Playing with Fire

2.5K 156 90
                                    




-თქვენი აზრით, რამდენად მომგებიანი იქნება, თუკი ჩვენი სარეკლამო კომპანია პარკების ბიზნესს დაუკავშირდება? - ზედმეტად ხრინწიანი ხმით იკითხა მაგიდის ერთ-ერთ ნაწილში მჯდარმა კაცმა, რომელიც თან ლაპარაკობდა, თან მის წინ, თეფშზე დადებულ სტეიკს ანაწევრებდა.

-რამდენად მომგებიანი იქნება? - ჩაიცინა მის გვერდით მჯდარმა, შედარებით ახალგაზრდა ბიჭმა. - სიზმარში არ დაგახველოს, ნელა იყავი ჩოი! - ჩაიფხუკუნა და ჭიქიდან ღვინო კიდევ ერთხელ მოსვა.

-არა, სერიოზულად, რატომ არ ვაძლევთ ჩვენს კომპანიას შანსს? - სტეიკის დაჭრა შეწყვიტა და ამჯერად მაგიდასთან მსხდარ ადამიანებს გადაავლო თვალი, სულ ოთხი ადამიანი იყო, ჩოის ჩათვლით, რომელმაც ამ წამს კითხვა დასვა.

-იმიტომ, რომ პარკების კომპანიაზე გვაქვს საუბარი და არა რომელიმე სულელურ მცირე ბიზნესზე, რომლებსაც ყოველთვიურად, მინიმუმ ხუთ რეკლამას მაინც ვუკეთებთ. მათ დონემდე მისაღწევად, ჩვენც გვჭირდება დონე.

-და ვინ თქვა, რომ არ გვაქვს? - ამჯერად მესამემ დაიწყო საუბარი, შავგრემანმა გოგომ, რომელსაც სორა ერქვა და რომელიც მათ დიალოგს, ჩუმად უგდებდა აქადე ყურს.

-და ვინ თქვა, რომ გვაქვს? - ისეთივე ინტონაციით იკითხა კაცმა და გოგოს მიაშტერდა.

-გეყოფათ, რა, - და აი, საუბარში მაგიდასთან მჯდარი მეოთხე ადამიანიც ჩაება. - მხოლოდ ერთი დღე მოითმინეთ, არ შეიძლება? მხოლოდ დღეს არ ილაარაკოთ საქმეზე და იმაზე, თუ რა მაგარი იქნება, პარკებთან მუშაობა!

-არა, ჯუნ, რას უწუნებს ჯივონი ჩვენს კომპანიას? ისე ლაპარაკობს, თითქოს იქ თვითონაც არ მუშაობდეს!

-პატარა, შეიძლება დღეს ეს თემა არ განვიხილოთ?

-პატარა? - წარბების აწევით იკითხა ჯივონმა, რომელმაც ჯერ ჯუნს გახედა, შემდეგ სორა აათვალიერა ისე, თითქოს მუზეუმში გამოფენილი ქანდაკება ყოფილიყოს. - რა ეტყობა ამას პატარის? აშკარად რაღაც გეშლება, ნამჯუნ.

Playing with fire - K.NJ. 🍂Where stories live. Discover now