ხალხნო... წუხელ კი ავტვირთე, მაგრამ ისე არ აიტვირთა როგორც საჭირო იყო.. ხოდა ახლა მეორე მცდელობააა.... 🥰🥰🥰 დილა მშვიდობის 💟~~~~~~~~~~
პალანკინი 👇
დინჰი პირდაპირ ქალაქის კარიბჭესთან ეცემა, მამონის წინ, მუხლებზე. ჯონგუკი ხელის აქნევით აფრთხილებს თავის მეომრებს არ ჩაერიონ და ყურადღებით უყურებს მამაცს, ან უფრო სულელ მამაკაცს.-დამიბრუნე ჩემი შვილი, - ევედრება ალფა და ჯონგუკს თავის ხმალს უწვდის. - ჩემი სიცოცხლე წაიღე სამაგიეროდ.
ჯონგუკი მაშინვე ხვდება ვისზე საუბრობს უცნობი, იმიტომ რომ ასეთივე თამამი არსება თან მიჰყავს იბლისში. როგორც ჩანს ეს ოჯახურია, თავები უკვდავებად რომ მოაქვთ და მარად საფრთხეს ეძებენ. სატანა ცხენის სადავეებს ქაჩავს, მზერით აჩერებს მეომრებს, რომლებიც გზიდან ცდილობენ მოხუცის გადათრევას.
-შენი იყო დაბადებიდან, - ზემოდან დაჰყურებს ალფას, სიბნელით გარემოცული, - მაგრამ ახლა ჩემია. თუ არ გინდა რომ გაგთელონ, გაიწიე ჩემი გზიდან.
-მამა, - ისმის ერთ-ერთი პალანკინიდან, რომლებითაც ჯონგუკის არმიას კანუს მიერ ნაჩუქარი ომეგები მიჰყავს თან.
-შვილო, - განწირული ყვირის მამაკაცი და პროცესიის გულში პალანკინებს უყურებს, ცდილობს გაიგოს, კონკრეტულად რომლიდან ისმის იუნგის ხმა, მაგრამ ფეხზე წამოდგომას ვერ ბედავს. ჰოსოკი ხმალს აშიშვლებს, მზადაა მოიქნიოს კიდეც, მაგრამ ჯონგუკი აჩერებს, ომეგის ხმას უსმენს.
VOUS LISEZ
GUKYUN
Fanfictionმოდიოდა მათზე, უთვალავი ჯარით გარშემორტყმული, რომელიც ქალაქს კალიასავით ედებოდა, გასაქცევ გზას არ ტოვებდა. წინა რიგების შუბებზე ადამიანების თავები იყო წამოცმული, რომელთა დათხრილი თვალები, გადარჩენილებს სიზმრებშიც ელანდებოდათ. ოღონდ არავინ მათ შორის...