"ყველაფერი სადღაც და ოდესღაც ხდება."
თუ დრო უბრალოდ მოვლენების კანონზომიერი მონაცვლეობაა, მაშინ იგი ახლა უთუოდ უკვე რამდენიმე წელი იქნებოდა გაულღობელი ყინულით შთანთქმული. დიდი ხანია დარჩენილი ცივილიზაციისთვის საათის ისრები იმავე გრადუსზე გაუტოკებლად დარჩენილიყო. გადარჩენილთათვის აღარ არსებობდა მატერიის ცნება. ერთადერთი, რაზეც შესაძლოა ჟამთა სვლა აღბეჭდილიყო ბუნება იყო.
ხავსმოდებულ მორზე ჩამომჯდარ ათრთოლებულ ყმაწვილს გარს საკმაოდ ხშირი წიწვოვანი ტყე ეკრა. აქა–იქ თუ ირგვლივ კარგად მიმოიხედავდი სხვა მოტიტვლებულ ხეებსაც შენიშნავდი, რომელთაც გადაგრეხილი ეკლიანი ტოტების გარდა არაფერი ემოსა. შუშისებრი თვალები, რომელთაც უკვე დიდიხანია დაეკარგა სიცოცხლის ხალისი, გადაცვეთილ და უკვე თითქმის შეუმჩნეველ წითელლაქებიან ტყავის ყელიან ფეხსაცმლის წვერებზე მიეპყრა. ჩამოცვენილ ალისფრად შეფერადებული ფოთლების შემხედვარე, ალბათ, შეგვიძლია ვთქვათ, შემოდგომა მოახლოებულა.
თუმცა მაინც, როგორ დედანატირებად ციოდა. ძვალ–რბილში ატანდა ოდნავ ამოვარდნილი სიო, რომელიც ჰაეროვნად დაარწევდა წიწვებსა და ყმაწვილის წარბებზე ჩამოცვენილ ბინძური ყვითელი თმის კულულებს. ბურუსი ცვრით ფარავდა მიდამოებს, თუმცა მაინც უკვე თვალდახუჭულს შეეძლო გზის გაგნება. შრიალის ხმა მოესმა, თუმცა მჭიდროდ დახუჭული თვალები არც ახლა გაუხელია, პირიქით, ისევ უდარდელად იჯდა და ფიქრთა სამყაროში იყო გადახვეწილი.
არც გველის სისინის გაგონებამ შედრკა მინ იუნგი. დაე, თუ უნდოდა მისულიყო ეს ქვეწარმავალი მასთან, ჩაესო ვეებერთელა შხამიანი ეშვები და დაეგლიჯა ნაკუწებად. ესეც ხომ თვითგადარჩენის ინსტიქტი იქნებოდა, ყველა არსებამ უნდა იკვებოს, რადგან ერთი დღით ზედმეტი გასტანოს.
YOU ARE READING
in cold blood | yoongi. ✓
Fanfiction❝თუ გადარჩება ეგეც მისი საუცხოო უნარის წყალობით იქნება, მომავლისაკენ სწრაფვისას ლამის ნებიმისერ გარემო პირობებში ადაპტირდეს.❞