- ავტორის დაბრუნება -

293 23 23
                                    

როდესაც მთავარი გმირი კვდება სამწუხაროა, მაგრამ როდესაც ავტორი ქრება, სავარაუდოდ დიდ იმედგაცრუებას და ბრაზს ტოვებს.
დაახლოებით ორი წლის წინ BRIARCLIF-ი მიხვდა, რომ თქვენთვის სათქმელი სიტყვები ჰაერში უნდა გაეფანტა და წერა შეწყვიტა.
ალბათ იმასაც ფიქრობდა, რომ თავისი საყვარელი ფანქრის ხელში დაჭერა და ფურცლის ნაგლეჯებზე წერა აღარ შეეძლო. (უნდა ითქვას რომ ყველა ხელნაწერი დიდიხნის წინ პერიოდულად გაანადგურა).
BRIARCLIF-ი შევქმენი იმიტომ, რომ თქვენთვის ის სამყარო გამეზიარებინა, რომელსაც მარტო ყოფნის დროს წარმოვიდგენდი. მე კი ყოველთვის მარტო ვიყავი და თქვენთან ერთად ხან სეულის ბნელ ქუჩებზე დავბოდიალობდი, ხან კიდევ BRIARCLIFF-ის ნესტიან კედლებში გამომწყვდეული მზიან დღეებზე ვფიქრობდი.
მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა.
დღეს ვიცი რომ თქვენმა შექებამ, კრიტიკამ, რჩევებმა ბევრი რამ მასწავლა.
ვფიქრობ, როდესაც რაღაც იწყება უნდა დასრულდეს.
და რადგან ავტორი ცოცხალია სიტყვები უთქმელი არ უნდა დარჩეს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე დაბრუნება.
ვფიქრობ, სასენგიც იმსახურებს მომავალს.
ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, გადავწყვიტე სიუჟეტის გარკვეული ნაწილები შევცვალო და გადავაკეთო, თუმცა ძირითადი ხაზი დარჩება და იდეა არ შეიცვლდება. გახდება უფრო მასშტაბური და საინტერესო. ასევე არ ვცვლი იმ დასასრულს, რომელიც უნდა დამეწერა და აღარ დავწერე. ვიცი, არის ბევრი მომენტი და დიალოგი რომელიც გიყვართ. ზოგი მათგანი დარჩება ზოგი კი ვერა, თუმცა უკეთესი იქნება ის რაც დაიწერება და გთხოვთ ნუ გაბრაზდებით.

ეს არის ის პატარა სურვილი რისი განხორციელებაც მინდა. იმედი მაქვს მხარს დამიჭერთ და ისევ მიმიღებთ.
2016 წელს წერა რომ დავიწყე არაფერი მქონდა, თუმცა თქვენმა დამოკიდებულებამ აქამდე მომიყვანა. იმედი მაქვს ახლაც ასე მოხდება.

აუცილებლად გამიზიარეთ თქვენი აზრი 🙌🏻

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Nov 12, 2019 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

SasaengWhere stories live. Discover now