და ხელი გამომიწოდა...
მე ხელი ჩავკიდე და სარკესთან მივედით...
- ჯენი... მთავარი რაცაა უნდა იყო დარწმუნებული რომ გამოგივა... არასდროს იფიქრო რომ არსებობს რაღაც რასაც ვერ შეძლებ... გონება გათიშე და მიეცი შენს სხეულს უფლება იმოძრაოს - დაბალი ტონით მითხრა,თმა გადამიწია და კისერზე ხელი შემახო...
- მე შენთან ერთად ვიცეკვებ შენ კი მომყევი... ისე თითქოს ერთი მთელი ვართ - ამსიტყვებისშემდეგ მან მოძრაობა დაიწყო... თავიდან უხერხულად ვგრძნობდი თავს იმიტომ რომ მეხებოდა ხელზე... ფეხზე... მაგრამ შემდგომ როგორც მირჩია გონება გავთიშე და უბრალოდ ვცეკვავდი... რამდენიმე წუთში კი ის რთული მოძრაობა საერთოდ აღარ მიჭირდა...
მე და ლალისა დორმისკენ წავედით ორნივე ძალიან დავიღეთ და დასვენება გვჭირდებოდა...
- ჰეი ლის - ვუთხარი მას სანამ აბაზანაში შევიდოდა...
- მადლობა...
- არაფრის - ღიმილით მითხრა მან... - იქნებ ყოველდღიურად გვევარჯიშა - წამიერი დუმილის შემდეგ გააგრძელა...
- სიამოვნებით...მაგრამ მეც მინდა დაგეხმარო... მე სიმღერაში და რეპში მოგეხმარები... შენ ცეკვაში - ვუთხარი მე და თვითონაც გაოცებული ვიყავი რომ ამას ვეუბნებოდი გოგოს რომელსაც დილით ვერ ვიტანდი...
- ძალიან კარგი იქნება - თქვა მან და შხაპის მისაღებად შევიდა მე კი წამოვწექი სანამ ჩემი რიგი მოვიდოდა...
STAI LEGGENDO
Jenlisa In Your Area
Fanfictionმაშინ როცა აპირებ გახდე ვარსკვლავი...მაშინ როცა ხარ აიდოლი...მაინც გიყვარს ისე როგორც ჩვეულებრივ ადამიანს...