თეჰიონისთვის სამყარო ჯერ კიდევ მანამდე დაცარიელდა, სანამ დაიძინებდა. არ უნდოდა გაღვიძება, თეჰიონი ღმერთთან არ მეგობრობს, მაგრამ თუ ის ყოვლისშემძლეა თეჰიონს შეუძლია დაიმოწმოს. ძილი საშინელება იყო, იქ იუნგის ხედავდა, მაგრამ ახსოვდა რომ იუნგი აღარ იყო. როგორ შეუძლია სამყაროს ასეთი ბოროტი იყოს? როგორ უნდა წაიყვანო, მსხვერპლად შეიწირო მისნაირი საოცრება, იუნგისნაირი ანგელზი. თეჰიონს კივილითა და მოთქმით ეღვიძება, ცრემლებად იღვრება და გრძნობს, როგორ ძალიან ტკივა იქ, სადაც წესით გული უნდა იყოს. თუ თეჰიონს გული აქვს, იუნგის მერე, ახლა ის ისეთ ტკივილს გრძნობს როგორიც შეიძლება იყოს შიგნით შესული ათასობით მინის ნამსხვრევი, გონია, რომ ხელებს უჭერენ, ტკენენ, ახრჩობენ. მისი იუნგი ისე წავიდა მისგან ვერ მოასწრო, ვერ უთხრა, რომ ძალიან უყვარდა, მართლა უყვარდა და უნდოდა მასთან და პატარა ჯონგუკთან ცხოვრება, მათთან ერთად შორს გაქცევა და ყველაფრის დავიწყება, მონანიება მკვლელობებისთვის და ისეთივე სისუფთავით ცხოვრება, როგორიც იუნგი იყო.
..
თეჰიონი დაკრძალვაზე არ წასულა, ჯინი წავიდა. თეჰიონი საწოლში იწვა და იმ ბალიშს ეხუტებოდა, რომელზეც იუნგი იწვა ხოლმე, მისი პატარა ტანსაცმელი ეცვა და მხოლოდ თვალებს ახამხამებდა, მცირედ სუნთქავდა ყოველ სამ წამში ერთი ჩასუნთქვა და მორჩა. იუნგის სხეული ვერ იპოვეს, ერთი თვის მანძილზე ეძებდნენ ყველგან, მდინარის ახლოს, მორგებსა და საავადმყოფოებში. პოლიციის შენობებსა და მოსახლეობაში, სეული და მისი მიმდებარე ტერიტორია იუნგის ფოტოებით იყო აჭრელებული, ინტერნეტი და ტელევიზია. ეძებდნენ სამართალდამცავები და მინისტრის ხალხი, ნამჯუნი და მისი სამეგობრო და თეჰიონიც. იუნგი თოთქოს მიწამ ჩაყლაპა, ისევე გაუჩინარდა, როგორც არავინ. ერთი თვის თავზე მისი უბედური შემთხვევიდან მინისტრმა შვილის სახელზე ცარიელი კუბო დაფლა და ისე დაიტირა, როგორც იუნგის პატარა სხეული. მინ იუნგის საფლავი ცარიელი იყო, მაგრამ საკმაოდ მძიმე და მტკივნეული იმისთვის, რომ თეჰიონს ეარსება.
YOU ARE READING
სარკის მიღმა
Fanfictionდასრულებული 18+ -მინდიხარ, ხომ გითხარი. რატომაა ეს ასეთი რთული გასაგები? წახვალ, საუკუნით იკარგები და მერე გინდა, რომ ერთხელ გიკმარო? არ შემიძლია, უშენოდ არ შემიძლია, შენი სხეულის გარეშე არ შემიძლია. -შენ მხოლოდ სხეული გინდა.-ქერა თავს უკან აგდებს...