ჯონგუკის ჩრდილოეთზე თავდასხმის გეგმებს არ ეწერათ ახდენა. მის წინააღმდეგ მეზობელი ძლიერი იმპერიების მმართველებმა დაიწყეს გაერთიანება, ვიღაც მანის ხელმძღვანელობით. ჯონგუკი მასზე თავდასხმის მზადების შესახებ, ქალაქის ახალი კარიბჭის მშენებლობის ყურების დროს იგებს. იგი ნამჯუნთან მაშინვე აგზავნის თავის კაცს, თავად კი თავის მხედართმთავრებთან და ჰოსოკთან ერთად, იბლისისთვის ომში გადარჩენილ კოშკში იკეტება. ნამჯუნს ჯონგუკის გაგზავნილი კაცი გზაში ეწევა, ამიტომაც ალფა თავის ჯარს ატრიალებს და უკვე რამდენიმე დღეში, ახლად წარმოქმნილი ჩონის იმპერიის მმართველის მარცხენა მხართან ზის. ჩონის იმპერია, რომელსაც ხალხი „თავის ქალების იმპერიას" უწოდებს.
- ჩვენი გაერთიანებული არმია, მთლიანად ორასი ათასი კაცი გამოდის. მათი ჯარი ხუთასი ათასს ითვლის, - ჩაფიქრებული ამბობს ნამჯუნი. - ვიტყოდი, რომ მხოლოდ სულელი გაიყვანდა თავის ჯარს ასეთი ძალის წინააღმდეგ, უკან დახევის ნაცვლად.
- და მართალიც იქნებოდი, - გრძელი უძილო ღამეების შემდეგ დაქანცული, ცხვირის ძგიდეს იზელს ჯონგუკი.
- მხოლოდ სასოწარკვეთას, ყველაზე სასტიკს, შეუძლია ასეთი არმიის დამარცხებაში დახმარება, - მიდის ფანჯარასთან ჰოსოკი.
- როგორ მოვახერხო შენთვის მაგის ორგანიზება? - ეკითხება ძმას ჯონგუკი. - ვიცი რაც შეგიძლია ბრძოლის ველზე, მაგრამ შენი და ჩვენი ხალხის გაშვებას მტრის ხმლის ქვეშ, მაშინ როდესაც იბლისისთვის ბრძოლიდან ვერ გამოვედით, არ ვიზამ, - ჩუმდება ალფა.
რამდენიმე წამი არავინ არღვევს სიჩუმეს.
- სანამ რაღაცას შემოგთავაზებთ, მინდა მნიშვნელოვანი კითხვა დაგისვათ, - გამჭოლი მზერით უყურებს მოკავშირეებს ჯონგუკი. - მინდა თქვენს ორს გკითხოთ, მზად ხართ ჩემთან ერთად იაროთ, მაშინაც კი თუ როგორც ნამჯუნმა თქვა ეს სისულელე იქნება. მაშინაც კი, თუ თქვენი სასახლეების, ოქროს და ჰარემის დაკარგვა მოგიწევთ. მაშინაც კი, თუ ჩვენგან სახლში ვერცერთი დაბრუნდება.
أنت تقرأ
GUKYUN
أدب الهواةმოდიოდა მათზე, უთვალავი ჯარით გარშემორტყმული, რომელიც ქალაქს კალიასავით ედებოდა, გასაქცევ გზას არ ტოვებდა. წინა რიგების შუბებზე ადამიანების თავები იყო წამოცმული, რომელთა დათხრილი თვალები, გადარჩენილებს სიზმრებშიც ელანდებოდათ. ოღონდ არავინ მათ შორის...