ოთახში მოსიარულეები ქოთქოთებენ,ერთმანეთს რაღაცებს ეძახიან და ნივთებს აგროვებენ. ირგვლივ დომხალი დგას,მაგრამ არცერთი იწუხებს თავს დალაგებით,პირიქით,უფრო მეტადაც კი ურევენ.
წითური ბიჭი,რომელიც ოდნავ პუტკუნაც იყო და ტანზე ტრუსების გარდა არაფერი ეცვა,დერეფანში ჩემოდანს მიაგორებდა,რომელიც მასზე ორჯერ დიდი და მძიმე იყო.სახეზე კონცენტრირება ეწერა,მაგრამ სიმძიმისგან გაწითლებულიყო კიდეც.პატარა ტანის მიუხედავად საკუთარ თავზე აეღო მძიმე ტვირთი.
შავთმიანი ბიჭი კი,ჯერ კიდევ საძინებელში იდგა ჩაცმული და უკანასკნელ შტრიხებს ამოწმებდა. არ სურდა რამე დარჩენოდათ,რადგან იცოდა,რომ მათ ყიდვას ზღვაში ვერსად შეძლებდა.
-მორჩი ყველაფერს? - წითური ოთახში წელის სრესვით შედის და ბიჭს უყურებს,რომელიც უკანასკნელად ამოწმებს ყველაფერს.
-და შენ ჯერ კიდევ არ ჩაგიცვამს - თვალებს ატრიალებს შავთმიანი,ბიჭს თმას უჩეჩავს და ოთახიდან გადის.
წითელთმიანი წინასაწარ გამზადებულ ტანსაცმელს უყურებს,უკმაყოფილოდ ხვნეშის,რადგან ამჯერად ამის ჩაცმა არ სურს,თუმცა სხვა გზა არ აქვს,დანარჩენი ყველაფერი ჩალაგებულია. საკუთარ თავთან მცირეხნიანი კამათის შემდეგ უკვე ჩაცმული გადის ბიჭთან,რომელიც მისაღებში იჯდა და ჟურნალს კითხულობდა.
-მარკ,მზად ვარ - აცხადებს ამაყად და ხელებს შლის - აბა,როგორ გამოვიყურები?
მარკი ქვემოდან უყურებს,მის ჩაცმულობას ნსჯის. წითურს თეთრი,მოტკეცილი შარვალი ეცვა,რომელიც მის ხორციან ბარძაყებს კარგად გამოკვეთდა და სურვილს გიჩენდა,უბრალოდ ხელი მოგეკიდა და სხვა არაფერი. შავი,მეტალიკას მაისური ჩაყოლიებული ჰქონდა და ფეხზე შავი კონვერსები მოერგო. ერთი სიტყვით,საოცარი სახანავი ბრძანდებოდა.
-ძალიან ლამაზი ხარ - ამბობს შავთმიანი,ფეხზე დგება და ახლა ის ტრიალებს ბიჭის წინაშე - მე როგორ გამოვიყურები?