𝑳𝒂 𝑪𝒂𝒔𝒂 𝑫𝒆𝒍𝒍'𝒂𝒎𝒐𝒓𝒆

220 28 40
                                    

აივანზე ვზივარ. უბრალო თხელი პერანგი მაცვია, რომელიც ფეხებს არც კი მიფარავს. დილის სუსხი ნახევრად შიშველ ხსეულზე მელამუნება და სასიამოვნო შეგრძნებას მიტოვებს. მაგიდაზე ყავის ფინჯანი მიდევს. ოხშივარი ასდის. ვუყურებ როგორ ერწყმის ცხელი ჰაერი ცივს. ვუყურებ, როგორ აფრქვევს ჭიქა თეთრ კვამლს, წარმოქნის ლამაზ ტალღებს, ფერმკრთალდება და უკიდეგანო სივრცეში უჩინარდება.
წარმოიქმნება, ლამაზდება და ქრება.
სწორედ ასე დაემართა ჩვენს ურთიერთობას.
წარმოიქმნა, გალამაზდა და ნელ-ნელა გაქრა.

სიგარეტი ამოვიღე, ტუჩებს შორის მოვიქციე და გავაბოლე. მიზეზი იმისა, რის გამოც მიმატოვა საყვარელმა ადამიანებმა სწორედ ეს მავნე ჩვევაა.

უბრალოდ მზიანი დღე იყო, როდესაც გამომიცხადა, რომ უნდა წასულიყო ჩემგან. მისი სახე ახლაც ცხადად მახსოვს. ტკივილით სავსე მზერა, თითქოს დამცინოდა კიდეც, ან ვეცოდებოდი, მაგრამ მაინც ვიცი რომ ვუყვარვარ, ისევ ისე როგორც დასაწყისში. მითხრა, რომ გრძნობა გაქრა, მაგრამ არ მჯერა, წამითაც კი ვერ დავიჯერებ, რომ კიონსუს აღარ ვუყვარვარ.

ყველაფერი ერთ უბრალოდ მშვიდ საღამოს დაიწყო.
ერთმანეთი მეგობარმა გაგვაცნო. საღამოს ბარში ვისხედით, როცა უცნობი საშუალო სიმაღლის ბიჭი ჩვენკენ ღიმილით გამოემართა. თავიდან ვფიქრობდი რა იდიოტივით იცინის_მეთქი, მაგრამ როცა სანა გადაეხვია და თან გაგვაცნო, როგორც მისი ახლო მეგობარი, ჩემი ფიქრების გამო თავი უხერხულად ვიგრძენი.
კარგი ბიჭი ჩანდა, მაგრამ ამ ადგილისთვის ზედმეტად წყნარი მომეჩვენა, ერთხანს ვიფიქრე წიგნების ჭია იქნება და ალბათ სანამ აქ ძალით მოათრია_მეთქი, მაგრამ ამაშიც ძალიან შევცდი.
-გაიცანით, ეს ჩემი ბავშვობის მეგობარი კიონსუა,-ბავშვური სიხალასითა და ღიმილით მოგვიბრუნდა სანა, როცა ბიჭის ჩახუტებას მორჩა,-მინდა იცნობდეთ, რადგან ძალიან თბილი, კეთილი და მხიარული ბიჭია.
-სასიამოვნოა,-ყველამ ერთხმად წარმოვსთქვით.
-ჩემთვისაც,-პირიდან პირველი სიტყვის ამოშვებისთანავე მოვიხიბლე მისი ხმით, არმეგონა ასეთი მამაკაცური ხმა თუ ექნებოდა, მაგრამ მე ხომ ყოველთვის ყველაფერში ვცდები.
კიონსუმ ირგვლივ მიმოიხედა და მზერა ჩემზე შეაჩერა.
-შეიძლება აქ..-მიმითითა ჩემ გვედით თავისუფალ ადგილზე და გამიღიმა.
-დიახ, რა თქმა უნდა,-უხერხულად ჩავიწიე რომ მისთვის ადგილი გამეთავისუფლებინა.
-თქვენი სახელი?!-მომიბრუბდა და თვალებში ჩამხედა.
-სუ ჯინ,-დავიბენი,-პაკ სუ ჯინი,-რა მემართება?! ასე უცნაურად თავი ბიჭის გვერდით არასდროს მიგრძვნია.
-სასიამოვნოა, სუ ჯინ. - ისევ ღიმილით დამასაჩუქრა და დანარჩენებს მიუბრუნდა.

𝑳𝒂 𝑪𝒂𝒔𝒂 𝑫𝒆𝒍𝒍'𝒂𝒎𝒐𝒓𝒆  Where stories live. Discover now