რამდენი ხანია ქალაქში
ასეთი სიცხე არ ყოფილა, ძალიან ცხელოდა, იმაზე მეტად, ვიდრე ზაფხულშიკიონსუმ ფანჯარაში უკმაყოფილოდ გაიხედა, ფარდა სწრაფად გასწია, მზის დანახვის არანაირი სურვილი არ გააჩნდა
დღეს შუადღეს სამსახურში იყო წასასვლელი, ძალიან ეზარებოდა, თუმცა იცოდა რომ შრომის გარეშე ვერაფერს ვერ მიაღწევდა
წასვლამდე დრო საკმარისი იყო, თითქოს მოშივდა, მაშინვე სამზარეულოსკენ გასწია
მშობლები ისევ არ იყვნენ სახლში
რადგან ოჯახში ადამიანების რაოდენობამ იმატა, ისინიც ვალდებულნი გახდნენ ორმაგად ემუშავათ
კიბეები სწრაფი ნაბიჯით ჩაიარა, რამოდენიმე წამში კი უკვე საკუთარი სამფლობელოს წინაშე იდგა
სახე მოეღუშა, საერთოდ არ სურდა ახლა იმის დანახვა, რაც მის გონებაში მკვეთრად ჩაიბეჭდა სხვა მსგავს მოგონებებთან ერთად
-ჯონგიინ-იუნას წვრილმა ხმამ ჰაერი მალევე გააპო-რამეს შეჭამ?
-კიი, მომიმზადებ?-ეშმაკური თვალებით შეხედა ჯონგინმა
-მე არ გამომდის.. აი! კიონსუ გაგვიკეთებს, არა ძამიკო?-ძმას ნაგლურად შეხედა
-მხოლოდ შენს ოცნებებში.. დაიკო-ბოლო სიტყვა კარგად გამოკვეთა და ისე მიუახლოვდა მაცივარს
-წამოდი იუნა.. -დაძაბულობა ჯონგინის ხმამ გაფანტა-მე და შენ საქმე გვაქვს..
-აბა რა.. წავედით?-კეკლუცად გაუღიმა და უკანალის ქნევით უკან გაეკიდა
-საზიზღრობაა.. -ხმადაბლა ჩაილაპარაკა კიონსუმ და თვალი ე. წ. წყვილს გააყოლა
______________________________________
მისი სამუშაო ცვლა ღამის ორ საათზე დამთავრდა, ისეთი დაღლილი იყო საერთოდ არაფრის თავი არ ჰქონდა, თუ ძილს არ ჩავთვლით
ღამე ფეხით მოუწია სიარული, ამ დროს ტაქსის გაჩერებას გონებაში აზრადაც ვერ გაივლიდა, ან ასე რომ მოქცეულიყო, შანსები ნულის ტოლი ჰქონდა
YOU ARE READING
Uncontrollabled Thing, Called Love (დასრულებულია)
Romance"-ჯონგინ.. ვიცი გზა, თუ როგორ დავრჩეთ ერთად.. სამუდამოდ.." ჯონგინის და კიონსუს უცნაური ისტორია, რომელიც ერთმანეთთან არაბიოლოგიური ნათესაობის დამსახურებაა..