გამარჯობა.
ალბათ ერთხელ მაინც იგრძნობდი თავს მარტოდ, ვიცი საშინელებაა. ყველაზე რთულია საკუთარ თავთან მარტო დარჩენა, რადგან იმ მომენტში ემოციების მოზღვავება იწყება და თავს ვერ აკონტროლებ. ტირი ან შეშლილივით იცინი. შიგნით რაღაც გჭამს და თავი გტკივა, ძალიან გტკივა. გინდა რომ იყვირო ან ვიღაცას ატკინო,ყველა და ყველაფერი გაღიზიანებს და უბრალოდ გინდა სამუდამო ძილს მიებარო.
როგორ მესმის შენი.
ბრძოლა ყველას უწევს, რაღავისთვის ან ვიღაცისთვის.
მე კი საკუთარ თავთან მიწევს ბრძოლა. რატო? არ ვიცი. მართლა არ ვიცი. უბრალოდ არის ხოლმე დღეები როცა უმიზეზოდ ვარ უხასიათოდ, ან კიდევ ტირილი მინდება. ძალიან მტკივა, მართლა.
ყველაფერთან ერთად მშიშარაც ვარ, ეს კიდევ უფრო მტკენს.
იცით? სამომავლიდ რაღაც მიზანი და ოცნება რომ არ მქონდეს,ალბათ არ ვიცი რას გავაკეთებდი. ვერ ვიტყვი რომ იდეალური ცხოვრება მაქვს, მაგრამ უკმაყოფილოც არ ვარ.
საკუთარი სამყარო შევქმენი, სადაც მარტო მე ვარ. მე და ყველა ის ადამიანი, ვინც იყო და არის ჩემს ცხოვრებაში. მაგრამ მათ არ იციან ამის შესახებ. ჩემს სამყაროში თავს მშვიდად ვგრძნობ,ჩემს სამყაროში უკვე ყველა მიზანს მივაღწიე და ყველა ოცნება ავისრულე. მაგრამ რეალობას ვერ გავექცევი. ზოგადად რეალისტი ვარ, მაგრამ ირეალური სამყარო მამხნევებს და მაძლიერებს.ზოგჯერ მართლა ვიღლები. ყველა და ყველაფერი მღლის. ხანდახან ვამბობ რომ, აუცილებლად ვიბრძოლებ და მიზანს მივაღწევ. შემდეგ უცებ რაღაც მოხდება და ყველაფერზე ხელს ვიქნევ. ეს არასწორია, ვიცი. მაგრამ ვერ ვერევი ჩემს თავს, რთულია. დანარჩენი ყველაფერი მარტივია, შენს თავთან ბრძოლა კი ყველაზე ძნელი.
უაზრო ფიქრები დროებითია.
ახალი დღე დაიწყება, ბედნიერებით და სიყვარულუთ სავსე, მერე ჩემს თავს ვეტყვი ხოლმე, აი გუშინ რო ფიქრობდი რაღაც უაზრობას, ეგ მეორედ არ თქვა მეთქი. მერე ისევ რაღაც ცუდი მოხდება და ისევ დამეკარგება ყველაფრის ხალისი.
ასე გადის დრო.
ეს არის არასტაბილური ადამიანის ფიქრები, ჩემი ფიქრები.
მივეჩვიე ყველაფერს, ჩემს ცხოვრებისეულ ტკივილთან ერთად მიწევს ცხოვრება. ზოგჯერ ჩემს თავს ვენიძლავები რომ ამ ომს მე მოვუგებ, აუცილებლად დავამრცხებ და ცხოვრებას ლამაზი მხრიდან შევხედავ.
არ ვიცი ამას რამდენი დრო დასჭირდრბა,მაგრამ ვიბრძოლებ.
მინდა რომ იგივე გააკეთო შენც !
არა შენი ოჯახის და მეგობრების გამო, არამედ შენს გამო. შენი თავის გამო.მნიშნველოვანი ხარ. ყველა ადამიანი ძლიერია,მე მჯერა ამის. მჯერა რომ მე და შენ, დავამარცხებთ იმას, რასაც საკუთარ თავთან ბრძოლა ქვია და ცხოვრებისგან მაქსიმალურ ბედნიერებას მიიღებ.
მადლობა.
ნახვამდის.
YOU ARE READING
Fight with yourself.
Short Storyგამარჯობა. ჩვეულებისამბერ ფიკი ჯიგუკს არ ეხება. უბრალოდ მინდა გითხართ ის, რაც ალბათ ყველა ჩვენგანს ოდნავ მაინც აწუხებს. საუბარი საკუთარ თავთან.