თეიონი ერთი უბრალი ბიჭია რომელიც იტანჯება...იტანჯება მონატრებისგან,მას ენატრება ერთი ადამიანი,რომელიც აქ რომ ყოფილიყო ეხლა ძლიერ ჩაიკრავდა გულში...თუმცა მისი აქ არ ყოფნა თვითონ თეიონის ბრალია,არ უნდა მიეცა დედამისისთვის უფლება რომ ისინი დაეშორებინა მაგრამ მან ვერ იბრძოლა მათი სიყვარულისთვის,ეხლაც კი ენატრება იგი მათი საერთი სახლის ბუხრის წინ ზის და კვლავ ელის მის გამოჩენას,ჯერ კიდევ სჯერა რომ იუტა მას ბოლომდე არ მიატოვებდა,იუტას ულამაზესი სახის გახსენებაზე ბიჭს ტირილი უნდება,უნდა ეხლა იუტა მოვიდეს და მთელი ძალით ჩაიკრას თეიონი გულში მაგრამ ეს ალბათ შეუძლებელიც კია...
FLASHBACK
იუტა ჩქარობს თეიონთან მისვლას,რადგან არ უნდა ის დედამისმა გატეხოს,არ უნდა მისი პატარა პრინცი დედამისმა ვიღაც გოგონაზე დააქორწინოს...მის პატარას ამას ვერ გაუკეთებს,ამით მას ძალიან ატკენს...იუტას მანქანა სახლის წინ ჩერდება და სწრაფად გადმოდის მაღალი სხეული მანქანიდან,კარის დასაკეტად თავს არც იწუხებს და დაკაკუნების გარეშე ვარდება სახლში,უნდა რომ თეიონი შეაჩეროს მაგრამ უკვე გვიანია მისი თეიონი სახლში აღარაა...იუტამ ის საბოლოოდ დაკარგა.ახლანდელი დრო
სამი წელი გავიდა იმ ტანჯული დღის შემდეგ როდესაც თეიონმა იუტა,იუტამ კი თეიონი დაკარგა...და აი ისევ ორივე მათგანი ამ ახალი წლის ღამეს მისტირის მათ ნახევარს...თეიონი ბუხრის წინ ზის და იუტას ფოტოს ეხუტება,თან ცრენლს იწმენდს...არ უნდა ვინმემ დაინახოს,თუმცა მას ვინ დაინახავს ის სახლში სრულიად მარტოა.ყველასგან და ყველაფრისგან შორს გაიქცა რომ თავი დაეხწია...მან ეს შეძლო,აღარც ცოლი ჰყავს და აღარც დედა მან ორივე მიატოვა...
taeyong P.O.V
კვლავ ეს გრძნობა,კვლავ ეს გრძნობა მჭამს შიგნიდან:მონატრება და სინანული...სინანული,რომ ჩემი მონატრებისთვის არ ვიბრძოლე...თუმცა არ შემეძლო იმ დროს 19 წლის ვიყავი დედის წინააღმდეგ ვერ წავიდოდი,მე ის მჭირდებოდა ან...მე მეგონა ასე...ეხლა მივხვდი მე არავინ მჭირდება გარდა ერთისა და ეს იუტაა...მე ის მენატრება და მჭირდება ყველაფერზე მეტად მჭირდება...
-იცი?ხანდახან თავის მოკვლაზეც ვფიქრობ...რადგან ჩემს ცხოვრებას აზრი აღარ აქვს..მე იმ ადამიანის გარეშე არავინ და არაფერი ვარ.ალბათ მან უკვე დამივიწყა,ბედნიერიც ვიქნები თუ ასეა არ მინდა რომ ისიც ჩემსავით იტანჯებოდეს...არ მინდა ახსოვდეს ყოველ დილას ჩვენი ჩახუტება,არ მინდა ახსოვდეს ჩვენი თითოეული კოცნა ან უბრალო "მიყვარხარ",რაც მთავარია არ მინდა ახსოვდეს რომ მას მე ვატკინე,ნაბიჭვარი ვარ რადგან მას ესე ვატკინე.და ეს ვიცი,ამაზრზენი ვარ რომ მისი გრძნობებით ვითამაშე.მე მისი ღირსი არ ვარ,ის ანგელოზია მე კი ნაბიჭვარი რომელმაც ანგელოზს ფრთები დააჭრა.-ჩემთვის ვამბობ ისევ იუტას ფოტოს ვუყურებ და ტირილი მივარდება ფეხზე ვდგები და კედელთან მივდივარ არც მე ვიცი რატომ...უეცრად კედელზე ხელის რტყმას ვიწყებ
-ნაბიჭვაროოოი!!!-დარტყმა
-შენ მას ატკინე!-დარტყმა
-მას შენ უყვარდიიი!!!-ბოლო ხმაზე ვყვირი და თან კედელს ვურტყავ ხელს უკვე სისხლი მომდის,მუქი წითელი სისხლი,წესით უნდა მტკიოდეს მაგრამ ამ წამს სწორედ ეს ტკივილი მსიამოვნებს,მსიამოვნებს როგორ მტკივა..კიდევ უნდა დამერტყა ხელი კედელზე როდესაც ვიგრძენი რომ ზურგზე რაღაც....უფრო სწორედ კი ვიღაც ამეკრო...ეს სურნელი ღმერთო როგორ მეცნობა,ეს ძლიერი მკლავები,ეს თბილი ჩახუტება...ყველაფერი ერთ ადამიანს მახსენებს...
-იუტა?
-აქ ვარ პატარავ დაწყნარდი აქ ვარ-ჩურჩულებს იგი და მისი ხმით ადგილზე მყინავს,როგორ მომნატრებია.ტირილს იწყებს მისი ცხელი ცრემლები კისერზე მეცემა..
მალევე ვტრიალდები და ვეხუტები ძლიერ ვეხუტები...
-იუტა მაპატიე,გთხოვ მაპატიე,შენს გარეშე ვერ ვიცოცხლებ ვიცი რომ გატკინე მაგრამ გთხოვ მაპატიე და დამიბრუნდი იუტა მიყვარხარ...
ის კიდევ უფრო ტირის და კისერზე თბილ კოცნას მიტოვებს რის გამოც მთელს სხეულზე ტაო მაყრის...
-უკვე გაპატიე ანგელოზო...მეც მაპატიე რომ შენთან არ ვიყავი ბოდიში-სიტყვას ასრულებს და ჩვენს ტუჩებს აერთებს...როგორ მომენატრა ეს გემო ეს ტკბილი და ამავდროულად ცივი გემო...no one's P.O.V
კოცნისას ორივე სხეული სიყვარულით ივსება,ის დრო ახსენდებათ.ორივე მეცხრე ცაზეა რომ კვლავ შეიგრძნეს ერთმანეთი,უბრუნდებათ ის ძლიერი სიყვარული ერთმანეთისადმი...და აი საათმაც ჩამოჰკრა12 საათს უკვე 2020 წელია...ვინ თქვა რომ ახალ წელს სასწაულები არ ხდება?...სასწაულები ხდება და დღეიდან ეს ამ ორ სხეულსაც ეცოდინება რომელიც ერთმანეთის სიყვარულში იძირება
-მიყვარხარ პატარა-მთელი სიყვარულით ამბობს იუტა და თეიონს შუბლზე კოცნის
-მეც მიყვარხარ-პასუხობს თეიონი და იუტას კიდევ ერთხელ ეხუტება..
-პატარავ
-ჰმმმ?
-სასწაულების გჯერა?
-მჯერა,რადგან ერთ-ერთ სასწაულს ეხლა ვეხუტები
-2020 წელი ერთად დავიწყოთ?
-ხო...ერთად დავიწყოთ და დღეიდან მუდამ ერთად ვიყოთ
-მაპატიე თეიონ რომ რთულ მომენტში ვერ დაგიცავი
-არა იუტა მაპატიე რომ მე არ ვიბრძოლე ჩვენთვის
-ყველაფერი დავივიწყოთ?
-დავივიწყოთ....იქნებ სასწაულების არსებობას თუ დავიჯერებთ ახდეს კიდეც ვინ იცის...