O

1.8K 174 52
                                    

თეჰიონის თვალთახედვით

მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს. ზედმეტად ბევრი ემოცია მაწვებოდა ბედნიერებისგან. იმის გაფიქრებაზეც, რომ ჩემი აქ ყოფნა ჯონგუკის დამსახურებაა ყველანაირად სიხარულით მივსებდა გულს. საწოლში ერთ ადგილას ვერ ვჩერდებლდი და აქეთ-იქით რამდენიმე ბრუნს ვაკეთებდი. რამდენჯერმე წყლის დასალევადაც გავედი და ცივი ნაკადის ლოდინში იმაზე მეფიქრებოდა, თუ რატომ არ უნდა მეპატიებინა ჯონგუკისთვის. მან ხომ ასეთი მნიშვნელოვანი ამბავი ისე გაამხილა ვითომც არაფერი, თუმცა ჩემს ჯიუტ გონებას ვერაფერს ვუხერხებ და ყველა ნეგატიურ აზრს ახლად მომხდარი ჩრდილავს. ენის წევრზე მადგა სიტყვა "მადლობა". ძალიან მინდოდა ამ ერთი, თითქოს ჩვეულებრივი სიტყვით დამეწყო ჯონგუკთან საუბარი, თუნდაც მიწერით და ერთი სული მქონდა როდის მოვისმენდი მისგან ახსნა განმარტებას თავის ასეთ ამდაგვარ საქციელზე. ჯერ იმაზე თუ რატომ გათქვა ყველაფერი და შემდეგ.. იმაზე თუ რატომ იდარდა ჩემზე, რადგან მას უკვე ნათქვამი ჰქონდა, რომ ვეზიზღებოდი.
სულელივით ვიცინოდი როცა დედაჩემის თითოეული სიტყვის ზუსტად აღდგენას ვცდილობდი გონებაში, რადგან მეტი საქმე მაინც არ მქონდა. ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად ვგრძნობ, რომ დედაჩემი მიყვარს და თითქოს უფრო მადლიერი ვხდები მის წინაშე. აქამდე არ ვაფასებდი არასოდეს, ყოველთვის რაღაცაში ვადანაშაულებდი, სულ თითქმის ცივად ვექცეოდი მან კი, არ გამწირა და რთულ მომენტში მხსნელად მომევლინა.
ჩემს ფიქრებზე ისევ იდიოტივით მეცინება და როცა მივხვდი, რომ ჭიქა დიდი ხნის წინ უკვე სავსე იყო და ზედმეტი წყალი გადმოდინებას იწყებდა, მაშინვე მივიყუდე. დიდი ყლუპებით ვსვამდი. წყალი ცივი იყო, მაგრამ ამაზე ცივი კიდევ უფრო მესიამოვნებოდა.
დაძინება ვცადე მაგრამ, სიზმრებშიც კი ის მესიზმრებოდა თუ როგორ მივდიოდი ჯონგუკთან, და როგორ ვთხოვდი ყველაფრის ახსნას. თითოეული შეხებაც კი გავთვალე უბრალოდ, უკვე ბოლო ნაწილში გამახსენდა პირობა, რომელიც დედაჩემს მივეცი, რომ ჯონგუკთან არაფერი დამ ხდებოდა ამ თემასთან დაკავშირებით.
ღამე თეთრად გავათენე. თითქმის თვალი არ მომიხუჭავს. სასწავლებელში წასასვლელად დიდი ხანია ასე ადრე არ ავმდგარვარ. წინა დღესთან შედარებით, რატომღაც ახლა უფრო მოშვებული ვარ და თითქოს აღარაფრის მეშინია. აღარც ის მადარდებს რამდენად დამცინავი მზერით შემომხედავს სხვა და უკვე იმისთვისაც კი ვარ მზად, რომ ჯონგუკის ცუდი საქციელი დავივიწყო. რას არ გავიღებ, რომ ძველებური ურთიერთობა დავიბრუნო. უფრო სწორად.. გულწრფელად, რომ გამოვტყდე, თავადაც არ ვიცი მინდა თუ არა ისევ ისეთი ძმური ურთიერთობა. ეს ერთი კვირა თითქოს ერთნაირად მაძულებდა და თან, მაყვარებდა მას. ამის გამო ჩემს თავზე ძლიერ ვბრაზდები და რომ შემეძლოს საკუთარი ხელებითვე მივახრჩობდი.
დილის აბაზანა ჩემს მიერ შესრულებული "ოპერით" დავიწყე. საწყალი დედაჩემი, ალბათ გავაღვიძე კიდეც. უბრალოდ, მკერდის არეში წვას ვგრძნობდი როცა მახსენდებოდა ანალოგიური სიტუაცია ჯონგუკთან ერთად. საერთოდ კვირაში ხუთი დღე სრულიად ერთად ვატარებდით. ან ის რჩებოდა ჩემთან სახლში ღამე, ან - მე.  გაღვიძებას ყოველთვის მე ვასწრებდი, შესაბამისად შხაპის მიღებას პირველი ვიწყებდი, შემდეგ კი მის გასაღიზიანებლად სიმღერას ვიწყებდი, უფრო სწორად ბოდიშით.. სიმღერას შეუარცყოფა მივაყენე, რასაც მე ვაკეთებდი, მაგას სიმღერა არ ერქვა. ჯონგუკი კი უბრალოდ იდგა და კარებზე აბრახუნებდა, რომ მალე გამოვსულიყავი და თან დამემთავრებინა ჩემი მუსიკალური ნიჭის გამოშვება.
ამის გახსენებაზე სევდიანად ჩამეღიმა და ვიგრძენი როგორ შეუერთდა ჩემი მარილიანი სითხე ცხელ წყალს.
დღეს ოდნავ სიცივე იყო. ამინდი მოღრუბლული თუმცა ხანდახან თუ გამოანათებდა საწყლად მზე. შავი ჯინსის შარვალზე იისფერი ჰუდი გადავიცვი, რომელზეც ჯონგუკი ყოველთვის მეწუწუნებოდა, რომ მეჩუქებინა. რა თქმა უნდა საბოლოოდ მის საკუთრებად რომ გამხდარიყო ამაზე ვერ დამითანახმა, მაგრამ ხშირად ეცვა ხოლმე.
და საერთოდ, ამ დილას ზედმეტად ბევრი კარგი რამ გამახსენდა. უკვე გადაჭარბებულად ვლაპარაკობ მასზე.

Say U Love ME Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang