mono.

864 98 146
                                    

01110011

„მიუსაფარ უღრან ტყეში იდგა ერთადერთი ხის ძველებური კოტეჯი, რომელიც ქარწაღებულს, ან თუნდაც ალალბედზე შეყრილ ხის მორებს უფრო წააგავდა, ვიდრე ადამიანის სამყოფელოს,თუმცა საცხოვრებელი ადგილი შესაძლოა იდეალურიც კი ყოფილიყო საზოგადოებისგან განცალკევებისათვის და საკუთარ ალქაჯებთან მარტო შესაჭიდად.

დაფლეთილი სახურავიდან წყალი წვეთავდა და უსწორმასწორო იატაკზე დაცემისას ისეთ ხმას გამოსცემდა, თითქოს კარებზე ვინმე მიყრუებულად აკაკუნებდეს.

კოტეჯის თავზე უშველებელი შავი ღრუბლები შეიკრა, შემაძრწუნებელი ჭექა–ქუხილის ხმა გაისმოდა, თითქოს მიწაც შუაზე იპობოდა და სადაცაა სახლი შიგ უნდა ჩაეთრია.

ისეთი ქარი ჰქროდა ძვალ–რბილში ატანდა, კოკისპირული წვიმისაგან თმის ღერებიდან დაწყებული ტერფზე ჩამოცმული გაცრეცილი წინდების ჩათვლით ბოლომდე გალუმპულმა ყმაწვილმა შეირბინა შინ, თითქოს ეს მასსავით გაუბედურებული პაწია სახლი ბოლომდე დაიცავდა სტიქიური უბედურებისგან.

ცეცხლი ჩამქრალიყო, თუმცა კვამლის სუნი მაინც დატრიალებდა. ფიჩხები მალევე მოკრიბა, შიგნით შეყარა, ასანთის ღერი ამოიღო, კოლოფს გაუსვა და შემდეგ ანთებული ბუხარში შეაგდო.

დამაყრუებელი კივილის ხმა გაიგონა და ხელები სწრაფადვე ყურებთან აიტანა და მთელი ძალით მოიჭირა თავის გარშემო.

თუმცა უკვე არ იყო დარწმუნებული ეს ხმა გარედან შემოდიოდა, თუ ყველაფერი მის გონებაში ხდებოდა.

რამდენიმე წამი ბუხართან გაშეშებული იდგა, შემდეგ ხელები ჩამოწია, სველი მანტო გაიხადა, იქვე ძირს მიაგდო და საძინებელში გამოსაცვლელად დააპირა წასვლა. ვიწრო კორიდორში ჩავლისას თავის ანარეკლს მოჰკრა თვალი.

mono | namjoon. ✓Where stories live. Discover now