მოგონებები

231 24 5
                                    

ჯიმინი ბოლო სანთელს ანთებს მაგიდის გარშემო შემოწყობილ მოსართავებთან და ასანთს სულს უბერავს. ნაღვლიანად იღიმის. იმ წამსვე ისმის ძაღლის ხმა, რომელიც ასაფეთქებლების გრუხუნით შეშინებულ პატრონს უხტება კალთაში და წკნუტუნებს.
- წყნარად ჰოლი- იხუტებს ფუმფულა, კრემისფერ არსებას ჯიმინი და ბეწვზე ნელა ეფარება. თან თვალებს ხუჭავს, რადგან მის პატრონთან დაკავშირებული ყველა მოგონება აწვება ბიჭს. 
ერთი წლის წინ, სწორედ ახალ წელს, პატარა ლეკვი შემოუყვანა იუნგიმ ჯიმინს და უსახსოვრა,როგორც ცხოვრების საიმედო მეგზური
ახალი წლის დადგომამდწ ერთი საათიღა რჩება. ჯიმინს კი მოგონებები იმდენად უტევს რომ სწრაფად იწევს, მისი და იუნგის გაკეთებულ ალბომს მოარბენინებს და იატაკზე ჯდება, ნაძვის ხის ქვეშ საჩუქარივით. როგორც მას იუნგიმ უწოდა წინა წელს. სწრაფად შლის პირველ გვერდს და ღმად ისუნთქავს, რადგან მოგონებების მთელი კორიანტელი იფრქვევა ჰაერში ამ უბრალო, თხელი ფურცლებიდან, და ირგვლივ ცეკვას იწყებენ.
  პირველივე გვერდზე იუნგის და ჯიმინის სურათია, საახალწლო ნაძვის ქვეშ. ნაძვი ჯერ კიდევ დაუმთავრებელია, თუმცა ბიჭს ჯიმინის თმაზე შეება სათამაშოები და უმცროსს აწვალებდა. თან კი კარგადაც მხიარულობდა. ჯიმინი ლოყებდაბერილი ეწვა ზემოდან მას , რაც ერთობ ლამას სანახაობას ქმნიდა. მაგრამ ახლა მხოლოდ მოგონებები დარჩა. დაიფიცებდა კიდეც ჯიმინი რომ ახლაც კი გრძნობდა მისი თითების შეხებას თმაზე, ჩაესმოდა ბიჭის სიცილი და უყურებდა ბედნიერს,როგორ იხუტებდა.

სურათზე იმაზე მალე დაეცა პირველი ცრემლი ვიდრე ბიჭი მოელოდა.თითები ნელა შეასიალა ფურცლებს შორისდა ემოციების ახალმა ტალღამ იფეთქა.
  მომდევნო სურათში მხოლოდ ხელები ჩანდა. ჯიმინის და იუნგის ახლართული თითები. მათზე კი მოელვარე ოქროსფერი ბეჭდები. იუნგიმ მაშინ ვერ მოითმინა 2 კვირა მოეთმინა ახალ წლამდე დამალევე დანიშნა ჯიმინი. იმ დღეს იყო უმცროსი ბედნიერების ზენიტში. ეგონა რომ ცხოვებაში სატანჯველი დამთავრდა. რომ იუნგისთან ერთად აღარ გაუჭირდებოდა არასოდეს, მაგრამ აქ შეცდა მწარედ. ოცნების კოშკები სწრაფად ჩამოინგრა და მეტიც, ხელებში ჩაეფშვნა ბიჭს,როდესაც იუნგი წავიდა...
  შემდეგ სურათზე იუნგის ციცქნა საჩუქარი ეკავათ წყვილს ხელში. ჯიმინს ლოყები ჰქონდა აწითლებული, ბევრიიტირა როცა ციცქნა არსება ხელებში მოითავსა და ჰოლიმაც სწრაფად დაიძინა. იმ ღამით ჯიმინმა ხელი არ გაუშვა იუნგის, მთელი ღამე მასზე მიკრულს ეძინა და როდესაც ბიჭი ოდნავ შეირხეოდა, მეტად უჭერდა ხელებს, არსად რომ არ გაქცეოდა.
  ჯიმინმა ვერ შეამჩნია, როგორ ჩამოუსველდა ლოყები , როგორ დაიწყო სლუკუნი და მიჰყვა შემდწგ გვერდს.
სურათზე წყვილის ბაგეები ნაზად იყო მიბჯენილი. იმ საღამოს ერთად ზეიმობნენ მათ პირველ ბედნიერ, სრულყოფილ ახალს წელს. ახსოვს ჯიმინს, როგორ ჰკითხა თბილი ხმით, რას ისურვებდა ბიჭი, სანთელი რომ ჩაექროთ. მინის არც დასჭირვებია ფიქრი. მოეხვია უფროსს და მასთან კიდევ ათასი ახალი წლის გატარება ისურვა, შემდგომ კი ღიმილით ჩააქრო სანთელი.
  ვეღარ გაუძლო ბიჭმაა ამდენ ემოციას, გვერდით გადადო ალბომი და მუხლებზე ხელებმოხვეული აქვითინდა. ჩუმად ტიროდა, თუმცა შემზარავად და გულისწამღემად. ალბათ ვინმეს მისთვის რომ ესმინა, იმედი, რომელიც რაიმწ კარგს უსახავდა ჩაეფერფლებოდა. პატარას აღარც იმედი ჰქონდა, აღარც ბედნიერება და აღარც მხნეობა. აბა რა ეგონა მინ იუნგის, რომ წავიდა და თან წაიყოლა თავისი ხელით ამოგლეჯილი გული, ნაკუწებად აქცია და ძაღლების საჯიჯგნად გადააგდო.
  მაგრამ გულს მაინც უყვარდა ის...
ხეზე ძველებურად ენთო განათებები, თუმცა ასეთი ჩამქვრალი ახალი წელი არასოდეს არ ჰქონია ბიჭს. არასოდეს შეხვედრია დღესასწაულის ღამეს მარტო, წითელი ცხვირითა და ცარიელი გულით

  შემდეგ სურათზე შლის. თვალები ცრემლებით  კვლავ სავსწ აქვს თუმცა მიჩვეულია რადგან ალბათ ოცდამეათეჯერ მაინც ათვალიერებს ამ ალბომს და ყოველთვის ღვრის ცრემლებს.
  სურათები ძირითადად თოვლშია გადაღებული. სითეთრეში ხან ჯიმინია დამალული, ხანაც იუნგი. მათ ისევ მოჰყვება წყვილის კოცნის სურათი. ჯიმინს კი ამოვსებული თვალები ეხუჭება. რას არ გაიღებს, ერთხელ მაინც იგრძნოს კვლავ მისი სურნელი, მისი ტუჩები თთავისაზე. შეესრიალებინა თითები, ბიჭის თეთრ თმაში და თავი ბედნიერებაში ამოეყო. თუმცა...
  ჯიმინი გვერდით მდგაე სანთელს იღებს და კარგად იკავებს. თვალებს ხუჭავს და სურვილს იფიქრებს. რამდენადაც სისულელე არ უნდა იყოს, მაინც უნდა ჩაუთქვას, რადგან იცის რომ ახდება.
უთქვამს რომ ახალ წელს შეხვდეს იუნგისთან ერთად. მასთან ჩახუტებული, ამდენი ხნის მარტოობის შემდეგ გამთბარი და ბედნიერი. სულს უბერავს და სურვილს ანგელოზებს ატანს. თვითონ კი თავის და იუნგის სურათს იხუტებს დაიქვე ეძინება... თუმცა შუაღამე ჯერ ხომარ შესრულებულა?
ფიქრებში ისეც იუნგის დაეძებს, სიზმრებში პოულობს მას და ეხუტება მთელი განცდითა და განცხრომით. ეფლობა მასში. თუმცა კარებზე კაკუნი და ჰოლის ჭკუისწამღები ყეფა არ აცდის ბიჭს, ძილი განაგრძოს. ნელა დგება და საათზე არც იყურება, ვერც ამჩნევს რომ დღესასწაული უკვე ჩამოდგა, თუმცა იგი არ შეხვედრია მას. კარებს კაკუნის შემდწგ აღებს და ქერათმიან, წითცხვირა ბიჭს ეჩეხება, რომელიც ისევე უმზერს როგორც ერთი წლის წინ. ნაძვისხესთან ხელჩაკიდებულს
- ძალიან დავაგვიანე?- კითხულობს ოდნავ ღიმილით და ბიჭის გაოცებულ სახეს აკვირდება.
მინ იუნგი და პარკ ჯიმინი ერთად შეხვდნენ ახალ ხელს, იმავე სახლში, იმავე გარემოსა და იმავე გრძნობაში

  გილოცავთ ახალ წელს! მინდა რომ ბედნიერები იყოთ . მართლა მთელი გულით მინდა. დაღლილი ვარ და ვერ მოვაბი ნორმალურად წერას თავი თუმცა მინდოდა მეჩუქებინა თქვენთვის ეს ბანძობა.

მიყვარხართ და მადლობა მთელი წელი გვერდში დგომისთვის. საუკეთესოები ხართ!!!ბედნიერებას გისურვებთ 💛💛💛💛💛💛💛💛

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Sep 14, 2021 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

Wish You...Where stories live. Discover now