******

497 52 49
                                    

- სარა, რა დაგემართა?

შავგრემანი გოგონა შეშფოთებული შესცქეროდა მეგობარს რომელიც სახლში დილის ოთხ საათზე დაბრუნდა.

- სარა მითხარი რამე, რა გჭირს?

გოგონა ხმას არ იღებს ან იქნებ ვერც იღებს ღაპაღუპით მომდინარე ცრემლების გამო. პირზე ხელს იფარებს რათა სლუკუნის ხმა ჩაახშოს. თავს ძალას ატანს და ხმის კანკალით ამბობს.

- მან მიმატოვა

ამის გაჟღერების შემდეგ თავი ვეღარ შეიკავა და აწითლებული თვალებიდან კვლავ ცრემლების ფრქვევა დაიწყო.

- ვინ მიგატოვა?

ვივიენი მეგობრის ასეთ მდგომარეობაში დანახვისას იბნევა.

- სარა ვინ მიგატოვა? ჯონგუკმა?

სარას ხმამაღალმა ტკივილით აღსავსე ტირილმა ვივიენი თავის ჭეშმარიტებაში დაარწმუნა.

- ღმერთო! არაუშავს! სარა არაუშავს. ყველაფერი კარგად იქნება შენ არ იტირო ყველაფერი კარგად იქნება

ვივიენი ოდნავ ცახცახმა აიტანა და მეგობარს ძლერად მოეხვია რათა დაემშვიდებინა.

-კარგად არაფერი იქნება! მან მიმატოვა! ჯონგუკმა მიმატოვა! გესმის?

- არ იტირო, გთხოვ.

სარას გონებაში მოგონებები უტივტივდება "არ იტირო შენს ლამაზ თვალებს ცრემლები არ უხდება" ამის გახსენებაზე გულის არეში უარესი ტკივილი იგრძნო. მეგობარს მკვლავები მოხვია და ახალი ცრემლების ნაკადი მის მხარზე გამოათავისუფლა.

- ჯონგუკ ვივიენი ვარ სარა ხომ არ იცი სად არის?

- არა, რამე მოხდა?

- არაფერი გარდა იმისა რომ ნაბიჭვარი ხარ და არც დაგირეკავდი რომ არ მჭირდებოდე. სარა გუშინს მერე არ გამოჩენილა. წარმოდგენა არ მაქვს სად არის.

-მოიცა გუშინს მერე არ გინახავს? ანუ გაუჩინარდა? რამე ხომ არ დაემართა?

საბოლოოდ ყველაფერი დასრულდებაWhere stories live. Discover now