და ჩვენ ვიქორწინეთ საკუთარი ორიენტაციის დამალვის მიზნით.
***
ბაღი. პერიოდი, რომელიც სავსეა მხიარული მოგონებებით. ის რაც ადრე ტირილის მიზეზი იყო, ახლა სიცილისაა. რა საინტერესოა ცხოვრება, არა? მუდამ არჩევნის წინაშე გვიწევს დგომა. ვალდებულები ვართ ერთ-ერთი მაინც ავირჩიოთ, რადგან სხვა შემთხვევაში თავად აირჩევს, რაოდენ არასასურველიც უნდა იყოს ეს ჩვენთვის. ხანდახან მგონია რომ ფილმში ვარ და მწარედ დამცინიან ეკრანთან მსხდომნი.დედაჩემი ყოველთვის მეუბნებოდა, რომ ჩემი თავი ვყოფილიყავი. სად დავუშვი შეცდომა? როდის დავკარგე თავი?
***
შემიყვარდა... შემიყვარდა ის ვინც არ უნდა შემყვარებოდა. საუკეთესო მეგობრის სიყვარული ცოტა რთულია. განსაკუთრებით მაშინ, როცა იცი რომ შენით არასდროს დაინტერესდება. რატომ? იმიტომ რომ გოგო ხარ. მან კი უბრალოდ შემთხვევითი კოცნა დაინახა მეგობარ გოგოსთან და მეტი რა მინდოდა? ვაღიარე "ჩემი" ორიენტაციაც. ამის მერე უფრო დავახლოვდით. ეს მომწონდა, ამიტომ საწინააღმდეგო არაფერი მქონია.ნუთუ ეს იყო პირველი არასწორი ნაბიჯი?
***
სკოლა დავამთავრეთ. შემდეგ კოლეჯი. დრო დადგა მშობლებისგან დამოუკიდებლად მეცხოვრა. თავიდან ცუდად მიიღეს ეს ამბავი, შემდეგ კი თავად ამირჩიეს ბინა წყნარ უბანში, "ყურადღებიანი" მეზობლებით. მარკი დიდ დროს ატარებდა ჩემს სახლში. ფაქტიურად იქ ცხოვრობდა. მოგვიანებით მუშაობაც დავიწყე.
ცხოვრება მრავალფეროვანი და საინტერესო გამოდგა საავადმყოფოს კედლებში. მოდუნების საშუალებას არ მაძლევს. მიყვარს ჩემი პროფესია, რაოდენ დამღლელიც უნდა იყოს ის. სახლში დაბრუნებულს, თუ გამიმართლა, მარკი მხვდება მწარე ჩაის ჭიქითა და ახალგამომცხვარი ბისკვიტით. მას კი ფილმების საღამო მოჰყვება.
მასთან თავს კომფორტულად ვგრძნობდი, ისევე როგორც ის.
***
მთელი კვირა უხასიათოდ იყო. არაფერს ვეკითხებოდი. ვაცდიდი სანამ თავად იტყოდა რამეს. და აი ისიც, წინადადება რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა.