Chapter 1

23 3 1
                                    

აუჩქარებლად მიაბიჯებდა ჩაბნელებულ ქუჩებში, რომელსაც მხოლოდ მთვარის მკრთალი შუქი ანათებდა.

ახლა ის მთლიანად მოწყვეტილი იყო რეალობას, ირგვლივ არავინ და არაფერი არ აინტერესებდა.

თავის წარსულს იხსენებდა, საყვარელ ადამიანებს და ლამაზ მოგონებებს, რომელიც მათთან იყო დაკავშირებული და თვალზე ცრემლი ადგებოდა.

ცდილობდა ეს ყველაფერი დაევიწყებინა და ცხოვრება თავიდან დაეწყო, თუმცა ყველაფერი ძალიან ძნელი აღმოჩნდა მისთვის.

არავინ აღარ ყავდა, ვინც მხარში დაუდგებოდა და გაამხნევებდა, ვინც რთულ მომენტებში იმედს მისცემდა და ეცდებოდა მის გამხიარულებას.

ან უბრალოდ მას ეგონა რომ სულ მარტო იყო.

მას შემდეგ რაც საყვარელმა ადამიანებმა მიატოვეს, დაკარგა იმის სურვილი რომ ხალხთან ეკონტაქტა, ამიტომაც მან გზის გაგრძელება მარტო არჩია.

აღარ უნდოდა რომ ვინმე შეეყვარებინა, რადგან ეშინოდა რომ მალე მათაც დაკარგავდა, ამის გამო სიმარტოვე არჩია.

აღარც ის სურდა რომ ვინმეს ტვირთი გამხდარიყო, ამიტომ თავის თავში ჩაიკეტა და თავისი სამყარო მოიწყო სადაც თავს ბედნიერად გრძნობდა.

გამოგონილი სამყარო მისი სახლი გახდა და სწორედ ეს ყველაფერი იქცა მის რეალობად და ყოველდღიურ გარემოდ.

მაგრამ ამის მიუხედავად მაინც სიცარიელეს გრძნობდა, რომელსაც ვერც ავსებდა და ვერც ვერაფრით ანაცვლებდა.

როცა ეს ყველაფერი თავს ახსენებდა, ხვდებოდა რომ ამ სიცარიელეს მანამდე მისთვის საყვარელი ადამიანები უვსებდნენ, თუმცა ეს მარადიული არ აღმოჩნდა და ყველაფერი ერთ წყეულ დღეს დამთავრდა.

ხოლო როცა გამოგონილი სამყაროდან, რეალობაში ბრუნდებოდა და ყველაფერი კვლავ მის თვალწინ იშლებოდა, ამ ყველაფერში მხოლოდ საკუთარ თავს ადანაშაულებდა.

Say Hello To DeathWhere stories live. Discover now