.......

353 33 16
                                    

" რა საოცარი ხარ თეჰიონ იცი? ხანდახან მგონია ჯადოქარი ხარ ან მგონი მაგიური ძალა გაქვს, როგორ შეგიძლია ყველაფერი უკეთესობისკენ შეცვალო? აქამდე არ მჯეროდა სასწაულების, მაგრამ შენი დანახვისთანავე დავიჯერე. ერთი შეხებით ყველაფერს აფხიზლებ, ყველაფერს რაც მიძინებული, მკვდარს აყენებ, დამჭკნარ ყვავილს შენი ერთი ცრემლი სჭირდება, რომ ისევ გაშალოს თავისი კოკრები და გარემოს მისი სილამაზე თავიდან შეაგრძნობინოს.
როგორ შეგიძლია ეს ყველაფერი?
მართლა დავიჯერე შენი ჯადოქრობის. დაჭრილ ფრთებს ოდნავ მაინც თუ შეეხე გაუმთელებ, ნაკაწრებიანი სხეულს თუ შენი კოცნებით დაასაჩუქრებ გაამთელებ იმ იარებს და შემდეგ ისინიც აღარ დარჩება. ანგელოზი ხარ თეჰიონ, სამაელს ჰგავხარ, რომელიც ღმერთს განუდგა, მაგრამ შენ ის ანგელოზი ხარ-პეპლის ფრთებით, სიბნელეში მოელვარე წითელი თვალებით, ლურჯი ოკეანესავით თმებით, რომლებიცყველასგან გამკგარჩევენ თე. ხშირი წარბებით და ნაზი სახის კანით. იმ მოყვანილი მაგიური თითებით, რომლებიც სასწაულს ახდენენ. სწორი ლამაზი ფეხებით და მოყვანილი ლავიწებით. რა დაგარქვა თეჰიონ? ცივ ზამთარში ამოვარდნილ ქარის წერილს ჰგავხარ საიდანაც პეპლები ამოფრინდებიან და სამ დღეში კი არ კვდებიან, არამედ უსასრულოდ საუკუნოდ ცხოვრობენ და თავისი ფრთებით იწონებენ თავს. უსასრულო სიყვარულის მატარებელი წერტილი ხარ, იმ გრძნობებს ერთიანად იჭერ და ინახავ, სამუდამოდ.
კიდევ ერთ უცნაურობას გეტყვი თავს აყვარებ ყველას, ისინიც გიყვარებენ და მეტი არაფერი. სამყარო შენსკენ ბრუნდება, ოო ჩემო თეჰიონ, ჩემს ცხოვრებაში გამოჩენილი ამფორიაქებელი გრძნობა ხარ."

------------
Carpe diem .

წამის დაჭერა იწყება.

----

პატარა ბარში ჯგუფი დაბალ ტონალობაზე მღეროდა, ინგლისური ვინტაჟის სტილში გამლწყობილი ბიჭი ერთიანად ყვებოდა მუსიკის სიმფონიას, თავს აყოლებდა და მთელი სხეულით შეიგრძნობდა ნოტებს. მოძრაობების დროს თავს ხშირად ხრიდა, ხელებს ისე ამოძრავებდა თითქოს პიანინოზე უკრავადა, მაინც რა საოცარი სანახავი იყო ამ დროს ის. თვალებდახუჭული სხეულის მოძრაობით ყველა ნოტს იჭერდა და ცდილობდა შეეშვა მის სულის წიაღში და იქ არსებული გრძნობებიც გამოეფხიზლებინა. იქვე დახლთან იჯდა და აკვირდებოდა ჯგუფს, უსმენდა მათ დაბალმელოდიურ სიმღერას და ფერად ქაღალდზე უსასრულოდ წერდა Caroe Diem, საეცეკვაო დარბაზიკენ გააპარებდა თვალს და ადვილად ამჩნევდა ლურჯთმიან ბიჭს.
ახლა სწორედ წამის დაჭერის დროა. შავი კალამი ხელში დაიჭირა და ფერადი ქაღალდი აიღო და დიდი ასოებით დაწერა.

Carpe diem!Where stories live. Discover now