გაფრთხილება: ეს არის ყველაზე უსარგებლო ისტორია, რომლის წაკითხვისას შენი ცხოვრების ძვირფას წამებს გაფლანგავ, სინანული კი გვიანი იქნება.
*
ნაცნობი სარდაფის დამპალ, შმორიან იატაკზე ვიჯექი და შიმშილისგან კუჭი მიხმებოდა. ახლა არ დამიწყო 'აუ, საწყალი' და რაღაცები, თორემ სულ აღარ მოვყვები არაფერს...ისედაც სიგარეტის და ფსლის სუნი იდგა, ხოდა მეც დიდად არ ვიწუხებდი თავს საპირფარეშომდე მისვლით. მაგრად გაბოლებ არადა, საერთოდ არ მქონდა უნიტაზი იმ სოროში.
ასი წლის გამოსაცვლელ პერანგსა და შავი ტილოს შარვალში ვბანაობდი, თორემ აბაზანები და სიმდიდრეები ჩემნაირ მხატვრებისთვის ზემდეტი ფუფუნება იყო.
ე, რას აგატკივე თავი წუწუნით... მოკლედ ცხოვრება დამცინოდა, ლაითად რომ გითხრა. მაგრად ეკიდა მოვკვდებოდი, ვიცოცხლებდი თუ რავი, კიდე რამე არსებობს? ჯოჯოხეთები და ეგენი არ მიხსენო, სიცილის ძალა არ მაქვს.
მეთქი რა ვქნა, ანა? ანა გქვია საერთოდ? თუ ელიზაბეტი? არც მახსოვხარ...
გვერდით მაცდურად მომზირალ ნემსს შევხედე. ბოლო დოზა იყო და განსაკუთრებული შემთხვევისთვის ვინახავდი. არა, ახლავე შემიკეთეო. მეთქი, მოიცა, რას ფართხალებ, ჩიტო, შენი დროც მოვა. არა, ახლავეო. ხოდა ვტაცე ხელი და ვენაში გავიქანე...
ამის დედაც...
ვინტზე უფრო გემრიელი კაიფის დედაც, თეჰიონ, ტუზი დაგეცა-თქო ვიმეორებდი...
თავბრუ დამეხვა, ავკანკალდი, დორბლიც გადმომვარდა ტუჩის კუთხიდან და, რომ შევამოკლო, გავედი...
ან მე მეგონა ეგრე.
ნარკოტიკი კი არა, რუსული სირობა აღმოჩნდა. იაფი საწამლავი... მაგრად დამგრუზა. კარგი სიზმრები არ მოვიდნენ, ლამაზი ქალებიც არ მოვიდნენ, არც ფულის ტომრები და არც ხალხის აღიარება...