საღამოა.
ოდნავ ბარდნის.
პატარა ფიფქები ლამაზად ეცემიან მიწას.აგრილებენ და ალამაზებენ მას.ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიან, თითქოს წვიმს,მაგრამ ეს წვიმაზე მეტია.
ლამპიონების შუქი თითოეულ ჩამოვარდნილ ფიფქს ირეკლავს და ხილულს ხდის უხილავი თვალისთვის. შუქის ქვეშ ისე ჩანან,როგორც მიკროსკოპის ქვეშ გამოჩნდებოდნენ ჩვეულებრივ შემთხვევაში.
მართალია ზამთარია და თოვს კიდეც,მაგრამ საერთოდ არ ცივა. ჰაერში ოდნავი სუსხი იგრძნობა,მაგრამ ზედმეტად კარგი გარემოა იმისთვის,რომ შეგცივდეს.
ქუჩაში ხელჩაკიდებული წყვილი მისეირნობს. ერთ-ერთს თავი მეორის მხარზე აქვს ჩამოყრდნობილი და თითები მთელი ძალით აქვს ახლართული მეორისაში. თვალები დაუხუჭავს და მსუბუქად სუნთქავს. უნდა შეიგრძნოს გვერდით მყოფის სითბო და ის ზამთრის მიერ წარმოქნილი სასიამოვნო სუსხი,რომელიც ჰაერში საკმაოდ ტრიალებს.
ერთი ჩვეულებრივი საღამოა,არაფრით გამორჩეული. როგორც ყოველთვის ხდებოდა,ახლაც ისე მოიქცნენ.
ერთად წამოვიდნენ სკოლიდან და გვიანობამდე შეყვნენ სეირნობას. მერე რა,რომ ზამთარი იყო? მერე რა,რომ ციოდა? მათ ერთმანეთი ჰყავდათ,ეს იყო მთავარი.
შავთმიანი ბიჭი მთელი ძალით ეხვევა მასზე მიკრულს და თავს თმაში ურგავს,სურნელს ისუნთქავს და ხვდება,რომ ბედნიერებისთვის მეტი არც არაფერი ჭირდება.
-ჯემინ - ჩახლეჩილი ხმით მიმართავს,თითქოს არ უნდა ის მყუდროება დაარღვიოს,რომელიც ახლაა გამეფებული.
ბიჭი მხოლოდ თავს აქნევს მსუბუქად,ხმას საერთოდ არ იღებს,მაგრამ გამომეტყველება ეცვლება. სახეზე მცირე ღიმილი უჩნდება და ყურები უწითლდება. ყოველთვის ასე ხდებოდა მაშინ,როცა შავთმიანი მის სახელს ამბობდა. იმდენად სასიამოვნო ბარიტონით წარმოსთქვამდა და ისე უყვარდა მისი პირიდან დაძახებული საკუთარი სახელი,რომ თავს ვერ იკავებდა და ყურები უწითლდებოდა.