სიყვარული სიკეთისა და ბოროტების მიღმა.
სიყვარული - ეს არის გენეტიკური მოთხოვნილება. ეს არის საჩუქარი და წყევლა.
სიყვარული - ეს არის დაავადება, ნარკოტიკი.
სიყვარული - ეს არის ყველაზე ლამაზი და ყველაზე საშინელი რამ, ჩვენს ცხოვრებაში...ჯონგუკმა ყოველთვის იცოდა, რომ ეს სიყვარული იქნებოდა ის, რაც ბოლოს მოუღებდა.
აქამდე უბრალოდ იცოდა, ახლა კი-დარწმუნებულია.მის ტუჩებზე მკრთალი ღიმილიც კი გამოჩნდა, როცა გაიფიქრა, რომ არ შემცდარა. არ შემცდარა ამის დედაც... და ახლა, სიცოცხლის უკანასკნელ წუთებსაც კი გაიღებდა, მის თვალებს ის, რომ არ დაენახათ, ვისი სიყვარულიც, მთელი სიცოცხლის განმავლობაში ვერ მოიპოვა. მაგრამ, გულის სიღრმეში ბედნიერიც კია, იმ ადამიანს, რომ დაინახავს უკნასკნელი ამოსუნთქვისას, ვისი სიყვარულითაც, მთელი ცხოვრება იწვოდა.
მან არ იცის, რატო უცემს გული ასე სწრაფად. ვერ ხვდება, ეს მოახლოებული სიკვდილის შიშის გამოა თუ სიხარულის, რომელიც მისმა ნახვამ გამოიწვია.
ალბათ უფრო მეორე, რადგან ღიმილის დამალვასაც კი არ ცდილობს, ისე უყურებს, პირდაპირ თვალებში, ადამიანს, რომელიც პერსონალურ ჯალათად მოევლინა.***
ჯონგუკმა მისი პირველი პროექტი, წარმატებით დაასრულა. უზარმაზარი სასტუმროს მშენებლობა ზღვის ხედით, კლდეზე. ჯერ კიდევ, სკოლის პერიოდიდან სურდა, მსგავსი რამის გაკეთება და როგორც იქნა მამამისი დაითანხმა. დაარწმუნა, რომ უკვე საკმარისად გაიზარდა და თავისუფლად შეუძლია, სასტუმროს მართვა.
ყველაფრის ორგანიზება საკუთარ თავზე აიღო და იდეალურად შეასრულა კიდეც. გახსნის ცერემონიაც მშვენივრად მიმდინარეობდა. უმრავ სტუმართან ერთად, ჟურნალისტებიც იყვნენ მოწვეული, რომლებიც სვავებით ეხვეოდნენ გარსს და ყველა დეტალს აფიქსირებდნენ .ჯონგუკი მოზღვავებული ემოციების გამო, ბრწყინავდა. ხალხის მოწონება და მამისგან შექებაც დაიმსახურა.
ეს პირველი, საკუთარი პროექტი იყო, რომელიც გზას გაუკვალავდა ბიზნესის სამყაროში.
თავს ბედნიერად გრძნობდა, ყველას ესაუბრებოდა, მოლოცვებს იღებდა, ყველა კადრში ჩნდებოდა და სიხარულისგან კანში ვეღარ ეტეოდა. მაგრამ მთავარი წინ ელოდა. ნამდვილი ბედნიერების ეიფორია მაშინ იგემა, როცა მობილურზე ფარული ნომრიდან შეტყობინება მიიღო.