ჰანას!

221 41 47
                                    

ჰანა,ძვირფასო! ახლა როცა ამ წერილს ვწერ დილის ხუთი საათია.მთელი ღამე ვფიქრობდი როგორ, ან საიდან დამეწყო,რა უნდა დამეწერა?! 'Davidoff 80_ის' კენტად დარჩენილ ერთ ღერს მოვუკიდე,ფილტვები გავავსე მისი კვამლით,კიდევ ერთხელ წარმოვიდგინიე შენი გაფითრებული სახე, რომელიც ამღვრეული თვალებით მიყურებდა, მხოლოდ ამის შემდგომ მოვიმარჯვე კალამი.

შეიძლება აზრს ნათლად ვერ გამოვხატავ, შეიძლება, ვერც კი გამიგო - გონება დამიჩლუნგდა, საფეთქლები მიცემს და მთელი სხეული მიკვნესის.
შენი ტუჩების შეხება გამახსენდა. ალბათ გიკვირს.ისიც გაგიკვირდება, რომ გწერ.
ვიცი გაიფიქრებ - მხოლოდ 5ჯერ შევხვდით და ერთხელ ვაკოცეთ,რა საჭიროა ეს ყველაფერი? - გიპასუხებ ამ კითხვაზეც, ჰანა!

მე არასოდეს მყვარებია.უფრო სწორად, შენამდე არ მყვარებია.პირველი იყავი ვინც მასთან მიმიშვა და შეხების უფლება მომცა.მე ისიც ვიცი,რომ შენზე ბევრად უკეთესებიც არსებობენ,მაგრამ ამას აზრი აღარ აქვს.

მე შენ აგირჩიე, ჰანა!

გახსოვს ბოლო პაემანზე რა გითხარი?
„შენ ჩემში მუდამ ფარფატა პეპელა იქნები, და ყოველთვის პეპლები შენს თავს გამახსენებენ. მათი ფარფატი შენს ცეკვას მახსენებს წვიმაში".
გთხოვ არ დამცინო,არც ის თქვა ჩემზე,რომ საბრალო ვყოფილვარ.

მგონი უკვე ვთქვი, რომ დილის ხუთი საათია, მალე მზე გაანათებს დედამიწას. შენ მის მკლავებში გაიღვიძებ და არც კი გაგახსენდები, ან როგორ გაგახსენდები, როცა არც არასდროს გახსოვდი.მე კი ტყავის სავარძელში,მერამდე ღერს ვეწევი არ ვიცი, უკვე მეორე შეკვრაზე გადავედი.

გუშინდელ დილასა და დღევანდელში მხოლოდ ერთი იქნება ჩემთვის განსხვავება.
ეს დილა ჩემთვის აღარ გაანათებს.და შენ, როცა ამ წერილს მიიღებ, მე დემონთა სამყოფელში ვიქნები. სამოთხე ჩემი შესაფერისი არაა, ჰანა, ვფიქრობ, ანგელოზი ერთხელ მოფრინდა, რომელსაც ვერ გავუფრთხილდი...

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Dec 07, 2023 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

წერილი ჰანას!Where stories live. Discover now