- 6 -

393 55 15
                                    


თეჰიონმა პირობა აასრულა, ერთ კვირაში უკვე თავისი სახლის კართან იდგა, სადაც იუნგი ელოდებოდა და არსად აპირებდა წასვლას მთელი კვირა. იუნგი კარის ხმაზე შეშინებული წამოხტა და როცა გააანალიზა სად იყო დამშვიდდა. თეჰიონი კედელს ეყრდნობოდა მარჯვენა მხარით და უყურებდა თმაარეულ, დაფეთებულ პატარას. 


-ნუ გეშინია,-ჩაიცინა ქერამ. იუნგის სუნთქვა აერია, თეჰიონი წარმოუდგენლად ლამაზი იყო. ფეხები ისევ შიშველი ჰქონდა, კოჭის შარვალი მის ლამაზ კოჭებს არაჩვეულებრივად გამოჰკვეთდა, ქერა თმა ცოტათი წამოზრდოდა და დახვეოდა. ის უბრალოდ ვარდისფერ ზმანებას ჰგავდა. იუნგიმ ხელები გაშალა და მოუთმენლად ელოდა როდის აიყვანდნენ მის პაწია სხეულს ხელში და მაგრად დაკოცნიდნენ. თეჰიონმაც არ დააყოვნა. 

-რატომ გაქვს დაღლილი სახე?

 -ჯონგუკი დღეს პარკში წავიყვანე უნდოდა ფეხბურთი გვეთამაშა. 

-გამოვიდა?-თეჰიონი იუნგის უკან გადაგდებულ კისერს კოცნიდა და ცხვირით ეფერებოდა.

 -ის პატარა.. ააიშ, რომ იცოდე რამდენი ენერგია აქვს.-იუნგი არსად იყო იმდენად კომფორტულად, როგორც თეჰიონის მკლავებში, თავს არაჩვეულებრივად გრძნობდა და სიხარულით აკანკალებდა, როცა წარმოიდგენდა, რომ თეჰიონი მთელი კვირა არ წავა, მთელი კვირა ასე ეყოლება და არსად არ წავა. 

-პატარავ,ძალიან გახდი, ასე არ შეიძლება.-თეჰიონი ნელა ეფერებოდა მის მკერდზე მისვენებულ ბიჭს მაისურის შიგნიდან წელზე, იუნგის ნეკნები ისე ამობურცვოდა თოთქოს ეს პირდაპირ ტყავი იყო გადაკრული ძვალზე.

 -მე დიეტაზე ვიყავი, შენთვის.

 -დიეტა არ გჭირდება. პატარავ, წამოდი, ვჭამოთ არც მე მიჭამია რამდენიმე დღეა, მხოლოდ ყავა. შენ ხომ არ დაუშვებ, რომ ვიშიმშილო? არა?-თეჰიონის საწყალ ხმაზე იუნგის გაეცინა და მხიარულად წამოხტა. 

სარკის მიღმაWhere stories live. Discover now