1.

391 20 8
                                    

გმარჯობა, მე ნაკამოტო იუტა ვარ. იცით ბევრი ვიფიქრე იმასთან დაკავშირებით დამეწერა თუ არა ჩემი ისტორია და თქვენთვის ეს გამეზიარებინა, მაგრამ იცით მივხვდი ერთ რამეს, რომ ჩემი ამ საქციელით მარტო თქვენ კი არ გახდებით ჩემი ისტორიის მოწმე, არამედ საჭირო დროს მეც გავიხსენებ.
თქვენი აზრით რას ნიშნავს როდესაც არავინ გყავს გვერდით ზუსტად იმ დროს როდესაც ყველაზე მეტად გჭირდება? ტკივილს, უფერულ ცხოვრებას, მარტოობას, სულიერ სიცარიელეს. ვინმეს გამოგიცდიათ? იცით ეს რიტორიკული კითხვაც კი გამოდის. პირადად მე ჩემი ცხოვრების ეს პერიოდი საშინლად გადავიტანე. მეგონა რომ მთელი სამყარო ჩემს წინააღმდეგ იყო განწყობილი, ქუჩაში სიარულიც კი არ მინდოდა რადგან მეგონა რომ, ხალხი მე ცინიკური ღიმილით ზემოდან გადმომყურებდა, მაგრამ ერთი დღე გამორჩეული გამოდგა. იმ დღის შემდეგ მომინდა რომ მეორე დღე გათენებულიყო. მინდოდა რომ მზე ისევ ამოსულიყო და სამყარო გაენათებინა.
რა იყო ეს? რა გრძნობა? დიდიხნის მანძილზე არ მინდოდა ამის აღიარება მაგრამ ბოლოს. შემეშინდა მისი დაკარგვის. ამიტომ ვაღიარე, რომ მე ის შემიყვარდა. შემიყვარდა სიცოცხლეზე მეტად და თუ მე მას დავკარგავდი ჩემს ცხოვრებას მზის სხივი ისევ მოაკლდებოდა, ისევ ისეთი შავ-თეთრი გახდებოდა, ამიტომ მე მას დავასრულებდი. მაგრამ იცით ჯობს თვითონ მოისმინოთ რა მოხდა. ყველაფერი 2 წლის წინ დაიწყო.

    ქუჩაში მივაბიჯებ ყოველი დღე ერთმანეთს გავს, მაგრამ არაფრის შეცვლა არ შემიძლია. ამ ხალხის დანახვაც კი მეზიზღება. ყველას სადღაც ეჩქარება, არავის არ აინტერესებს მისი საქმის გარდა არაფერი, ყველა ერთნაირი იდიოტია. ცხოვრება ეზარებათ და არ აფასებენ რაც აქვთ.
ადამიანი მაშინ აფასებს ყველაფერს როცა მას კარგავს. მართალია მეც მაშინ დავაფასე ყველაფერი როცა დავკარგე მარა მე არც არაფერი მქონდა, გარდა სპორტული კარიერისა. მე ბოქსიორი ვიყავი ჩემს საქმეში საუკეთესო, მარა თავში ამივარდა და გავბოროტდი. ბოქსს თავი დავანებე, და ერთი ადამიანის ჩაგვრა დავიწყე. ბოლის კი იქამდე მივიყვანე რომ ერთხელ ცემისას ცეცხლი წაიკიდა და მესამე სართულიდან გადახტა. მე დამაპატიმრეს და ციხეში ჩამსვეს მაგრამ არ მოუციათ სამუდამო, რადგან ის კაცი სასწაულებრუვად გადარჩა. მაგრამ ამას მნიშვნეკიბა აღარ აქვს. რაც მოხდა მოხდა, ის კაცი ისევ კომაშია, მე სამაგალითო ქცევისთვის ადრე გამიმიშვეს და ყოველ კვირას მას ვსტუმრობ, მაგრამ ჩემი სტუმრობით მას კომიდან ვერ გამოვიყვან.
    საღამოა მე კი ჩემს ძველ ნაცნობთან მოხუც პაკთან მივდივარ. ეს კაცი ციხიდან გამოსვლის შემდეგ გავიცანი, მაგრამ ის ცოტა უცნაურია.
მივდივარ მის სამუშაო ადგილას სადაც ის მანქანებს ატარებს მაგრამ დღუს უმეტეს ნაწილს ის იქ ატარებს და ასე ვთქვათ უს პატარა კვადრატის ფორმის შენობა მისი საცხოვრებელი ადგილიცაა და სამუშაოც.
მაგრამ უეცრად მოხუცი პაკი ჩემს გვერდით გაჩნდა.
- იუტა გამარჯობა.
- აჰ, გამარჯობა ბატონო პაკ აქ რა გინდათ?
- შენ გელიდებოდი, რადგან რადაც უნდა გთხოვო.
მოდი ამიერიდან შენ იმუშავე და მიხედე ჩემს ადგილს.
- კი მაგრამ რატომ რა ხდება?
- მე უნდა წავიდე, აქ საქმეს მოვრჩი მაგრამ იქაურობას ვერ ვტოვებ ისე უყურადღებოდ. ამიტომ გთხოვ მიმიხედე. კარგი? სულ რაღაც 1 თვით.
- ამ კარგით არაა პრობლემა.
- მადლობა იუტა, კარგი მაშინ აბა მე წავედი - მოხუცმა გამიღიმა და ღამის სიბნელეში გაუჩუნარდა.
მეც აღარ დავაყოვნე და დანიშნულების ადგილისკენ გავწიე. იქ მისულმა გასაღებით კარი გავაღე და შიგნით შევედი.
მოხუც პაკს იქაურიბა მართლად კარგად ქონდა მოწყობილი პატარა ძველებური ტელევიზორი მცენარეები და ორი სკამი.
კი მაგრამ რათ უნდა მოხუცს ორი სკამი. ვფიქრიბდი ჩემთვის, როდესაც კარი გაიღო და ვიღაც შიგნით შემოვიდა.
- გამარჯობა ბატონო პაკ, როგორ ბრძანდებით? იმედია დღეს კინოს საყურებლად მზად ხართ, მე ცოტა სოჯუ და კიმბაპი მოვიტანე - მე ცოტახნით გაჩუმებული ვიყავი, ჩემს წინ საშვალო სიმაღლის წითელთმიანი ბიჭი იდგა.
რომელის არაჩვეულებრივი შავი თვალები მე მიყურებდნენ, მაგრამ რატომ იღიმოდა ის ისევ ისე ძველებურად?
- თქვენ ბატონი პაკი არ ხართ? - უეცრად თვალები გააფართოვა სახე მომიახლოვა და ისე მკითხა, როგორც ჩანს ბრმა არის მაგრამ მგონი სილუეტებს ხედავს. მაგრამ რა ლამაზი თვალები აქვს...
- არა მე ნაკამოტო იუტა ვარ.
- ბოდიშით შეწუხებისათვის იცით მე ბატონ პაკთან ერთად კინოებს ვუყურებდი ხოლმე, კარგით მაშინ მე წავალ.
- არა იყავით მოდით ჩემთან ერთად უყურეთ ფილმს რადგან ბატონი პაკი წავიდა.
- აჰ მართლა? - შებრუნებული ბიჭი შემობრუნდა და გახარებული სახით შემომხედა.
- დიახ მოდით აბა რომელი ფილმი გნებავთ?
   ფილმს ვუყურებდით მაგრამ ისე უფრო იყო რომ ის უსმენდა და მის კომენტარებს აკეთებდა. ხანდახან კი მეკითხებოდა თუ როგორ გამოიყურებოდნენ პერსონაჟები, ლამაზები იყვნენ ისინი თუ არა. ვერ ვხვდები როგორ შეეძლო ყოფილიყო ასეთი მხიარული, აღტაცებული და ამავდროულად მისი თვალები ღმერთო არ ვიცი ამ თვალებში რას ვხედავდი ამ დროს.
- მე თეიონი მქვია, სასიამოვნო მაგრამ ცოტა გაურკვევეიი იყო თქვენი გაცნობა ბატონო იუტა.
- გთხოვთ ეგრე ნუ მეძახით მგონი ერთი ასაკის ვართ და ფორმალურობა არაა საჭირო.
- აჰ კარგი იუტა, მაშინ მე წავედი. ხვალაც აქ იქნები? - მკითხა ღიმილით.
- კი კი აქ ვიქნები, მოდი და ხვალაც ვუყუროთ ფილმს. და ხო კიმბაბი ძალიან გემრიელი იყო, შენ გააკეთე?
- ხო ვეცადე - ჩაიცინა ცოტა შერცხვა და წმოწითლდა.
- მართლა ძალიან გემრიელი იყო.
- ეს ალბათ იმიტომ რომ ადრე კულინარი ვიყავი, მაგრამ... - ის წამით გაჩუმდა და შემდეგ ისევ გააგრძელა - მოკლედ აბა ხვალამდე.
   თეიონმა აქაურიბა დატოვა მე კი ფიქრებში გადავეშვი, რატომღაც მას ვერ ვიშორებდი თავიდან, ხოლო მისი სახე სულ თვალწინ მედგა, მისი შავი თვალები...

გამარჯობათ ესეც ახალი ფიქი იმედია მოგეწონებათ. თუ სიუჟეტი გეცნობათ იცოდეთ რომ დასაწყისი, ერთი ფილმიდან ავიღე რადგან ჩემთვის ეს შეხვედრა უნაკლო და ძალიან სასიამოვნო წარმოსადგენია ყოველ წამს. მაგრამ ბევრუ ნიუანსი შევცაკე და რათქმაუნდა მთლიანი სიუჟეტიც და ამას მომავალ თავებში იხილავთ.
《იუთე》🥰🥰
პ.ს ისევ TAEYONG-YUTA -ს გამო დავიწყე ეს ფიქიც

   

A Moment To Remember, When I First Saw Your Eyes.Where stories live. Discover now