ეს ვანშოთი ჩემი სხვა ფიკისთვის დავწერე, რათა მკითხველი მიეჩვიოს ომეგა გუკის, ჯიგუკერების უმრავლესობა ამ საკითხში კონსერვატორები ხართ. იმედი მაქვს ამ ფიკში მიეჩვევით მსგავს სიტვაცია, "სიყვარულში დაკარგული" ისედაც პრობლემურია ჩემთვის. შინაარსობრივად ერთმანეთისაგან აბსოლიტურად დამოუკიდებელი ფიქციებია.

ჯონგუკის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა მას შემდეგ, რაც ჯიმინი გაიცნო. ომეგებისთვის არაა მარტივი თავიანთი ალფების მიღება, მაგრამ აქ საქმე კიდევ უფრო რთულადაა.
ჯიმინი საყვარელია, სექსუალური და წარმოუდგენლად ლამაზი, იმდენად ლამაზი, რომ ბევრ ომეგას შეშურდება. ამასთან ერთად მტკიცე ხასიათი აქვს, საშინლად ჯიოტი და ფლეიბოია. ჯონგუკი აღფრთოვანებული უყურებს მას, მის დიდ ტუჩების და საოცარ თვალებს, რომლებზეც პატარა ომეგა უკვე შეყვარებულია. ჯიმინის თვალებს ცოტა უჩვეულო ფორმა აქვს, მომნუსხველია და ის შესანიშნავად ხვდება ამას, ისე ოსტატურად იყენებს მას ომეგებთან. სულ მცირე მცდელობა და საწყალ იერს იღებს პატიების თხოვნისას, ახალ გაცნობილ ომეგებთან კი ისეთი საყვარელია, თითქოს ჭიანჭველას არ დაადგამს ფეხს. მაგრამ მათში არის ცეცხლი, რომელსაც ჩონგუკი ხედავს მის მბრძანებლურ მზერაში, როცა დაჟინებით გიყურებს, როგორც მტაცებელი.ჯონგუკი წელს სკოლას ამთავრებს, ჯიმინი კი მეორე კურსზეა, სტუდენტობით და ცხოვრებით ტკბება. როცა უნივერსიტეტში ჩააბარა ბუსანიდან სეულში გადმოვიდა, გარეუბანში, ერთ პატარა კორპუსში ბინა იქირავა. სწორედ იმაში, რომელშიც ჯონგუკი ცხოვრობს მშობლებთან ერთად.
ჩვენი გართობოს მოყვარული ალფა ყურებამდე შეყვარებულ ომეგას ვერც ამჩნევდა, მის გარშემო უამრავი ომეგა ტრიალებდა, რომლებიც მის ბავშვურ სახეს ენდობოდნენ და ყოველთვის აღაფრთოვანებდათ ამ სახისთვის შეუფერებელი პრესი და კუნთები.
YOU ARE READING
ალფა ბუსანიდან🦩 (დასრულებულია)
Fanfictionომეგა - ჯონგუკი ალფა - ჯიმინი ჯიმინს სიკეთე ვუყავი და ამ ფიკში ჩვენს ქუქიტოზე მაღალია😁 თუ დომინანტ ჯიმინზე ალერგია გაქვთ, პატივი დამდეთ და ნუ წაიკითხავთ! ვანშოთი