*13*

155 19 35
                                    

ასე უაზროდ დღე დიდი ხანია არ გაუტარებია, დილით ისაუზმა, შემდეგ სეჰუნთან იჩხუბა, ნერვები ტყუილუბრალოდ აიშალა და საძინებელში დაბრუნდა

ადრე, ყოველი დღე რაღაცით იყო გამორჩეული, გამუდმებით ახალი და საინტერესო რამ ხდებოდა, თუმცა უკან, საშინელ წარსულში მოუწია დაბრუნება

უყვარდა მის მეგობრებთან ერთად გართობა, შეეძლო ყოველი წუთი მათთან საუბარში გაეფლანგა, მაგრამ ახლა, თითქოს ამის სურვილიც დაკარგა

ყველას უმიზეზოდ ეჩხუბებოდა და ბრალს არარსებულ დანაშაულში სდებდა, სხვებიც შეეჩვივნენ მის ყოველდღიურ ხასიათს და დიდად ყურადღებასაც აღარ აქცევდნენ

-ჯონგინ! აეგდე საწოლიდან! დღეს გასართობად მივდივართ!-ენთუზიაზმით აღსავსე ხმა ამოუშვა სეჰუნმა, რომელიც ნებართვის გარეშე შეიჭრა ჯონგინის საძინებელში

-აბა რა.. მოვდივარ..-გვერდი ძალიან სწრაფად იცვალა და ძილი განაგრძო

-აუ კარგი რაა, ლუჰანთან მინდა შეხვედრა, ამ ერთხელ წამომყევი..-ბუზღუნი დაიწყო, თუმცა ამაოდ

-ტაო გაიყოლე.. მე თავი დამანებე..

-დიახაც, ასეც მოვიქცევი! შენ არ მჭირდები!-ენა გამოუყო და ოთახიდან ხმაურიანად გავიდა

ჯონგინმა ძილი განაგრძო, სულაც არ სურდა ამ წამს საწოლიდან ამდგარიყო, ისედაც წინა ღამეები საერთოდ არ სძინებია

-"შენთან გადმოსვლის შეთავაზება, კვლავ ძალაშია?"

გამუდმებით კიონსუს სიტყვები უტრიალებდა თავში, ანუ რა გამოდის, ის ჯონგინთან უნდა გადასულიყო საცხოვრებლად?

-სისულელეა ჯონგინ.. ასეთი დებილიც ნუ ხარ..

საკუთარ თავს შეუძახა მას შემდეგ, რაც დაძინება ვეღარ შეძლო და უბრალოდ საწოლში, გაუნძრევლად აშტერდებოდა ერთ ადგილს

კარზე ზარის ხმა გაისმა, მის ოთახამდე საკმაოდ დაბალმა ჟღერადობამ მიაღწია, თუმცა მაინც მიხვდა თუ რა იყო ხმის გამომწვევი საგანი

Uncontrollabled Thing, Called Love (დასრულებულია)Onde histórias criam vida. Descubra agora