Backtoyou

70 6 2
                                    

თოვს, საათობით, გადაუღებლად.
ისე თოვს ბოლო ცხრა წლის მანძილზე რომ არ დასიზმრებია ქალაქს. იქაურობის თითოეული წერტილი გადაუთეთრებია, მისმა სიმაღლემაც ათიოდე სანტიმეტრს მიაღწია.
თოვლმა, რომელიც საცობებისა და ხალხის შეფერხების მთავარი მიზეზი გახდა შუადღის ორ საათზე. თოვლმა რომელმაც ახალგაზრდა გოგონას ყოყმანისა და ფიქრისთვის კიდევ უფრო მეტი დრო მისცა. არადა არ სჭირდებოდა. ბოლო თხუთმეტი საათის მანძილზე მგზავრობისა და ამ ორის მეტი მაინც არაფერი უკეთებია.
იმ ადგილს უბრუნდება რომელიც წლების წინ ფიქრის,ყოყმანისა და ტკივილის თანხლებით დატოვა.
საცობი თოვლის რაოდენობის მიუხედავად, მაინც სწრაფად მიიწევს წინ. თითქოს სამყაროც მის წინააღმდეგაა.
დანიშნულების ადგილის მიღწევის შემდეგ ავტომობილიდან გადმოდის.
ბარგით ხელში ნელი, აუჩქარებელი ნაბიჯით მიუყვება ნაცნობ ქუჩას. მიდის, და თან ფეხები უკან რჩება.
მის ხასხასა მწვანე თვალებს
აქეთ-იქით აცეცებს, თითქოს სანახაობით ვერ ძღებიანო და თან ძლიერ მონატრებას ასხივებენ.
და აი, იმ ადგილს მიუახლოვდა სადაც პირველად ჩაეხუტა მას თავისი მოზღვავებული ემოციების ფონზე, რომლებიც იმ მომენტში ვერ გააკონტროლა. არადა ამის ეშინოდა უფრო მეტად. ზედმეტ ფიქრებს უკუაგდებს, ძალას იკრებს და მშობლიური სახლისკენ აგრძელებს გზას, რომლის მცხოვრებსაც სიურპრიზი ელით.
კარზე ზარია. განა წარმოუდგენიათ რომ ის დაბრუნდა?

კარს შუა ხნის ელეგანტურად ჩაცმული, კარგი შესახედაობის ქალი აღებს, მაგრამ მალევე კეტავს და შემდეგ ისევ აღებს. გაკვირვებით უცქერს კარში მდგარ მწვანეთვალება გოგონას, რომლის სახესაც მკრთალი ღიმილი ამშვენებს.
- გამარჯობა დედა. შემომიშვებ?
- ღმერთო ჩემო, საყვარელო, ჩემო პატარა, არ მესიზმრება? მართლა შენ ხარ? ჩემო საყვარელო დაბრუნდი?!
ქალი არ აყოვნებს და მის წინ მდგარს გულში იკრავს. შემდეგ, როგორც ხდება ხოლმე, ცოტა ემოციაც ერევა.
სადილს ამზადებს და დიდი ხნის უნახავ შვილს სუფრასთან სვამს.
- დე სხვები სად არიან?
- მამაშენი მუშაობს, შენი ძმა, კი როგორც სჩვევია, გარეთ დაეხეტება თავის ბანდიტ მეგობრებთან ერთად.
შვილს თავზე ხელს უსვამს და გვერდით უჯდება.
- მომიყევი საყვარელო, რახდებოდა იქ, უნივერსიტეტში? შეყვარებული ხომ არ გყავს?
გოგონას ისევ მკრთალად ეღიმება.
- დედა, ხომ იცი დიდი ხანია რაც სიყვარულის აღარ მწამს.
სადღაც შორს იყურება , უსასრულობას გაჰყურებს და თან გარს ათასი მოგონება დასტრიალებს.
- ამას ნუ ამბობ საყვარელო, სიყვარული კარგი და მნიშვნელოვანია.
ადამიანები ამბობენ, რომ დრო ყველაფერს შველის და კურნავს, რომ დრო ყველა ტკივილს აშუშებს.
ქალსაც ეგონა, რომ დრო თავის გოგონაზეც მსგავსად იმოქმედებდა, მაგრამ ხვდება რომ მწარედ შეცდა.
გოგონა ფეხზე დგება, უსიტყვოდ
აპირებს იქაურობის დატოვებას, მაგრამ დედის ხმა აჩერებს.
- საყვარელო, იცი რომ ლუკასი ქალაქშია?
კითხვა გაისმა, რიტორიკული, კითხვა რომლის პასუხიც ორივე მათგანმა მშვენივრად იცის.
- ვიცი.
- შენი აქ ყოფნის მიზეზიც ეს არის ხომ ?
ისევ იგივე შინაარსის კითხვა ისმის.
კითხვა ამჯერად უპასუხოდ რჩება. პასუხი ორივემ ისევ კარგად იცის.
- კარგი იქნება თუ დაურეკავ .
- წავალ ცოტას გავისეირნებ.
რათქმაუნდა ის არის ამ ყოველივეს მიზეზი. ჩამოსვლისაც და წასვლისაც.
განა ასეთი მარტივი იყო გოგონასთვის უკან დაბრუნება?
არ ყოფილა,საერთოდ არა. თვეების მანძილზე ყოყმანობდა, ბოლოს კი გულმა მაინც ვერ მოუთმინა.
ისევ თოვს. ფიფქები მის მოკლე თმას ეხეთქება და წამის მეასედში ისევ უკვალოდ ქრება. არც მის რძისფერ კანს ერიდება და უსირცხვილოდ ეხება მასაც.
საკუთარი ნაბიჯების თვლით მიაბიჯებს თოვლში. მის ფიქრებზეც ვიტყოდი ერთი ორ სიტყვას, მაგრამ არ ფიქრობს, არაფერზე არ ფიქრობს! დაუფიქრებლად მიუყვება გზას, თან იცის საითაც წაიყვანს ეს გზა მას.
ხეებიც კიდევ უფრო გათეთრებულან. სუსხი დასტრიალებს ქალაქს. ლამპიონებიც უკვე გაუნათებიათ. იქვე მდგარ ერთ-ერთ სკამს უახლოვდება, მაგრამ არ ჯდება. არემარეს ათვალიერებს. აქ ბოლოს მაშინ იყო, როცა მიატოვეს, როცა მის გულს პირველი ბზარი გაუჩინეს, სადაც სამშობლოს დატოვება მტკიცედ გადაწყვიტა და მის მერე უკან აღარ დაბრუნებულა. იმ დღესაც თოვდა, ძლიერი ქარი ახლდა თან და ძალიან ციოდა. დღეს კი არც ძლიერი ქარია და არც ძლიერ ცივა. მხოლოდ თოვს.
ოდნავ ნიავს თუ შეამჩნევთ და ლამპიონის შუქზე მასთან ერთად ნაზად მოცეკვავე, ნარნარა თოვლის ფანტელებს.
ფიფქებს მზერას აშორებს და ისევ უსასრულობის ცქერას გეგმავს, როდესაც შორიახლოს მდგარ მაღალ სილუეტს აწყდება. სილუეტის სიმაღლით თუ ვიმსჯელებთ მისი არ შემჩნევა ფაქტობრივად შეუძლებელია და თეორიულად კიდევ ალბათ სერიოზული თვალის პრობლემა უნდა გქონდეს. ის კი უფრო და უფრო უახლოვდება მას. გოგონა კი ბიჭის ტკივილნარევ თვალებში იკარგება. იცოდა, გულის სიღრმეში იცოდა რომ მოვიდოდა, გრძნობდა და ელოდებოდა კიდეც.გული ისევ ისე ძლიერ უცემს როგორც ადრე. ტუჩები ისევ ისე უთრთის როგორც ადრე. მისი დანახვისას მონატრება უფრო მეტად იპყრობს და ხვდება რომ აპატიებს, ყველაფერს აპატიებს. თუ ისევ სთხოვს ჩემი იყავიო ისევ დაუფიქრებლად დასთანხმდება. ისევ ძველებურად უყვარს! ... ან შეიძლება უფრო მეტადაც. იმ ტკივილის მიუხედავად რომლისთვისაც ის ოდესღაც გაიმეტეს მაინც აპატიებს და ეყვარება.
ერთხელ მითხრეს სიყვარულს ტკივილი არ მოაქვს, სიყვარულში კი არა, ადამიანებში ცდებიანო.

      ეძღვნება : lutenr  🌸

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Mar 08, 2020 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

Comeback 🛫Where stories live. Discover now