და მზეც ჩაქრა

3.9K 315 218
                                    

იმ დილით, მზე ერთ პატარა ქალაქში, სამხრეთით, უარს ამბობდა ამოსვლაზე, ხოლო სიბნელე, რომელიც გამთენიისკენ გაფერმკრთალდა, პირიქით, მძიმდებოდა. ძაღლები თითქოს გრძნობდნენ საფრთხის მოახლოებას, ყეფთდნენ და ეზოში დარბოდნენ, რის გამოც საჯინიბოში დამფრთხალი ცხენები ჭიხვინებდნენ და ფლოქვებს უხათქუნებდნენ მიწას. არავინ გამოდიოდა გარეთ, არ ამშვიდებდნენ ჭკუიდან გადასულ ცხოველებს და არც ეზოს ამოწმებდა ვინმე. სახლის მეპატრონე, თავისი მეუღლის საწოლთან იჯდა და გულში იკრავდა უხეშ ქსოვილში გამოკრულ პატარა გორგალს, რომელმაც ამ სამყაროში მოვლენით, თავისი მამიკო გაგზავნა საიქიოში.

- სულებთა დამღუპველო, - ჩურჩულებს მამაკაცი და ცერა თითით ეფერება შრამს ახალშობილის მარცხენა ღაწვზე. შრამს, რომლითაც ბავშვი დაიბადა. - შენი სახელი იქნება ჯონგუკი, ეს კი უკანასკნელი სიცოცხლე, რომელსაც შეიწირავ.

გარდაცვლილი მეუღლის გვერდით კიდევ რამდენიმე წუთიანი ჯდომის შემდეგ, ალფა შეხვეულ გორგალს ბეტას აწვდის, რომელიც მშობიარობაში ეხმარებოდა ომეგას და ოთახს ტოვებს.

პირველად ჯონგუკმა, დაბადებიდან ცამეტ წამში მოკლა.

ჯონგუკი ყოფილი მეომრის, ჩონ ხევონის ოჯახში დაიბადა, რომელიც ახლა მცირე მიწათმფლობელი იყო. ალფა ეპდოკიის ქალაქ მირასში ცხოვრობდა. ხევონს, რომელიც არცერთი საგვარეულო ოჯახიდან არ მოდიოდა, სამი შვილი ყავდა და სამივე ალფა. მიწა, რომელზედაც სახლი ააშენა, ჩონმა მადლიერების ნიშნად მიიღო მირასის მმართველისაგან, ერთგული სამსახურის გამო. ალფა ამით კმაყოფილი იყო. ხევონი ფუფუნების წინააღმდეგი იყო, შვილებს არ ათამამებდა, შრომას ასწავლიდა და ყველანაირად არიგებდა. სახლში მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ომეგები არ მიუყვანია, შვილებს მარტო ზრდიდა. ახლობლების მცდელობას, რომ ისევ დაექორწინებინათ ან როგორც ქალაქის ალფების უმრავლესობას, ომეგა აერჩია თავისთვის, ხევონი თავის არიდებით პასუხობდა. ალფის უფროსი ვაჟი - უნი, მეომრის ხასიათს ამჟღავნებდა, თოთხმეტი წლის ასაკში შესანიშნავად ისვრიდა მშვილდს, კარგად ფლობდა ხმალს და მამის გარემოცვიდან ნებისმიერს ჩამოიტოვებდა ცხენით. დევონი, რომელიც უნზე ორი წლით პატარა იყო, განსაკუთრებულ ინტერესს არაფრის მიმართ იჩენდა, მიუხედავად მამის გაუთავებელი შენიშვნებისა, მეომრის ხელობასაც კი არ სწავლობდა და უმიზნოდ დაეხეტებოდა მამის მიწაზე. დევონს ერთი საყვარელი საქმიანობა ჰქონდა, ყველაზე პატარა, ათი წლის ჯონგუკის წვალება, რომელიც მამას, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, მეუღლის სიკვდილის მიუხედავად, ყველაზე მეტად უყვარდა. დევონი ეჭვიანობდა და ზოგჯერ, როდესაც ეს ეჭვიანობა აპოგეას აღწევდა, უმცროსს შრამებად და დალურჯებულ ადგილებად უჯდებოდა ყველაფერი. ერთხელ, როდესაც ძმები მთებში თამაშობდნენ და ჯონგუკი სულ რაღაც ხუთი წლის იყო, დევონმა იგი ხეს მიაბა და თაკარა მზის ქვეშ დატოვა რამდენიმე საათით, სანამ უნმა არ იპოვა უმცროსი ძმა. დევონი ბოროტ განზრახვას უარყოფდა, ყველაფერი თავის გულმავიწყობას დააბრალა, ვითომ ძმის გასათავისუფლებლად დაბრუნება დაავიწყდა და ეგონა ჯონგუკი თავად დაიხსნიდა თავს. ხუთი წლის ალფამ, მაშინ მზის დარტყმა მიიღო და დიდხანს ვერ დგებოდა ფეხზე, ხევონს ეშინოდა კიდეც, რომ შვილს დაკარგავდა, მაგრამ ეს უკანასკნელი ძლიერი აღმოჩნდა. დევონი მამას მონეტებს პარავდა, რომლებსაც შემდეგ ქალაქში სხვადასხვა ტკბილეულობაში და კამათლით თამაშში ანიავებდა. თუ მოპარული ფულის ამბავი სკდებოდა, იგი მაშინვე ჯონგუკს აბრალებდა ყველაფერს. დევონი ერთადერთი იყო, რომელიც ჯონგუკს ღიად უწოდებდა მახინჯს, შრამის გამო და უნსაც ურეცხავდა ტვინს, რომ ძმა დაწყევლილია.

GUKYUNTempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang