უფრო ახლოს, უფრო ღრმად, უფრო შორს (1 ნაწ.)

2.2K 237 95
                                    

    იუნგი ტკივილშია გახვეული, როგორც საბანში. ასობით ეკალივით ესობა კანში, უფრო ღრმად და ღრმად შედის როდესაც თითქოს უკვე დიდი ხნის წინ მიაღწია ფსკერს. არსად მიდის, რომ ნორმალურად სუნთქვის საშუალება მისცეს, პაუზას არ აკეთებს, არ ყუჩდება არც სხვადასხვა მოწყობილობით და არც ბლანტი ნახარშებისგანაც, რომელსაც ძალით ასმევს ექიმი და რომელიც ენის წვერზე საზიზღარ გემოს უტოვებს. არც ინტერვალით მოდის, არ ურტყამს მოულოდნელად, ის მასშია, როგორც ცეცხლოვანი ბირთვი, იბერება, ყველაფერს წვავს შიგნით, გარეთ მოიწევს. იუნგის მისგან გული ერევა, თავისი დაფლეთილი კანის გამო, უძლურებისგან ერევა გული, რომ არ შეუძლია ეს საუკუნოდ გაწელილი აგონია შეაჩეროს. იუნგის ზედიზედ რამდენჯერმე აღებინებს, მაგრამ სასურველი შვების ნაცვლად მხლოდ კუჭის წვენის გემო რჩება ენაზე და ისევ ის, უფრო გაძლიერებული და წამითაც კი გაუყუჩებელი. მთლიანად ტკივილის გორგალია, ვერ მიუახლოვდები, ვერ შეეხები, ვერ დაეხმარები. იუნგი მასში გაიხლართა, როგორც ობობას ქსელში და თავს ვეღარ დააღწევს, ისევე როგორც თავის კოშმარებს, რომლებიც ყოველ ღამე აწამებენ.

   ქუთუთოები ტყვიასავით უმძიმდება, სუნთქვა იმდენად ჩუმი და ნელია, რომ მასთან ოცდაოთხ საათიანი დაკვირვებისთვის მიჩენილი ექიმი ღამეში რამდენჯერმე ამოწმებს ცოცხალია თუ არა ომეგა. ისევ ოპიუმის ნარევს ასმევენ, რათა აუტანელი ტკივილი დაუამონ, როგორმე შეუმსუბუქონ ტანჯვა, ოღონდ ომეგა თითქოს უფრო და უფრო ცუდად ხდება. იუნგის ძალა არ შესწევს გონზე მოვიდეს, თავის ტკივილში გახვეული ზის აბსოლუტურ სიბნელეში და ძალიან იშვიათად ესმის ბურუსში შემოღწეული ხმები. მასთან არ იბრძვის, ჯერ კიდევ მარმარილოზე დაცემული დანებდა. უფლებას აძლევს ამ გორგალში შიეთრიოს, ეკლიანი ხელებით მოეფეროს კანზე, რომელზედაც ღია ჭრილობებს უტოვებს. იუნგის არ ესმის და ვერ ხედავს; ყველაფერი, რაც ამ გორგალის გარეთ არის, მოკვდა, მზე ჩაქრა, ხოლო მკვდარი ჩიტები ასობით ეხეთქებიან მიწას ზეციდან. თითქოს სიცოცხლეშივე მოხვდა საიქიოში, ოღონდ როგორც ყველაზე საშინელი ცოდვილი, თავის ტანჯვას ზედიზედ დაუსრულებლად გადის. მასთან მარტო დარჩა, თავისი ხორცით კვებავს, სისხლს ასმევს. იუნგისთვის არც ღამე და არც დღე არსებობს, მისთვის სამუდამო სიბნელე დგას, ის ამ სიბნელეში კუთხეში მიყუჟულა მარტო და დაუღალავად ლოცულობს სინათლისთვის. როდესაც ექიმს მისი გაუჩერებელი ბოდვა და ვედრება ესმის, თხოვნას უსრულებს. ყოველ ღამე დაჭრილის ოთახში ასობით სანთელი იწვის, მაგრამ ომეგა მშრალი ტუჩებით მაინც სინათლეს ითხოვს. იმიტომ, რომ იქ სადაც სანთლის შუქი ვერ აღწევს, მას ხედავს. ამ სიბნელეში მხოლოდ მონსტრს ხედავს მოციმციმე თვალების წყალობით. ერთი და იგივე კოშმარი, ომეგასთვის საუკუნოდ გაწელილ ღამეში. არაუშავს, თუ ვერ აცნობიერებს რომ ერთი ღამე სულაც არ გასულა. მას არც სახე აქვს და არც ტანი, მხოლოდ წითლად მოელვარე თვალები. თითქოს კვამლისგან შედგებოდეს. თავიდან მხოლოდ გვერდით ყოფნით აფრთხობდა ომეგას, აიძულებდა სუნთქვა შეეკრა, განძრევაზე ხომ საუბარი ზედმეტია, შემდეგ კი ეს კვამლი მისკენ იშვერს მარწუხებივით ხელებს. იუნგი ისევ საწოლში ბორგვას იწყებს, რის გამოც ისევ ეხსნება შესახორცებლად გამზადებული ჭრილობები, ხმამაღლა და განწირული კივის, რეალობაში კი მხოლოდ ხრიალებს. დაქანცული ექიმი საწოლთან მირბის, მოწყობილობებს ამოწმებს, რომელსაც ომეგა აგონიაში იშორებს, ცდილობს დაამშვიდოს, მაგრამ არაფერი გამოსდის. იგუდება, ისევ ებრძვის, დახმარებას ითხოვს, მაგრამ მისი არავის ესმის, ტუჩებსაც კი ვერ ამოძრავებს. ცრემლებში იხრჩობა, იკუნტება, ოღონდაც მონსტრმა არ მოაღწიოს მისამდე, სამუდამო სიბნელეში არ ჩაითრიოს. იუნგი მისგან შორს, კუთხეში მიცოცავს, ზეწარს ჭმუჭნის ხელში, სახეს შიშის ცრემლები უფარავს და ისევ იქ ეძებს შველას სადაც არ უნდა. მის სახელს ამბობს, თუმცა მზადაა ენა თავისი ხელით მოიჭრას, მისკენ იშვერს ხელებს, თუმცა თავად მოიკვეთდა მათაც. ტუჩებს აწვრილებს და სტვენით იმეორებს „გუუკ", იმიტომ, რომ მონსტრს ადამიანების არ ეშინია, ხოლო სხვა მონსტრების კი ძალიან. მხოლოდ მისი სახელი და კვამლიც ადგილზე შეშდება, ოღონდ იუნგის ძალა არ შესწევს ხშირ-ხშირად იმეოროს მისი სახელი და როგორც კი ჩუმდება, კვამლიც ისევ მისკენ მოიწევს, მის შეჭმას ცდილობს.

GUKYUNWhere stories live. Discover now