448 57 38
                                    


01:00

სულ რაღაც უმნიშვნელო შვიდი წამი იმისათვის, რომ მთელ სხეულში დარჩენილ პაწია ენერგიის წყაროს ჩაეჭიდო, სასტიკად აჩქარებული გულისცემა დაირეგულირო და ფილტვების ჩვეულებრივი ფუნქციონირება აღიდგინო.


ერთი წამი იმისათვის, რომ ყელში გაჩხერილი რაღაც გადაკლაკნილი გორგალი ხმამაღლა გადაყლაპო.


ორი წამი იმისათვის, რომ ათრთოლებული მარჯვენა ხელი წინ გაწიო და შემდეგ აკანკალებულმა შუა და საჩვენებელი თლილი თითები შეახო თეთრ და ბაც ყვითელ ზოლებიან პერანგს, რომელიც მის განიერ მხარ–ბეჭს ამშვენებს.


ზუსტად ხუთი წამი იმისათვის, რომ ღვთის წყალობით ძალა და გამბედაობა მოიკრიბო, რათა წამიერად დაკარგული ხმა აიმაღლო და წარმოთქვა,


"დილამშვიდობისა, იუნგი–ა."


00:45

ზუსტად ოთხი წამი იმისათვის, რომ სხეულის მოტრიალების გარეშე თავი უკან, მარჯვნისაკენ მოაბრუნოს. შენს დანავაზე გამომეტყველება მყისვე შეეცვალოს და მისი თითქოსდა ცხოვრებით გადაღლილი, ყველაფერს მობეზრებული იერი, წამიერად სითბოთი აღევსოს.


ზუსტად ექვსი წამი იმისათვის, რომ მისი თოვლისავით ფითქინა თეთრ ფრად მოხატული ლოყა ოდნავ ბაცი ვარდისფერი გახდეს, ბაგის კუთხეები აუთამაშდეს და საბოლოოდ იმდენად აზიდოს მაღლა, რომ ლამის თავის თაფლისფერ თვალებს შეახოს. კატისებრი ნაკვთები ღიმილით იმდენად შეულამაზდეს, რომ  იდეალურ ფაიფურის თოჯინას ემსგავსოს.


ზუსტად წამი იმისათვის, რომ შენი გული გალიიდან მხეცივით გამოვარდეს.


ზუსტად ოთხი წამი იმისათვის, რომ კბილებდაკრეჭილმა ზედა ღრძილებიც კი გამოაჩინოს, თავისი ბოხი ხავერდოვანი ხმით ჩაიცინოს, გვერდით მდებარე სკამი გამოგიწიოს და რბილსადებიან საჯდომზე ფაფუკად დაარტყას ხელი და დაჯდომისაგენ გიბიძგოს.



00:30

"დილამშვიდობისა."


რვა წამი იმისათვის, რომ ლეპტოპი სწრაფადვე უკან გაწიოს, იდაყვი მაგიდაზე შემოდოს, თავი ჩარგოს და იმ თვალებით მოგაშტერდეს, რომლებიც სამყაროში ყველაზე მშვენიერ გალაქტიკას იტევენ. თავისი ტკბილი ხმით ლაპარაკი დაგიწყოს, მაგრამ შენ ყურთასმენა ჩაგეხშოს და მხოლოდ ერთ რაღაცაზე შეგეძლოს ფიქრი.


ზუსტად შვიდი წამი იმისათვის, რომ თვალები დაახამხამო, ლაპარაკი შეწყვიტოს და მზრუნველობით თავისი ფერმკრთალი ხელი მხარზე მოგხვიოს.



00:15

ზუსტად სამი წამი იმისათვის, რომ შენი უეცარი წამოდგომის წყალობით სკამი უკან დაენარცხოს, მას კი თვალები გაუფართოვდეს.


წამი იმისათვის, რომ მისგან შორს ერთი უშველებელი ნაბიჯი გადადგა.


წამი იმისათვის, რომ ჩაისუნთქო, რათა გამბედაობა მოიკრიბო.


ორი წამი იმისათვის, რომ წარმოთქვა,"მიყვარხარ იუნგი–ა,"


ორი წამი იმისათვის, რომ თვალები მაგრად დახუჭო, გატრიალდე და მთელი ძალით ეცადო გაქცევას.


წამი იმისათვის, რომ გაანალიზო – ადგილიდან არ იძვრი.

წამი იმისათვის, რომ შენს მაჯაზე მისი შემოხვეული გრძელი პიანისტის თითები შეამჩნიო.


წამი იმისათვის, რომ ჩაიძირო მის თვალებში, რომლებიც შენს სულ უჭვრეტს.


და ზუსტად სამი წამი იმისათვის, რომ მისმა ღიმილმა კვლავ გაგინათოს თვალთახედვა და შემდეგი სიტყვები გაიგონო,


"მეც მიყვარხარ."



00:00.

01:00 | yoongi. ✓Where stories live. Discover now