Untitled Part

463 60 38
                                    

არც კი ვიცი საიდან დავიწყო ჩემი სათქმელი,ან კი როგორ გადმოვცე იგი. 

წერა შენ გეხერხებოდა,მე არა. ერთადერთი რაშიც ვვარგოდი,შენი მოსმენა იყო. 

აი ასე. შემეძლო ვმჯარიყავი და საათობით მესმინა შენთვის. იცი როგორ მომწონდა შენი ხმა? ბარიტონი იყავი. ერთადერთი და განსაკუთრებული ბარიტონი.

კითხვა მაქვს,იმედი მაქვს მიპასუხებ,გონებაში მაინც. 

თუმცა,რა საჭიროა პასუხი. ისედაც ვიცი ყველაფერი,რადგან ჩვენს შორის საიდუმლოებები არ არსებობდა. არაფერს მიმალავდი,ამიტომაც მეც ვერ ვახერხებდი შენგან რამის დამალვას. მეხუმრებოდი,ჩემთვის გადაშლილი წიგნი ხარ და რომც ცადო ჩემთვის რაიმეს დამალვა,მაინც მივხვდებიო. ვიცი რომ ასე იყო,ვიცი რომ სულ ხვდებოდი როცა გატყუებდი,მაგრამ არ იმჩნევდი. 

იცი? ყველას აქვს საოცნებო ადგილი,საოცნებო ქვეყანა სადაც სიამოვნებით წავიდოდა და დროს გაატარებდა,ან იცხოვრებდა კიდეც და ყველა,ერთხელ მაინც ყოფილა იქ,თუნდაც ოცნებებში.

მე პირადად,სიამოვნებით ვიმოგზაურებდი ლონდონში. იქაურობა ჩემთვისაა შექმნილი. მუდამ მოღრუბლული ამინდი,ცა სულ საწვიმრადაა მზად,ოდნავ გრილა და თითქმის არასოდეს ცხელა. განა იდეალური არ არის ასეთ ქალაქში ცხოვრება?  ნუ,რა თქმა უნდა,არა ისეთი ადამიანებისთვის,ვისაც მზე,სიცხე და ზღვა იზიდავს. ყველა ადამიანი იდივიდუალურია,ამიტომაც ყველას გააჩნია საკუთარი აზრი,გემოვნება და სურვილები. ეს შენ მასწავლე და მინდა მადლობა გითხრა ამისთვის. საერთოდ,შენ ბევრი რამ მასწავლე,რაც სიცოცხლის ბოლომდე მემახსოვრება,რის დავიწყებასაც სიკვდილამდე არ ვაპირებ.

იცი ლონდონი კიდევ რატომ არის იდეალური? ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გარდა არის კიდევ ერთი,უმთავრესი რამ. ხალხი. როგორი ხალხი ცხოვრობს მანდ? არ აინტერესებთ შენ შესახებ არაფერი,არ ერევიან შენს პირად ცხოვრებაში. რასაც გინდა იმას გააკეთებ,როგორც გინდა ისე იცხოვრებ,ჩაიცვამ და ყურადღებას არავინ მოგაქცევს. 

To My Only OneWhere stories live. Discover now