Millie's Pove
.............................
გამარჯობა ხალხო! მე მილი ბობი ბრაუნი ვარ. 23 წლის. მსახიობი, მოდელი, მომღერალი, unicef_ის ელჩი, ნუ ხატვაც და გარეპვაც მეხერხება. მყავდა რამდენიმე შეყვარებული. არცერთი ურთიერთობა ჩემი სურვილით არ შემდგარა. ნუ რას ვიზავთ. ეს საქმე მსხვერპლს მოითხოვს.
.............................
(ნ) მილიიიიიი! დაბადების დღეს გილოცავ გიჟოოო!!!! ❤️
მეძახის ჩემი გადარეული ბიძაშვილი ნოა შნაპი.
(მ) ხალხო დამაძინეთ! რა მედაბადებჯსდღება?! დილის 4 საათია!
(გ) ვიცოდი რომ მაგას იტყოდი. აჰა გრეისიც აქ ყოფილა.
(ლ) კარგი ამბავი გახარო?
ესეც მესამე მუშკეტერი.
(მ) რა გინდა ლილია?
(ლ) ლაივი ხარ!
მე ნელა წამოვწიე თავი ბალიშიდან, ძალიან ნელა მოვატრიე და დავინახე ნოა ხელში ტორტით, გრეისი ბუშტებით, ხოლო ლილია ტელეფონით.
(მ) მოგკლავთ!
ვთქვი და ნელა წამოვდექი.
(ნ) მაგისთვის ვერ გაგვიმეტებ.
(გ) ხო მაგისთვის ზედმეტად გიყვარვართ.
ლილიამ ტელეფონი მაგიდაზე დადო ისე რომ კვლავ აგრძელებდა გადაღებას, ხელები გამოშალა ჩასახუტებლად და დაიყვირა
(ლ) Happy birthday!
მეც გავშალე ხელები და ერთმანეთს გადავეხვიეთ. მერე გრეისს ჩავეკონე. და ნოასთან რომ მივედი აბა წარმოიდგინეთ რა ქნა. ტორტი სახეზე ამაწება. ერთ ადგილას ვიდექი, სახეზე კრემით და თვალებდახუჭული. მერე ერთი დავიღრიალე ნოამეთქი და იმანაც გავარდა კარებში. ვის ადარდებდა რომ ლაივი კვლავ ჩართული იყო, რაც შემეძლო სწრაფად გავეკიდე.
მთელი სახლი შემოვირბინეთ. ბოლოს მაინც დავეწიე და ზედ შევახტი. ის ძირს დაეცა. მე ზემოდან გადავაჯექი, კარგად ჩავეხუტე და სახე ჩავუკოცნე. ესეც ასე, ახლა ისიც კრემკანია.
(ნ) მილსტერ!
თქვა მან, ახლა მე მომაქცია ძირს და მოღუტუნება დამიწყო. მე შეშლულივით ვიცინოდი. უკვე ჰაერი აღარ მყოფნიდა. ცრემლები მომდიოდა.
(მ)ნოა...გაჩ..ერდი...შნიპერ!
როგორც იქნა გამიშვა.
(ნ) ლილია შენ რა ისევ იღებ? ლილიას გავხედე, რომელიც ტელეფონს გვიმიზნებდა.
(ლ) აბა ხალხი ამას ხო არ გამოტოვებდა.
მე ავდექი და საძინებლისკენ წავედი, თან ხელები ავწიე და დავიყვირე, ისე რომ უკან არ მიმიხედავს.
(მ) ვერ გიტანთ! ვერცერთს ვერ გიტანთ!
(ნ,ლ,გ) ჩვენც გვიყვარხარ!
ოთახში ავედი, გამოვიცვალე და ქვევით ჩავედი. ლილიას ლაივი დაემთავრებინა და ახლა სამივე დივანზე იჯდნენ და მელოდებოდნენ.
(მ) ჰე აბა სად მივდივართ?
(გ) სადმე მივდივართ?
(ლ) კაი რა მილი ახლა არ დაიწყო!
(მ) ხომ გამაღვიძეთ, ახლა გამიძელით კლუბში მივდივართ. ადექით.
(ნ) მილიი!
(მ) არაფრის გაგონება არ მინდა. დღეს ჩემი დაბადების დღეა. ყველაფერი უნდა შემისრულოთ.
სამივემ ერთდროულად ამოიოხრა და წამოდგა. საერთოდ კლუბებში წასვლა და ეს თინეიჯერული გართობები ჩემი სტილი არ არის, მაგრამ თუ მომეპრიანებოდა, ვერავინ მაჩერებდა და ბოლომდე ვერთობოდი.
(ნ) ხვალ ინსტაგრამი მთვრალი მილი ბობი ბრაუნის ფოტოებით იქნება გადაჭრელებული.
.............................
Time skip
.............................
კლუბში კარგად ვერთობოდით. ოთხივე ბოლომდე გამოვთვერით, მერე ნოამ ვიღაც ბიჭი მოიყვანა. მუქი ყავისფერი თვალები და კულულა თმები ჰქონდა. და ძაააააალიან მაღალი იყო. ნუ ჩემთვის მაინც. საიდანღაც. მეცნო.
(ნ) გოგონებო ეს ფინია, ფინ ვოლფჰარდი. ფინ ეს მილია, გრეისი და ლილია.
(მ) აჰა, აი თურმე საიდან მეცნო.
ფინს ჩაეღიმა.
(ლ) გეცნო?
(გ) მოიცა, შენ ის არა ხარ სკეიტბორდით რაღაც ილეთს რომ აკეთებდა და რომ ამოყირავდა.
ფინს ღიმილი სახეზე შეახმა.
(მ) აშკარად ისაა.
(ლ)ხოო გამახსენდა.
როგორც იქნა ხმა ამოიღო.
(ფ) კარგით რა ხალხო,ეგ ორი წლის წინ იყო, და თანაც პირველად და უკანასკნელად. მეგონა ჩემი დამსახურების ნუსხიდან უფრო კარგს ამოარჩევდით გასახსნებლად.
(გ) რომელი დამსახურების ნუსხიდან?
(ლ) ანუ რას საქმიანობო!
(ნ) ხალხო ის ცნობილი მსახიობი და მომღერალია. ბენდიც ჰყავს და კიდევ მოდელიცაა.
(ფ) მოიცადე ახლა, ესე იგი ეს ლილია ბუკინგემია მსახიობი და მოდელი, გრეის ვანდერვალი მომღერალი და ოხ, რა თქმა უნდა. მილი ბობი ბრაუნი.
(მ) მხოლოდ მილი ბობი ბრაუნი? მეტს მოველოდი.
(ფ) თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ შენ ჩემი სკეიტბორდიდან გადმოვარდნით გამიხსენე, ამაზეც მადლობას უნდა მეუბნენოდე. და წასასვლელად შეტრიალდა.
(ფ) ხო მართლა, დაბადების დღეს გილოცავ.
დაზუსტებით ვერ გეტყვით მერე რა მოხდა. მხოლოდ ის ვიცი რომ ძალიან ბევრი დავლიეთ და ბოლომდე ვიგიჟეთ. ყველა გვიღებდა. სარა მომკლავს. როგორც გითხარი იმ აყლაყუდა სკეიტბორდისტის წასვლის მერე ზუსტად არაფერი მახსოვს. თვალები გააზრებულად რომ გავახილე უკვე საწოლში ვიყავი და შუადღის 2 საათი იყო. ტელეფონს დავხედე. მიკვირს რომ არ აფეთქდა. ინსტაგრამიდან მილიონი შეტყობინება იყო მოსული, პლიუს გამოტოვებული ზარები სარასგან (ჩემი მენეჯერი), ნოასგან, გრეისისგან და ლილიასგან. მოიცა არც ამთ არ იციან სად ვარ? ისე კაი შეკითხვაა, სად ვარ? თავი ავწიე და მიმოვიხედე, ჩემი ოთახი აშკარად არაა. მეორე მხარეს გადავბრუნდი დაა....
(მ) აააააააააააააა!
ღმერთო! მეორე მხარეს ის აყლაყუდა იწვა. (სახელი შემახსენეთ?!) ჩემ ყვირილზე ახტა და ლოგინიდან გადავარდა. და საბანში აიხლართა. ტანზე დავიხედე. შიშველი ვიყავი. საბანი ავიფარე. როგორც იქნა იმანაც მოახერხა ადგომა.
(მ) იდიოტო რამე აიფარე!
ვთქვი და თავი შევატრიალე. მან ჩაიცინა. რა აცინებს ნეტა!
(ფ) შეგიძლია შემოტრიალდე. შევტრიალდი. ბოქსერები ამოეცვა. საწოლზე ჩემ გვერდით წამოწვა.
(მ) ახლა ამიხსენი, აქ რა ჩემ ფეხებს ვაკეთებთ ან მე ან შენ?!
პასუხი წინასწარ ვიცი.
(ფ) შენი აზრით?
თქვა და თითი მხარზე ამისვა.
(მ) მე და შენ? ღმერთო ჩემო. ვთქვი ზიზღით.
(ფ) mean!
(მ) ღმერთო! ვინმემ ხომ არ დაგვინახა? ფანები გააფრენენ! ჩემი მენეჯერი მომკლავს! სარა... ღმერთო სარას უნდა დავურეკო. სად ვართ? ჩემი ტანსაცმელი სადაა?
(ფ) ოე, ოე დაწყნარდი. ჩემ სახლში ვართ. და შენი ტანსაცმელი... ნუ სადმე იქნება. მაგრამ თუ გინდა ჩემსას გათხოვებ, იმიტო რო შენსაზე გუშინ სასმელი გადაისხი.
(მ) კაი.
ის ადგა და კარადისკენ წავიდა, იქიდან ჰუდი და შორტები გამოიღო და მომცა.
(მ) სააბაზანო რომელია?
(ფ) შეგიძლია აქ გამოიცვალო, ისეთს არაფერს ვნახავ, რაც ადრე არ მინახავს.
მე ბალიში ვესროლე. როგორც იქნა მოახერხა სააბაზანოს ადგილმდებარეობის თქმა და მეც შევედი. გამოვიცვალე და სახე დავიბანე. ოთახში რომ დავბრუნდი ის იქ აღარ იყო, ამიტომ ქვევით ჩავედი. თავი მტკივა. მაინც რამდენი დავლიე გუშინ?
როგორღაც მოვახერხე და სამზარეულოს მივაგენი. ისიც იქ იყო და წყალს სვამდა. ჩავახველე. შემოტრიალდა.
(მ) როგორც ჩანს გუშინ იმდენი დავლიე რომ შენი სახელიც არ მახსოვს.
მან თვალები აატრიალა.
(ფ) ფინი, ფინ ვოლფჰარფი.
(მ) ზუსტად, ფინი. და ფინ, ხომ ვერ მეტყვი გუშინ რა მოხდა?
ფინმა გაიღიმა და თითებზე ჩამოთვლა დაიწყო.
(ფ) ძაააააალიან დათვერი, მაგიდაზე იცეკვე, ვიღაც ბიჭს ხელის გადაწევაში შეეჯიბრე, შეშლილივით იქცეოდი და ხო რაც მთავარია ყველას წინაშე კოცნა დამიწყე.
ჩემს პირს ლათინური O_ს ფორმა ჰქონდა მიღებული.
(მ) რა? ღმერთო დალევას უნდა შევეშვა.
ფინს გაეცინა. მე ტელეფონი ამოვიღე და ინსტაგრამზე შევედი. ნეტა არ შევსულიყავი. სურათებში იმაზე ცუდად გამოვიყურებოდი ვიდრე მეგონა. აგერ ჩემი და ფინის ფოტო, შესწორება ვიდეო. ვიდეოში... ასე ვთქვათ ძალიან ვნებიანად ვკოცნიდით ერთმანეთს. უფრო სწორად ერთმანეთის სახეებს ვჭამდით. მგონი ცოტა წამოვწითლდი. ფინს ჩაეცინა.
გადავწყვიტე პირველად სარასთვის დამერეკა.
ტუუუუუუუუტ ტუუუუუუუუტ ტუუუუუუუუტ
-ალო სარ...
-მილი! სად ჯანდაბაში იყავი?! ფოტოები ვნახე! ხომ მოვილალარაკეთ, რომ ამდენ აღარ დალევდი? არა, ამხა კლუბში ფინ ვოლფჰარდის მეტი ვერავინ ნახე?!
სად ხარ?! ბავშვები გეძებენ! არავინ არ იცის სად ხარ, შენ კიდე არც რეკავ! სასწრაფოდ გამოექანე ჩემს ოფისში? არა! არა! შენს სახლში მიდი!
-ერთი წუთით დაწყნარდი!
სარა საუკეთესო მენეჯერი მსოფლიოში, რომელიც მეორე დედასავითაა ჩემთვის, ხანდახან მართლა დედასავით იქცევა.
-კაი ბოდიში ვინერვიულე, და ისე სად ხარ?
ტუჩზე ვიკბინე.
-ისა გეტყვი ოღონდ არ გააფრინო კაი?
-მაშინებ.
-ფინის სახლში ვარ.
თვალები დავხუჭე იმის მოლოდინში რომ ყვირილს დამიწყებდა, მაგრამ მან საშიშად წყნარად მიპასუხა.
-სახლში მიდი და ეცადე პალარაცებმა არ დაგინახონ საიდან მოდიხარ!
მერე გათიშა. ჯანდაბა. მკვდარი ვარ.
(ფ) რატომ ხარ მკვდარი?
(მ) ეს ხმამაღლა ვთქვი?
(ფ) კი
(მ) ხო კაი. ისა შეგიძლია ტაქსი გამოიძახო?
(ფ) წაგიყვან.
(მ) სარა ცოცხლად დამმმარხავს სახლში შენ რომ მიმიყვანო.
თავი მისკდებოდა,ამიტომ გზაში სთარბარქსში შევიარე. ძლივს ვიპოვე. ამიტომ გზა ერთი ორად გამიგრძელდა. სახლის კარები ფრთხილად გავაღე. ხმა მისაღებიდან ისმოდა, იქ შევედი და იმ წუთში ავტუტუნდი.
(მ) სარა, სანამ რამეს მეტყვი, ჯერ ეს ერთი მთვრალი ვიყავი და მეორეც ჩემი დაბადების დღეა,გახსოვს. ვერ გამიბრაზდ... ფინ?!
(ფ) გამარჯობა მილს.
თვალები ავატრიალე.
(მ) მეორეჯერ ეგ აღარ დამიძახო და აქ რა უნდა? ეს ვინაა?
ზრდასრულ კაცზე მივუთითე სარას.
(ს) ეს მეთიუა, ფინის მენეჯერი.
(მ) აჰა გასაგებია და ნოა სადაა?
(ფ) არ იკითხავ აქ რატომ ვართ?
(მ) ალბათ იმიტომ რომ გამოასწოროთ ის რაც გუშინ ჩავიდინე თუ ჩავიდინეთ, რავი არ მახსოვს.
(ს) ნაწილობრივ მართალი ხარ.
(მ) ნაწილობრივ?
(ს) ჰო. მოკლედ ამას მანამდეც ვგეგმავდით მაგარამ გუშინდელის მერე გადავწყვიტეთ თქვენთვისაც გვეთქვა.
(მეთიუ) მოკლედ რაში მდგომარეობს გეგმა:თქვენ ორი შეყვარებულები გახდებით._____________________________
Vote & comment ma20ry02
💖💘