დაცვა არავის უშვებს ახლოს, ამიტომაც იუნგის ქვებზე აძრომა უწევს, რომლებიც ბაღს გამოჰყოფს მარმარილოთი მოპირკეთებული ეზოსგან, და ხედავს, როგორ დგას მუხლებზე კიბეებთან დუნგი, ზურგს უკან ხელებშეკრული, კიდევ ერთ მსახურ ბიჭთან ერთად. ორივეს სახეები სისხლით არის მოთხვრილი, მათ წინ კი სასახლის დაცვის უფროსი დადის დუბინკით ხელში. თავად ჯონგუკი ერთ-ერთ სვეტს მიყრდნობილი ყურადღებით ადევნებს თვალს წამებას, ჰოსოკი კიბეებზე ჩამომჯდარა და თავის ხმალს მეორე ხმალზე ლესავს. დაცვის გარდა ეზოში სხვა არც არავინ არის, ყველამ თავის სოროს შეაფარა თავი, ვერ რისკავენ განრისხებული მბრძანებლების თვალში მოხვედრას.
- კიდევ ვინ გეხმარებოდათ? - თმებით ქაჩავს უკან დუნგს დაცვა.
დუნგს ცრემლები სდის, დანდობას ივედრება, იფიცება, რომ მას არ გაუჩენია ცეცხლი სასახლეში. იუნგი მის სიმართლეში დარწმუნებულია, იმიტომ, რომ ალფა ხანძრის ღამეს მის გვერდით იყო ტბასთან. იუნგის უფლება არ აქვს გაჩუმდეს და კიდევ ერთი ადამიანის სიკვდილი დაუშვას, მხოლოდ იმიტომ, რომ გუუკს ზარალის ნაცვლად სისხლი სჭირდება. წინ მდგარ დაცვას იშორებს ხელის კვრით და ასწრებს ხელიდან დაუსხლტეს ალფას, რომელიც ცდილობს დაიჭიროს, მაგრამ კიდევ რამდენიმე დაცვის წევრი მორბის მათკენ და თავგანწირვით მებრძოლ ომეგას იატაკზე აგდებენ.
- დამნაშავე არ არის, - ყვირის იატაკზე მოფართხალე იუნგი, სანამ ხელს ჰკიდებენ და ისევ უკანა ეზოში მიათრევენ.
- რაიმე გაქვს სათქმელი? - შორდება სვეტს ჯონგუკი და ომეგას გაშვების ბრძანებას იძლევა.
- ის არ არის დამნაშავე, - დგება ფეხზე იუნგი, დაცვას ათვალიერებს, რომლებიც ხელს უშვებენ და ჯონგუკისკენ ახლოს მიდის. - მას არ გაუჩენია ცეცხლი.
- სულ ეს არის? - წევს წარბს ჯონგუკი. - თუ კი, შენს ოთახში დაბრუნდი, სანამ არ გადამიფიქრებია და იმის გამო არ დამისვიხარ ამათ გვერდით, რომ პატივისცემით არ მომმართავ.
YOU ARE READING
GUKYUN
Fanfictionმოდიოდა მათზე, უთვალავი ჯარით გარშემორტყმული, რომელიც ქალაქს კალიასავით ედებოდა, გასაქცევ გზას არ ტოვებდა. წინა რიგების შუბებზე ადამიანების თავები იყო წამოცმული, რომელთა დათხრილი თვალები, გადარჩენილებს სიზმრებშიც ელანდებოდათ. ოღონდ არავინ მათ შორის...