-

682 84 18
                                    

დაბალი ბიჭი კარზე აკაკუნებს. არემარე ჩაბნელებულია, მხოლოდ ბუნდოვნად მბჟუტავი ნათურები ანათებენ გარემოს. ბიჭის ტერფები შიშველია და ცივი, ხელები უკანკალებს უკვე ლოდინისგან. შიში და უხერხულობა იმისა, რომ გამოიჭერენ თანდათან იზრდება. მისთვის უკეთესია არავინ დაინახოს, რადგან ეს მთლად კარგ შედეგებს არ მოიტანს.

-ჯონგუკ.-ჩურჩულებს ჩუმად და კიდევ ერთხელ აკაკუნებს. იქნებ სძინავს, ან იქნებ შხაპს იღებს და აწუხებს? დაბალი ისუნთქავს ეჭვით გაჟღენთილ ჰაერს, ტუჩის კუთხე ებრიცება. კარს ფრთხილად აღებენ. ოთახიდან შავთმიანი ბიჭის ფიგურა იმზირება, რომელიც თვალებს ისრესავს და გაკვირვებული უყურებს დაბალს.

-ჯიმინა, რამე მოხდა?-ხმა დაბოხებული ამბობს. მის ტონალობაში არანაირი სიუხეშე არ იგრძნობა, მხოლოდ სინაზე და სიფრთხილეა ჩაქსოვილი.

-არა, არაფერი.-ჯიმინი ღიმილს ვერ იკავებს,სახე ებადრება დიდზე. მისი ჯონგუკი. მაინც, როგორი ლამაზია. მბრწყინავი, ორი უზარმაზარი თვალი, რომელშიც მუდამ ვარსკვლავები ანათებენ. თმა აბრეშუმივით ნაზი, ფაფუკი. სახის ნაკვთები - იდეალური. საერთოდაც, როგორაა შესაძლებელი ჯონგუკი რეალური იყოს? უფრო სწორად, მისი ჯონგუკი.

-მე.. ვერ ვიძინებდი.-დაბნეული პასუხობს დაბალი,რადგან მიხვდა,რომ შავთმიანს დიდხანს აშტერდებოდა. -...და თან ისე მომენატრე.

ჯონგუკს ნათლად ეღიმება. მის თვალებში გულები იწყებს გამოჩენას, სიყვარულით უყურებს პატარა სხეულს.

-მოდი,-ის იცინის, აძლევს უფლებას ჯიმინს,რომ მასთან შევიდეს და მათ შორის დისტანცია შეამციროს. ჯიმინი დღეს რაღაც ძალიან საყვარელია, მითუმეტეს, ყველას არ აქვს ისეთი ბედნიერება, როგორც ჯონგუკს. დაინახოს ჯიმინი ყოველთვის, როდესაც თვალებს გაახელს და გაიღვიძებს.

-დილის ოთხი საათია,-ოხრავს ჯონგუკი. -მოდი დავწვეთ, პატარავ.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Feb 29, 2020 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

Our little world ; oneshotWhere stories live. Discover now