tinte azul.

92 13 7
                                    

1939 წელი, ესპანეთი, 2 მაისი.

23:15

- მომენატრე.
ეს გრძნობა გაუსაძლისია.
ახლა ვწერ სანთლის შუქზე, ნახშირით, რომელიც სადღაც ვიპოვე და იმედით ვარ აღსავსე, რომ ამ წერილს ნახავ. ჩემი წასვლის დღიდან გიგზავნი წერილებს, მაგრამ უკვე კარგა ხანია შენგან პასუხი არ მომსვლია. ხომ ყველაფერი კარგადაა ? როგორ გრძნობ თავს შენ ? ხომ არ მოიწყინე. არ მოიწყინო, კარგი ? და არ დაღონდე. ბედნიერი იყავი. გარეთ გადი. მეგობრებთან ერთად გაიარე ქუჩებში და ბევრი დახატე. როგორც უწინ. რომ დავბრუნდები მინდა ბევრი ფერადი ნახატი დამხვდეს. გპირდები. ცისფერ საღებავებს ჩამოგიტან, და მერე ერთად დავხატოთ, კარგი ? უფრო სწორად შენ დახატე, მე კი ისევ იმ მივიწყებულ მელოდიებს ვიღიღინებ და გაუჩერებლივ ვივლი, რომ ისევ მოვისმინო შენი წუწუნი: "ერთ ადგილზე გაჩერდი, სეჰუნ, მე ხომ გხატავ."
ადონსია როგორაა ? ახლა იმაზე ხომ არ ჩხუბობს, რომ ფრონტზე ვარ ? მენატრება, ის და დედაც. კარგად მოუარე, კარგი ? ჩემო სიყვარულო. თავსაც გაუფრთხილდი, კარგად ჭამე, და როდესაც დავბრუნდები სამოგზაუროდ წავიდეთ, მე შენ და ჩვენი ლეკვი. და ჰო, რა დაარქვი ? სანამ მანდ ვიყავი ვერ მოვასწარი სახელის შერჩევა, ასე რომ შენ მოგანდობ. აქეთ უკვე ცხელი დღეები დგება, მაგრამ დღეს უჩვეულოდ წვიმს. წვიმა ხშირად არ მოდის, დღეს კი ისეთი გულუხვია დედაბუნება რომ თითქოს ცა თავზე მექცევა.
მე, სევდიანს, ეს ამინდი უარესად მამწუხრებს და მანატრებს შენს თავს. როცა ჩამოვალ ბევრი ვიაროთ ქვიშაში წვიმისას შიშველი ფეხებით, როგორც ეს უწინ გავაკეთეთ. ტირილი მინდება, და ამას ვერაფერს ვშველი. ვერ ვმალავ იმ გრძნობას რომელიც მთელს სხეულს დაეპატრონა.
შენი მონატრება იღვრება ახლა ჩემი თვალებიდან.
შენი ჩემს სხეულში დაუტეველი მონატრება გამოდის გარეთ, მაგრამ თითქოს ახალ-ახალი ტალღები მიტევენ.
თავს ვერაფერს ვშველი.
არ იდარდო ჩემი ცრემლების გამო, რადგან ყოველივე დავიწყებას მიეცემა, როდესაც შენს უძირო თვალებს ისევ ვიხილავ.
ახლავე მინდა ჩემი სურვილი გაგანდო, რომელიც ისე რომ მეთქვა არ შემისრულებდი, მაგრამ გთხოვ, დაბრუნებულს ერთი ცეკვა მაჩუქე ჩვენს ეზოში და მე გპირდები აღარ ვიქნები ასე უსაზღვროდ რომანტიკული. ვიცი, ცეკვა არ გიყვარს, მაგრამ გააკეთე ეს ჩემს გამო.
კიდევ ერთხელ ვილაპარაკებ შენს თვალებზე და იმ დაუფარავ სილამაზეზე, ოღონდ ნუ დამცინებ, ძვირფასო, და ნუ მეტყვი რომ სევდიანი ვარ, რადგან სევდიანი კი არა, გაგიჟებული ვარ, იმ გრძნობისგან ვარ გაგიჟებული, შენ რომ მაჩუქე. შენს საყვარელ შოკოლადის ნაყინსაც გიყიდი და მერე გაუჩერებლივ ვისაუბროთ. ვიცი არ მოგწყინდება ჩემი მოსმენა.
აქ შოპენს არავინ მიკრავს, და ძალიან ვიწყენ, დაძინება მიჭირს შენი მკლავების გარეშე, რომელშიც ასე უსირცხვილოდ შევსახლდი და მას შემდეგ სხვა ადგილს ვეღარ ვეძახი სახლს.
დაუკარი, დაუკარი მიუხედავად იმისა რომ მე მანდ არ ვარ, მაინც გავიგებ ფორტეპიანოს ხმას, იმ სანატრელ მელოდიას და მომელანდები.
ალბათ ისევ..
ერთი სული მაქვს უკან დავბრუნდე, რომ ისევ შევიგრძნო სანატრელი ბაგეების გემო.
თავს გაუფრთხილდი, და ნუ იდარდებ, მალე ისევ შევხვდებით ერთმანეთს.
მიყვარხარ. უსასრულოდ.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Nov 09, 2020 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

lejos de tíWhere stories live. Discover now