- 3 -

614 67 11
                                    




თეჰიონის მეორედ გამოჩენა იუნგის ცხოვრებაში საკმაოდ უცნაური მოვლენა იყო...

იუნგის ყველაფერ ახალთან შეგუება ძალიან უჭირდა, ასე რომ გადაწყვიტა პატარა ბიზნესი წამოეწყო თავის მეგობართან, კიმ ნამჯუნთან ერთად. თავად იუნგი შოუბიზნესის ინდუსტრიაში ნაკლებად ერკვეოდა, მაგრამ ნამჯუნი ძალიან დაეხმარა, ყველაფერი რაც ხელოვნებას ეხებოდა ნამჯუნის კისერზე გადადიოდა, იუნგი მხოლოდ რეპს წერდა, ზოგჯერ, თავისი ჯგუფისთვის. სამაგიეროდა მარკეტინგსა და ფინანსებს საკმაოდ დიდი წარმატებით აკონტროლებდა. ნამჯუნი ცდილობდა  მეგობარი ყველაფერი უარყოფიდისგან დაეცვა, რაც ასე მჭიდრო კავშირში იყო შოუბიზნესთან.

იუნგის ცხოვრება მარტივი არასოდეს ყოფილა, პატარა, მგრძნობიარე ბიჭი ცდილობდა შურითა და ძალმომრეობით სავსე სამყაროში გადარჩენილიყო. ლიზამ და მისმა ოჯახმა კი საბოლოოდ მისი საერთოდ გაციება გამოიწვია, იუნგი არასოდეს საუბრობდა საკუთარ გრძნობებზე, აუტანელ სიმარტოვესა და გაუსაძლის სულიერზე, ერჩივნა ეს ყველაფერი მასში ჩაეკლა და თვეში ერთხელ იმ მდინარესთან მოეოხა გული, სადაც პირველად ესაუბრა ბოშას. მდინარეს იმდენად ბლომად ჰქონდა თან წაღებული იუნგის ცრემლი სულ რომ ამომშრალიყო ესეც ეყოფოდა საკვებად, იუნგის საკუთარი ცხოვრებაც ისე შეუჩერებელ ნაკადად ატყდებოდა თავს როგორც ეს მდინარე. იუნგი ტბის თევზს ჰგავდა, რომელიც მდინარემ გაიტაცა, ცდილობდა ეცურა, მაგრამ ყოველ ჯერზე მდინარება სასტიკად ანარცხებდა ქვებს და საკუთარ ტკივილში ცხოვრებას აიძულებდა.

თეჰიონის ცხოვრების გზაზე მეორედ 2018 წელს გადაეყარა. საღამო ხანს იუნგი ჯონგუკს ასეირნებდა და უსმენდა როგორი დრო გაატარა პატარამ თავისი ბაღის მეგობრის დაბადების დღეზე, ჯონგუკი ამბობდა, რომ მას უნდოდა ტორტი შოკოლადითა და ბაჭიას გამოსახულებით, კიდევ ბევრი ნაყინი და ბანანიანი რძე. რადგან მას ისინი უყვარდა მამა კი ბაჭიას ამსგავსებდა. იუნგიმ სასწაული სიყვარულით შეხედა შვილს და ხელში სწრაფად აიტაცა.

სარკის მიღმაWhere stories live. Discover now