matilda

589 62 39
                                    

"We started dying before the snow, and like the snow, we continued to fall." 
-Louise Erdrich, Tracks

რაღაც რაც შეგძრავს, სულს აგითრთოლებს და უფსკრულზე გადაკიდებულს ნახევრად გაწყვეტილ ხავსზე ჩაგაჭიდებინებს ხელს, რადგან სულ ესაა, რაც შეგინარჩუნებს პერსონას, თორემ მერე იმ წყვდიადის ჯურღმულში წყვდიადის გარდა არაფერია... ეცემი, ეცემი და ვეღარ ხედავ ფსკერს, რათა საბოლოოდ დაენარცხო. 
სწორედ ასეთი იყო კიმ თეჰიონის შემოქმედება - ყოველი სიმის ჟღერადობა ისე ჩაგესმოდათ, თითქოს მუსიკა ტირისო. 
და არა მხოლოდ ტირის, არამედ კივის სასოწარკვეთილებისგან თავზე ხელშემოჭდობილი, ითხოვს შველას და გამგონი არ ჰყავს, თავად შემოქმედი ზის თვალდახუჭული, სახეზე ერთი წვეთი ემოციაც არ ატყვია, ხელში კი ვიოლინო აქვს მოთავსებული და ღრმა ფიქრს არის მიცემული. 

ზღვარი არ გადის იმას შორის, თუ სად ეჯახება ერთმანეთს ნამდვილი მუსიკა და მსმენელის პირადი ტკივილი. თითქოს ეს არის სულიერი კათარზისის წყარო, მეგობარი, რომელსაც შეგიძლია მიეყრდნო და ნატანჯად აქვითინდე. 

ეს იყო კიმ თეჰიონის შემოქმედება, რომელმაც განკურნა ყველა, საკუთარი თავის გარდა. 

ბოლო ნოტის გაჟღერებისთანავე მსმენელი ფეხზე წამოხტა და საკონცერტო დარბაზში დამაყრუებელი ემოციები გაისმა. მევიოლინემ თვალი გაახილა, მკრთალად გაიღიმა და მადლობის გადახდის გარეშე გავიდა სცენიდან. ყველამ გააყოლა თვალი მაღალ, მოხრილ ფიგურას, რომელიც მძიმე ნაბიჯებით გაუჩინარდა სიბნელეში. 

სცემდნენ პატივს, აფასებდნენ მის მუსიკას, მაგრამ ვერასდროს მისწვდებოდნენ მას. ვერასდროს გაუგებდნენ გრძნობებს, რომელიც თეჰიონის სხეულში იღვრებოდა.

საგრიმიოროში შევიდა, კარი ჩაკეტა და იქვე ჩასრიალდა. გული ყელში ებჯინებოდა, ქვედა ტუჩი აუკანკალდა და თავი მუხლებში ჩარგო. არ უტირია. ესმოდა ზღურბლს მიღმა ფეხის ხმები, ფაცი-ფუცი, მაგრამ თითქოს მათგან კილომეტრებით იყო დაშორებული. ვერავინ ჩამოადებდა ხელს სახელურს და ეტყოდა: 

oceansWhere stories live. Discover now