月が綺麗ですね - tsuki ga kirei desune.

467 62 39
                                    


❝შენ ჩემი მთვარე ხარ და მე შენი მზე. ერთმანეთს იშვიათად ვნახულობთ და ერთმანეთი ყოველთვის გვენატრება, მაგრამ როდესაც ერთმანეთს ვერწყმით, მაშინ მთელი სამყარო ჩვენს დაბნელებას კრძალვით უმზერს.❞  -  © he's into her.



მახსოვს, ჩემს ერთ–ერთ მეგობარს როგორ გამალებით უძგერდა გული, როდესაც თავის ერთ–ერთ საყვარელ იაპონურ ანიმაციურ ფილმს უყურებდა. ისიც კარგად მახსოვს აღტაცებისაგან დაჭყეტილი მრგვალი ბურთივით დიდი ირმის თვალებით როგორ შემომიტრიალდა, თავისი ასაკისთვის შეუფერებელი ნავარჯიშები ხელები როგორ ჩაავლო ჩემს მასთან შედარებით ნაკლებად განიერ მხარ–ბეჭს და ჩემი რწევა როგორ დაიწყო,

– ჰიონ, ხედავ? როდესაც შენს მონათესავე სულს შეხვდები აუცილებლად გაიგონებ წკრიალის ხმას და შემდეგ მიხვდები, რომ ზარები სწორედაც, რომ განგებამ დარეკა შენ გამო. მიხვდები, რომ შენი ბედისწერის წითელი ძაფი, რომელიც შენს  ნეკა თითზეა გამობმული, სინამდვილეში მეორე ადამიანთანაა დაკავშირებული. ჰიონ, ჰიონ, შენც ნახავ ამას, დარწმუნებული ვარ!

არ მინდოდა მაშინ მისი ბავშვური გატაცებები ფეხებქვეშ გამეთელა, ამიტომაც ხმა არ ამომიღია და უბრალოდ მკრთალი ღიმილი ავიკარი სახეზე.

როგორ უნდა მეთქვა, რომ არ მწამს ბედისწერის?

როგორ უნდა მეთქვა იმედით სავსე ბავშვისათვის, რომ მე ამ სამყაროში სატანჯველად ვიყავი მოვლენილი და თუ სადმე არსებობდა ჩემთვის განკუთვნილი ადამიანი, მე ზარების წკრიალს მაინც ვერასდროს გავიგებდი?

ყოველთვის სპონტანურად, ჩემი ყოველგვარი მცდელობის გარეშე, გონებაში რაღაც წყეული მელოდია მიტრიალებდა.

დარწმუნებული ვიყავი, ჩემს ჩამპალ გონებაში წკრიალის მოგუდული ხმაც რომ გაჟღერებულიყო, ის კონკრეტული მელოდია მის პატარა ბზუილის ხმას გადაფარავდა,

eclipse | yoonmin. ✓Where stories live. Discover now