lucky me

184 13 2
                                    

  Prologue

მე ვიყავი მორიგი ფანი. მე არ მეგონა, რომ პატარა ტვიტი გაგზავნილი ნაილ ჰორანისთვის შეცვლიდა მთელ ჩემს ცხოვრებას. 

პატარა , წითელ იქსს დავაჭირე ფანჯარის კუთხეში . ამწამს დავასრულე ვიდეო დღიურების ყურებას , ბიჭების სასაცილო გამოხტომები ყოველთვის მახალისებს.  როდესაც ცუდი დღე მაქვს , ყოველთვის ვუყურებ ვიდეო დღიურებს ან ბიჭების სასაცილო მომენტებს. ხუთივე ძალიან მიყვარს , მაგრამ განსაკუთრებულ სისუსტეს ვგრძნობ ნაილის მიმართ. ის ჩემი განსაკუთრებული ფიფქია. ირლანდიელი წიწილა ღია ფერის თმებით და გასაოცარი , ცისფერ თვალებით. მე უბრალოდ არ შემეძლო მისგან თვალის მოშრება. ბიჭებს გავუღიმე.

ამოვისუნთქე და ახალი ფანჯარა გავხსენი. გუგლში ტვიტერი ავკრიფე , სწრაფად შევიყვანე ჩემი პაროლი და ტვიტის წერა დავიწყე. ძალიან მეეჭვება , რომ ნაილი მიპასუხებს , მას ხომ ათასი გოგონა უგზავნის ტვიტებს.

NIALLERSPRINCESSX:@NIALLOFFICIAL you probably would not see this , but that's alright :).if you followed me it'd mean the world to me. I love you. Will you be in England anytime soon? xx.

ამოვისუნთქე , როდესაც ტვიტი გაიგზავნა . კომპიუტერს მივშტერებოდი და ვფიქრობდი თუ როგორი სისულელე იყო ეს . ის დიდი ალბათობით არ აპირებდა ეპასუხა ჩემთვის. ჩემი ღია თმები კოსად შევიკარი , შუქი ჩავაქრე და დასაძინებლად მოვემზადე.

*****************

როდესაც გავიღვიძე გავიგონე თუ როგორ აბზუილდა ჩემი ტელეფონი. ცოტათი გავიზმორე და მხოლოდ ცალი თვალი გავახილე. ტელფონისკენ გავიწიე და ეკრანზე დავხედე. ახალი მიმდევარი მყავს ტვიტერზე? მე არ ვიყავი პოპულარული , მხოლოდ 150 მიმდევარი მყავდა. როდესაც ჩემმა თვალებმა რეაგირება დაიწყეს ტვიტერში შევედი. ამის დედაც , ნაილ ჯეიმს ჰორანი , one direction -ის ირლანდიელი ბიჭი მაფოლოვებს მე. მალევე ნაილის ტვიტს წავაწყდი . მოიცა მან რა ჩემს ტვიტს უპასუხა? 

niallofficial: @niallersprincessx i did see  this tweet now didn't i? haha and we'll be there in 2 months ! chilling in Ireland right now :)

დიდად გავიღიმე , მანამ სანამ სხა მესიჯი არ დავინახე. ეს ცოტათი უცნაური იყო , ჩემი მიმდევარები არასდროს მწერდნენ მე. ამის დედაც !ეს დღე თანდათან უკეთესი ხდებოდა. მესიჯი ნაილისგან იყო. სწრაფად გავხსენი და კითხვა დავიწყე.

შენი პროფილის მიხედვით , ძალიან ლამაზი და მაგარი ხარ. როგორც შენი სახელი :). შენი უკეთ გაცნობა მინდა. ეს ჩემი ნომერია დამირეკე როდესაც მოგინდება. xx.          

ნაილ ჯეიმს ჰორანმა , რომელთანაც შეხვედრა ჩემი ოცნება იყო , ის ვის გამოც ვტიროდი უბრალოდ მომცა თავისი ნომერი. მას უნდა , რომ დავურეკო. კიდევ ერთხელ გადავიკითხე მესიჯი და ტვიტები . მე არ ვვოცნებობდი . ეს რეალური იყო.


მოკლედ ეს არის ჩემი ახალი ფიკი , იმედია მოგეწონებათ . მოკლედ გადავწყვიტე ესეც ნაილზე დავწერო ,რადგან ნაილზე ძალინ ცოტა ფიკია. ყველანი მიყვარხართ და შემდეგ თავს დავდებ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კომენტარებს დამიწერთ , სადაც თქვენ აზრს გამოხატავთ<3 (შემდეგი თავი დაწერილი მაქვს უკვეე)

lucky meWhere stories live. Discover now