1956 წელი.
კარგახანს ვგრძნობდი მის მარილიან სუნთქვას , ჰორიზონტი სულ უფრო ფართოვდებოდა და ნათდებოდა , ჩემს წინაშე კი ზღვა გადაიშალა , აღელვებული , ძლევამოსილი და უსასრულო.
ერთხანს ვიფიქრე , იქნებ არ ღირდა აქ დაბრუნება. საკუთარი თავი ისევ განვწირე მარტოობისთვის.
მარტოობა ,რომელიც ჩვევად მექცა და შემიყვარდა...
ვიწრო გზა ზღვის პირს მიუყვებოდა, მის მოპირდაპირე მხარეს კი უზარმაზარი ტყე იყო , სწორედ მაშინ გამოჩნდა მშობლიური მხარე , ტყის პირას ჩემი ძველი ხის ოდა. ვერა და ვერ დავივიწყე ის ჩემი ეზო , რომელიც თითქოსდა კვლავ მომძახის ბავშვური ხმებით. ახლა მარტოა , სულ მარტო. თავჩაქინდრული აღარვის ელის... მე კი ასე ვდგავარ , უმაქნისად და მარტოსული...
არ უნდა დამელია. ამ დროს მიტევს ხოლმე სევდა.
კარი ღიაა და თავს ისე ვგრძნობ სხვის მიტოვებულ სახლში შევდივარ. ტირილი მსურს , მაგრამ ბოღმა მაწვება. გავბრაზდი ყველაზე და ყველაფერზე. იმსახურებდა კი ამას?
ახლა მხოლოდ მტვრის ბუდეა ჩატეხილი ხის სკამებით , მოჭრიჭინე იატაკითა და ზამბარიანი საწოლით.
ჭუჭყიანი თავსაფარი მოვიხვიე , ლურჯი წინსაფარი გავიკეთე და ცოცხის ქნევა დავიწყე , მინდოდა ისეთივე მენახა როგორც ადრე. ერთხანს შევყონდი და გარშემო მიმოვიხედე , ზღვა საშინლად ღელავდა , თანაც წვიმას უპირებდა .
კიდევ უფრო აღელვდება -გავიფიქრე.
როცა ნაშუადღევის სიცხე ჩამოწვა , მივხვდი დრო იყო შემესვენა. კადილაკის საბარგულს თავი ავხადე , შიგ მოთავსებული ჩანთა ამოვიღე , გავხსენი და ბარგის გადახარისხება დავიწყე.
-უდაოდ ლამაზია...
გვერდიდან ხმა მომესმა , შევცბი ,პარკები დავაგდე და ნეტარი ღიმილი ჩამიქრა.
YOU ARE READING
KODAK
Fanfiction(ONE SHOT) მისი ფიქრთა ცდომილება ერთადერთს შთააგონებს - სიყვარულის ძიებაში ერთად ყოფნის ბედნიერება მხოლოდ მან იცის ვინც მარტოა.