E

3.1K 221 68
                                    

ჯონგუკის თვალთახედვით
თეჰიონი ბოლოს იმ დღეს ვნახე, სახლში ნასვამი, რომ დამადგა. იმის მერე არც წავსულვარ სასწავლებელში. თავადაც ვგრძნობ, რომ იმ დღეს სხვანაირი გავხდი როცა თეჰიონმა დამტოვა. ყველაფერზე ვფიქრობ და შემდეგ ვნერვიულობ.
რამდენიმე დღე სიცხე მქონდა. დედაჩემმა ექიმიც კი გამოიძახა და მითხრა, რომ გადატვირთვამ და ზედმეტმა ნერვიულობამ თავისი შედეგი გამოიღო. ამის მერე აღარც სასწავლებელში წავსულვარ და შეიძლება ითქვას ბოლო რამდენიმე კვირა ვცხოვრობდი სახლში, არამედ ჩემს ოთახში. დედაჩემს სულაც არ ესმოდა, რომ ერთ ადგილას გამოკეტვით უფრო საშინლად ვგრძნობდი თავს. გაძლიერებულად ვგრძნობდი მონატრებას, ჩახუტების დაუოკებელ სურვილს ერთის მიმართ. შეიძლება ითქვას, რომ უფრო გაუარესდა ჩემი მდგომარეობა, ვიდრე აქამდე.
თუმცა რაღაც მხრივ კარგიც იყო. ყველაფერზე მივეცი ტვინს, რომ ეფიქრა. არავითარი საზღვარი დამიწესებია ჩემი გონებისთვის. სრული თავისუფლება მივანიჭე მას. კითხვები მჭამდა. 'ნუთუ თეჰიონს ვუყვარვარ, მატყუებს?! მიყენებს?! რა უნდა?!'.
რაზეც ვფიქრობდი ყველაფერს ვცემდი პასუხს მაგრამ, მთავარი კითხვები ისევ მღრღნიდნენ რომლებზეც ახლაც არ მაქვს პასუხი. დღეს ჩემი მოხუცი ბებია ცუდად გახდა და დედაჩემს ქალაქ გარეთ მოუწია წასვლა, მე კი დრო არც დამიკარგავს და ისე, რომ მისთვის არც მიკითხავს სასწავლებლისთვის გამზადება დავიწყე. ვიფიქრე, რომ ეს ერთადერთი და მგონი უკანასკნელი შანსი იყო ამ დღეებში, რომ ოთახიდან ფეხი გამედგა. ბოლოს და ბოლოს იმ ადამიანის ნახვის შესაძლებლობა მქონდა, რომელსაც რამდენიმე დღე-ღამე დავუთმე. რომლის პატარა გაფიქრებაზეც კი ვგიჟდები. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც მაქვს კითხვა. 'რას ვითხოვ მისგან, რა მინდა ის იყოს ჩემი'. ის ხელი, რომელიც მას სახეში ვუთავაზე, ისევ ისე მეწვის, როგორც თავიდან.
სარკესთან ვდგავარ და საკუთარ ანარეკლს ვუყურებ. თვალები სულ ჩაწითლებული და ჩასიებული მაქვს. არც ვიცი რა უნდა მოვუხერხო. იმის იმედით, რომ ოდნავ მაინც გამიქრეს ჩაშავება თვალებზე, დედაჩემის სახის ნიღაბს ვიკეთებ. ნეტავ ვიცოდე ვისთვის ვცდილობ გალამაზებას, ან შეიძლება ვიცი?!
იმდენად გადაჩვეული ვიყავი ოთახიდან გასვლას, ეს გრძნობაც კი მეუცნაურა. გარეთ გავდივარ და ყველაფერს ისეთი სახით ვაკვირდები, ვინმეს აუცილებლად ეგონება, რომ მთელი წელი სარდაფში ჩამკეტეს, ახლა კი თითქოს გაქცევა მოვახერხე.
ავტობუსიც მომნატრებია. საერთოდ ყველაფერი იდეალური მეჩვენებოდა. ადრე თუ ეს იყო ადგილი, რომელიც მძულდა და ყოველ დილით იმაზე წუწუნით თუ ვიწყებდი თეჰიონთან, რომ ამ ჯართით მოგვიწევდა სიარული, ახლა მტკიცედ ვიტყვი, რომ ყველაზე მაგარი რამაა.
თვალებში ცრემლი მადგება როცა ის მომენტები გავიხსენე, სადაც თეჰიონთან ერთად ვარ და მთავარი ყველაგერი მას უკავშირდება.
თითქმის ორი თვეა არც მასთან ერთად გამიღბიძია, არც შემიშინებია აბაზანიდან გამოსულს. ისიც კი მომენატრა როგორ მლანძღავდა ხოლმე. მისი ხმის გაგონებაც საკმარისი იქნება, მართლა, ოღონდ გავიგო და ვნახო, თუნდაც წუთებით.
ავტობუსი ჩერდება თუ არა, მაშინვე ჩავდივარ და სასწავლებლისკენ დარჩენილ პატარა მანძილს სურვილით გავდივარ. აქოშინებული მოვვარდი დანიშნულების ადგილს და თვალებით მაშინვე ერთი ადამიანის ძებნა დავიწყე. ბოლო დროს სულ ამ ერთს ვეძებ.
სხვანაირი გრძნობა დამეუფლა, ამდენი ხნის შემდეგ ასეთი ხმაური, ამდენი გოგო და ბიჭი ცოტა გადაჩვეულიც კი ვიყავი, თუმცა იმის ოდნავ გაფიქრებაზეც, რომ ახლა მე და თეჰიონი ერთ შენობაში ვიყავით, ყველაფერს მიტრიალებდა. იმაზეც თანახმა ვარ, რომ ხმა არ გამცეს, უბრალოდ დამენახოს.
სართულებზე დავდიოდი და სახეზე აშკარად მეწერა ნერვიულობა. მალე გაკვეთილებიც დაიწყებოდა, მე კი იმედ დაკარგული საპირფარეშოში ცივ წყალში მქონდა ხელები და თითქოს საკუთარ თავს გაყინვით ვსჯიდი იმ მიზეზით, რომელიც არც მე ვიცი.
რა სირცხვილია ჩემი მხრიდან ეს 'ბანალურობის პიკი' როგორც თე ამბობს ხოლმე.
ისევ თეჰიონი..
უკვე ვიმშრალებდი ხელებს და მთელ შენობა შემოვლილი, დაქანცული მათემატიკის ოთახისკენ უნდა წავსულიყავი, როცა ხელების დასაბანად ჩემს გვერდით ვიღაცამ დაიკავა ადგილი.
ჯანდაბა ეს სურნელი, სუნთქვითაც კი ვგრძნობდი ვინ იქნებოდა და მასზე შეხედვით უდიდესმა შიშმა დამიარა. ფეხები ამიკანკალდა და მინდოდა იქვე ჩავხუტებოდი ამ მონატრებულს. როგორც იქნა გავბედე და თვალი მისკენ გავაპარე, ის კი თურმე აქამდეც მიყურებდა. ისეთი ლამაზი და უნიკალური მომეჩვენა იმ მომენტში. როგორ მქონდა იმის იმედი, რომ გამიღიმებდა ან რაიმეს მეტყოდა. თუნდაც, როგორ გავიფიქრე, რომ შეხვედრისას წამით მაინც ჩამეხუტებოდა. უბრალოდ იდგა, მიყურა, მზერით დამაბნია და უსიტყვოდ გავიდა. რამდენიმე წუთის წინ ვნატრობდი და თანახმა ვიყავი, მხოლოდ რამდენიმე წუთით მაინც მენახა მისი სახე, ახლა კი, სიტყვები უკან მომაქვს. ეს ნატვრა ამიხდა, მაგრამ ეგოისტ, უმადურ ადამიანად ვიქეცი და უფრო მეტს ვითხოვ, თუმცა ვერც გავეკიდები და ვერაფერს ვეტყვი. სახე ჯერ კიდევ გაყინულ ხელებში ჩავრგე და უკვე ტირილი უნდა დამეწყო, თუმცა გაკვეთილები უკვე დაწყებული იყო. არა და ახლა, ამ მომენტში მჭირდებოდა ემოციებისგან დაცლა.

თეჰიონის თვალთახედვით
დღესაც ვფიქრობდი, რომ ისევ ისეთი უაზრო დღე იქნებოდა, როგორც სხვა დანარჩენი ჯონგუკის გარეშე. ვფუქრობდი, რომ დღესაც დედაჩემის მოცემული იმედები ფუჭი იქნებოდა და რომ არაფერი მოხდებოდა განსაკუთრებული, თუმცა ჯონგუკი დავინახე. მოსულია. აქ არის. საპირფარეშოში მის გვერდით ვიყავი და უბრალოდ თვალს ვერ ვწყვეტდი. შინაგანად ვცახცახებდი და არ ვიცოდი რა მეთქვა, რა მეკითხა. როგორ მომნატრებია, საშინლად მომნატრებია. მინდოდა მაშინვე ჩამეხუტებინა, თუმცა ვერ გავბედე. როგორ მინდოდა მეკითხა რა სჭირდა, რატომ არ დადიოდა, სად იყო, ხომ ყველაფერი რიგზე ჰქონდა მაგრამ, ვერც ასეთი გაბედული აღმოვჩნდი. საინტერესოა, როგორ ვაპირებდი ორი კვირის წინ იმის თქმას, რომ მიყვარდა.
დღეს განრიგი გვემთხვევა და ორივეს მათემატიკა გვაქვს. ჯანდაბა საშინელი გრძნობაა როცა თან ახლოს გყავს, გვერდით მაგრამ ამავე დროს ძალიან შორს. ადრე ამ გამონათქვამის აზრი არ მესმოდა, ახლა კი ყველაფერი ნათელია. მის გვერდით საშინლად მინდოდა დაჯდომა. შიგნიდან იმის სურვილი მჭამდა, რომ მასთან ახლოს დავმჯდარიყავი, მაგრამ ასე იმის საშუალებაც კი დამეკარგებოდა, რომ მისთვის შორიდან მაინც მედევნებინა თვალი.
მინდოდა, რომ დრო უსაშველოდ გაწელილიყო, რადგან უფრო დიდ ხანს მეცქირა მისი თითოეული გამოძრავებისთვის, თუმცა იმდენად სწრაფად გავიდა, ვერც გავიგე. იმის გააზრებაზეც, რომ შემდეგი რამდენიმე ლექცია მის გარეშე მომიწევდა უკვე წინასწარ მღლიდა.
ყველაფერი ისე ნელა ხდებოდა იმ მომენტში, როცა ვიცოდი, რომ ჯონგუკი სხვა ოთახში იყო, შენელებული ფილმის კადრებს მაგონებდა.
როგორც იქნა ყველაფერი დამთავრდა თუმცა, ძალიან ვნანობ. რამე მაინც რომ მეთქვა მისთვის, არაფერი დაშავდებოდა. მაგრამ არა, როგორც ყველაზე სულელმა ადამიანმა უკანასკნელი იმედიც უნდა ჩავიკლა.
უკვე კარგა ხანია სასწავლებლისა და უკვე სახლის გზასაც გავცდი. ქუჩაში ხეტიალისა და ფიქრის მეტი არაფრის კეთება შემიძლია. როგორ მინდა ყვრლაფერი მალე დასრულდეს. ისევ ისე ვარ გამოსული, არანაირი მოსაცმელი არა და ხელები უკვე გათოშილი მაქვს. იმდენად ცივი, რომ უკვე ვეღარც ვგრძნობ, მაგრამ ამას სულაც არ ვუბიძგებივარ იმისკენ, რომ სახლში მალე დავბრუნებულიყავი.
მიუხედავად სიცივისა, მაინც ერთი პატარა ბაღისკენ წავედი სადაც როგორც წესი არასდროს არავინაა, თუმცა ჩემს ბედზე ის დავინახე, ვისზე ფიქრშიც ამდენი დრო დავხარჯე. უფრო სწორად დახარჯვა უხეშად ჟღერს.
ამჯერად თავს არაფრისგან ვიკავებ და თითქოს ჩემი თანხმობის გარეშე, საკუთარი ფეხები მიმარბენინებენ თავისით.

Say U Love ME Wo Geschichten leben. Entdecke jetzt