დედაჩემი რომ არა დილაობით ვერ გავივიძებდი. (ჩემს ,,მაღვიძარას" უტკბესიხმა ჰქონდა.)
ასჯერ მაინც გავიგონე საკუთარი სახელი და, როგორც იქნა, თვალიგავახილე. პირველად ლურჯად აჭრელებული ფურცელი დავინახე, მერე - ძალიანარეული ოთახი. დამძიმებული თავი წამოვწიე და მთელი ღამის ნამუშევარიგადავიკითხე. კმაყოფილი დავრჩი.
- ნინა! ნინა! - დედას პასუხი არ გაუცია. - დედიკო!-
მეძახი, რადა?! - არ უყვარდა სახელით რომ მივმართავდი.
- ყავას გამიკეთებ?- ურიგო არ იქნებოდა თავად თუ ჩამობრძანდებოდი! ახალგაზრდა ხარ და არაფერიგიჭირს შენით რომ მოიდუღო.
- ანუ არა?
- დაიცადე, წყალს ვადუღებ!ხუთ წუთში ნინამ ფინჯნით ხელში შემომაკითხა. საძინებელს თვალი მოავლოდა უკმაყოფილება ვერ დამალა:
- ეს ოთახი ისევ დასალაგებელია?!
- როგორც ხედავ, დედაჩემო.
- მე აღარ დაგილაგებ, აწი რაც გინდა ის გიქნია!
- კარგი. - ლოყაზე ვაკოცე.
- იცოდე ლოგინის ქვეშ გასარეცხი ტანსაცმელი მაქვსშეგდებული. – შევახსენე და ჭიქა გამოვართვი.
ნინაჩკამ ბუზღუნი დაიწყო, მაგრამ უკვე აღარ ვუსმენდი. ცალ ხელში ყავამეჭირა, მეორეში - ფურცლები, ფანჯრის რაფაზე ვიჯექი და მთელი ღამის ნამუშევარსვკითხულობდი.,
,თუ ჩვენს უნივერსიტეტში დამანახებთ გოგოს, რომელსაც ლოლა ნიჟარაძის გრძელიდა ლამაზი ფეხების არ შურს ან დერეფანში მიმავალს თვალს არ აყოლებს, ჩემსვინაობას გავამხელ (ვინაიდან ასეთი არავინ არსებობს, სრულიად უსაფრთხოდვგრძნობ თავს). პირველად ლოლა რომ ვნახე ხელბურთს თამაშობდა და მისი სამიზომა მკერდიც დახტოდა, ალბათ ამიტომ დამამახსოვრდა და ჩემი უმკერდობისკომპლექსი აქ არაფერ შუაშია. რომ იძახიან საჯდომი დაბერილი აქვსო... ტყუილია.ვარჯიშობს. ვარჯიში ჩვენც არ გვაწყენდა. პატარა გამოძიება ჩავატარე და გავარკვიე,რომ პლასტიკური ოპერაცია არასდროს გაუკეთებია. (შენ, მკითხველო, ალბათგიკვირს, ამ გოგოს სხვისი სამედიცინო ისტორიების ქექვა არ ეზარებაო? ან ხელიროგორ მიუწვდებაო? პირველ შეკითხვაზე დაგცინებ: მე, კარგი, მოცლილი და გიჟივარ, მაგრამ შენ რაღას კითხულობ ჩემს ,,გაყვითლებულ" გაზეთს - მეთქი. რაც შეეხებაწვდომას... იმედია საქართველოში პერსონალური ინფორმაციის დაცვასთანდაკავშირებული რევოლუცია მალე მოხდება.)",,არამკითხე მოამბეო, მიტყიპეს და მიაგდესო."