.

318 31 26
                                    

ოქტომბერი, როგორც მტერი ისე უხეშად და მოულოდნელად შემოიჭრა ნელ-თბილ ნიავთან, გადამწიფებულ ატმისფერ ფოთლებთან და წვიმიან ამინდებში მოქუფული საბურველიდან აქა-იქ გამომზირალ მზის სხივებთან ერთად. სიცივე, ჯერ კიდევ უცხო ჩაცივებული საზამთროს და მცხუნვარე მოელვარე მზის სეზონისთვის, გალიაში გამომწყვდეული მხეცივით ეცა ქალაქს და მოწყურებული მეგზურივით დაეწაფა მყუდრო დასახლების თითოეულ კუთხე-კუნჭულს.

მოწითალო-მოყვითალო ფოთოლთა მორევში ჩაყვინთა მინის ქალაქმა და პატარა ქალაქის მოსახლეობა ოქტომბრის დადგომის და დღესასწაულის მოახლოების წამიდან ერთბაშად აიტაცა ხალისმა და სიანცემ.

მკვახე ხურმისფერი ამოჭრილ-მოპირკეთებული გოგრები როგორც ჯარისკაცები, მწკივად დაეწყოთ სახლების წინ. ათასფრად აბრდღვიალებული მოსართავები სადაც კი ხელი მიუწვდებოდათ ქალაქის ბავშვებს, შემოეხვიათ ხეებისთვის, სახლის კარებებისთვის, სახურავებისთვის, თვით სკოლის შენობებიც კი არ გამორჩენოდათ რომლებიც ანიმაციიდან გადმომხტარი მოხუცი ბაბუს კოპწია სახლს მოგაგონებდნენ.

მინის ამ ყველაფრის შემყურე ბადრი მთვარესვით გაუნათდებოდა სახე და ბავშვთა ხალისს თავისი მოციმციმე თაფლისფერი თვალებით მიაჩერდებოდა ხოლმე. წამით საკუთარი ბავშვობა გაურბენდა თვალწინ და საერთო მხიარულებასთან შეერთების სურვილი მზერას დაუბინდავდა მაგრამ მალევე გამოერკვეოდა ტკბილ-მწარე ბურანიდან და თავის ჩვეულ საქმიანობას ისეთივე ჩვეული გულმოდგინებით დაუბრუნდებოდა.

მინის შემოდგომა უყვარდა. მისი საყვარელი სეზონის მოახლოება სხეულში სითბოს წვეთ-წვეთობით უღვენთავდა. ჰელოუნის მოახლოების მაუწყებელი - წვეულებაზე გამოწყობილი პაწაწინა პრინცესასავით მორთული და დღესასწაულისთვის შემზადებული მოსახლეობა, კინოთეატრებში გამავალი ქალაქივით ძველი ფილმები და ატმოსფერო ქარის მიერ შორიდან მოტანილი, მის სახეს ნაზ ღიმილს ჰფენდა.

From Where Does The Autumn Wind Blow?Where stories live. Discover now