უსახელო თავი

394 58 83
                                    

ცხენები კიმ თეჰიონისთვის მთელ ცხოვრებას წარმოადგენდა, რადგან სწორედ მათთან იყო მისი ცხოვრება დაკავშირებული. ნუ, თუ მის ცოლსა და ორ შვილს არ ჩავთვლით.

სხვათა შორის, სადავო საკითხია, თეჰიონს თავისი ოჯახი უფრო უყვარდა თუ - ცხენები. ცუდია, ამაზე რომ არავინ დავობს. ისე კი, ცხენებთან ნამდვილად მეტ დროს ატარებდა.

ის ხომ მათი მომვლელი იყო ჯონების ცხენების ფერმაში.

ოცდაოთხი საათი მათ ფაფრებს ასუფთავებდა, ძუას ვარცხნიდა, მათი განავალი გაჰქონდა. პონიზე ამხედრებულ ქალბატონი ჯონის პატარა შვილიშვილს, ჯონჰიონს რომ დაინახავდა, შურით ეღვსებოდა მთელი გული - თავად ხომ რა ხანია, ცხენზე არ მჯდარიყო ასე, გართობის მიზნით.

რა ხანია, გართობის მიზნით აღარც რამე გაუკეთებია - ცოლთან და შვილებთან ერთად სიღარიბეში ჰხდება სული.

ერთადერთი ნათელი წერტილი ზაფხულობით ჩნდება ხოლმე კიმ თეჰიონის ცხოვრებაში და ციმციმს იწყებს - ჯონჰიონის უფროსი ძმა და ჯონების მემკვიდრე - ჯონგუკი.

როგორი ძნელია, როცა ცოლიც გყავს, შვილიც, ღატაკი ხარ, შენი უფროსის შვილიშვილს, მით უმეტეს, ბიჭს ეტრფი და როცა ჩამოდის, მასთან ერთად გადამხმარ მინდორში ცხელ ღამეებს ატარებ მაშინ, როცა შენს შვილს შიმშილი არ აძინებს.

ჩვენი გმირისთვის, თეჰიონისთვის რომ გეკითხათ „რას ფიქრობ ჰომოსექსუალებზეო", წინადადება დასრულებული არ გექნებოდა, შენი მისამართით ლანძღვა-გინების ზღვა რომ წამოვიდოდა, შემდეგი შინაარსით: „რას ამბობ! კაცი მე ქალთან ვიცი, ცოლ-შვილს უნდა მიხედოსო!"

თავად თეჰიონს ცოლ-შვილი როგორი მიხედილი ჰყავდა, თქვენც კარგად ხედავთ და მე - უფრო უკეთესად.

ძნელი ზამთარი იყო.

თეჰიონის ტყუპი შვილი, გოგო და ბიჭი შიმშილისა და სიცივისგან სიცოცხლეს გამოესალმნენ.

ბრიყვიWhere stories live. Discover now