ბოროტება, სიბნელე, ცოდვები, ტანჯვა, ეს ყველა სიტყვა, ალბათ ერთ ადგილს მოგაგონებთ, ადგილს სადაც მხოლოდ განუწყვეტელი, განწირული კივილი ისმის, რომლებიც დახმარებას ითხოვენ, თუმცა არავინ ჩანს მათი დამხმარე. დიახ, სწორად მიხვდით, ეს ზუსტად ის ადგილია, ეს ზუსტად იმ არსებების ტკბილი და თბილი სახლია, რომლებიც ხალხს აცდუნებენ და ცოდვილების ხვრელში ჩახტომისკენ უბიძგებენ. ახლაც იქ ვარ, მესმის მათი განწირული კივილი. უსიამოვნო სიცხეა, რომელსაც აქ მყოფნი თბილს უწოდებენ. საშინელი ხმაურია, რომელსაც აქაურები მყუდროებას ეძახიან. მაგრამ მათ არ ესმით. დიახ, ისინი მე შევქმენი, მაგრამ არც ერთი მათგანისთვისაა ცნობილი ის გრძნობა, რომელიც ახლა მე მტანჯავს. არავის არასდროს უკითხავს ჩემთვის რა მინდა, რა მაწუხებს, რატომ ვიტანჯები მეც იმ ცოდვილი სულებივით, რომლებსაც მე ვტანჯავ? ხანდახან უბრალოდ მინდა რომ ეს ყველაფერი დამთავრდეს, მინდა რომ აღარ ვმოძრაობდე, სულების წამების დროს ჩემი თვალები არ ციმციმებდნენ წითლად. მინდა რომ აქედან წავიდე, ამ ადგილს მოვშორდე. მინდა რომ სახლში დავბრუნდე, იმ სახლში სადაც მამაჩემია, სადაც ჩემი დები და ძმები არიან. მომენატრნენ ისინი, მაგრამ მათ არა. ამას აქედანაც ვგრძნობ. ვგრძნობ ჩემს გარეშე როგორი ბედნიერებიც არიან. ეს უნდა მასევდიანებდეს, მაგრამ ასე არ ხდება. ყოველი წამის შემდეგ, როდესაც ვიაზრებ, რომ ისინი ჩემს გარეშე უკეთ არიან სიბრაზე მიპყრობს, სულებს უფრო სასტიკად ვაწამებ და მეც უფრო მწარედ ვიტანჯები! მინდა რომ ეს ყველაფერი დასრულდეს! უბრალოდ მინდა ოჯახში დავბრუნდე. განა ეს ასეთი ცუდია? ნუთუ ასეთია ჩემი სამუდამო სასჯელი? მამაჩემმა ნუთუ ასე გამწირა? სულაც არ შევეცოდე? მან პასუხი უნდა აგოს! ყველაფრისთვის რაც ჩაიდინა! მე მას ვაზღვევინებ! მე მას მთლიანად გავანადგურებ! აქედან გავაღწევ! დამერწმუნეთ გავალ! და იქამდე ვაწამებ მის საყვარელ არსებებს, სანამ მუხლებზე დაჩოქილი არ მთხოვს პატიებას, ამის შემდეგ კი მთელს მსოფლიოს ხელში ჩავიგდებ და ყველაფერს განვანახლებ! არ იქნებიან არავითარი ადამიანები, არავითარი დემონები და ანგელოზები, არავითარი ღმერთები. მხოლოდ მე, მთელი მსოფლიოს ცენტრში. მხოლოდ მე ვიქნები მისი მმართველი და ამაში ხელს ვერავინ შემიშლის, რადგან მე თვით სატანა ვარ, სატანა სახელად ლუციფერი, რომელიც ახლა საშინლად განრისხებულია საკუთარ ოჯახზე და ყველაფერს იზამს მათ დასასჯელად!
YOU ARE READING
ღმერთისგან დავიწყებული ანგელოზი
Mystery / Thrillerღმერთმა მე დამივიწყა, მე კი მას ვაზღვევინებ!