ავტობუსი საშინელი ხმაურით უახლოვდება ჩემს სახლს,თითქოს ჯაღჯაყებს,ალბათ მისი ეს თვისება მასში მყოფ ბავშვების რაოდენობაზეცაა დამოკიდებული. საშინლად არ მინდა ავტობუსში ასვლა,ვხვდები რომ საშინელი გარემო დამხვდება შესაძლოა კლაუსტროფობიამაც შემომიტიოს,მაგრამ ვნახოთ.
ეზოს გარეთ გავდივარ და თითქმის გაცრეცილ საღებავიან ავტობუსს ვუახლოვდები.საჭესთან საყვარელი კარამელისფერი კანისა და წაბლისფერი თმის მქონე ქალი ზის, მიღიმის და მესალმება.როგორც წესი ასეთ სითბოს მიჩვეული არვარ.
ავტობუსის შიგნით სრული ქაოსია უამრავი გოგო და ბიჭია.ამ ხმაურში შორიდან თავისუფალი ადგილი შევნიშნე და დასაჯდომათ გავემართე, ავტობუსი მეორედ რომ გაჩერდა,მწარედ დაამუხრუჭა რამაც ჩემი წინ გადასროლა გამოიწვია,ყველა იცინოდა განსაკუთრებით ორი გოგონა და ორი ბიჭი რომელთა თვალებშიც დიდი ბოღმა მძინვარებდა,მივხვდი რომ ისინი იყვნენ იმ ამპარტავანი ხალხის მსგავსი ფილმებში რომ მხვდებოდა ხოლმე .ვერვიტან ასეთ ხალხს.უეცრად ჩემთან ერთი გოგო მოდის რომელიც მაყენებს და მის გვერდით მსვამს
- რამე ხომ არ იტკინე?-მეკითხება იგი
-არა არაფერი, მადლობა.
-ახალი ხარ?
-ხო
- მე ები მქვია - გულთბილად მიღიმის ის
- მე ემა,სასიამოვნოა შენი გაცნობა
უეცრად ები ვიღაცას მიაშტერდა და აღტაცებულად შესძახა - მაიკ
მაიკი ჩვენსკენ წამოვიდა, ები ადგა და მაიკს აკოცა, ხო ისინი შეყვარებულები იყვნენ.
მიკვირს ების,არ უტყდება ბიჭთან სახალხოთ კოცნა? ცოტაარიყოს გამიკვირდა.
უცებ გამახსენდა რომ წავიქეცი შეიძლებოდა გიტარა გატეხვოდა შეშინებულმა დავხედე მას და მივხვდი რომ იგი სრულიად წესრიგში იყო.
ამდროს ერთი გოგონა შევნიშნე რომელსაც მოკლე ვარდისფერი კაბა ეცვა რაც ძალიან უხდება მის თეთრ კანს, ცოტაარიყოს ფერმკრთალი მეჩვენება მაგრამ ალბათ ეს იმ ტონალურის და ჰაილაითერის დამსახურებაა რომელიც მას სახეზე აქვს წასმული, თმა გაუშლია და უკან გადაუყრია, ქუსლიანები აცვია მიკვირს მისი, ქუსლიანი ფეხსაცმელი ხომ ასე ძალიან მოუხერხებელია. მას გვერდით ბიჭი უზის რომელსაც თმა გაუჩეჩია, ბიჭს ცისფერი თვალები და დიდი ტუჩები აქვს იგი გოგონას ფეხებზე ეფათურება, ეს ორი ადამიანი ყველაზე ცუდად დამამახსოვრდა, რადგან ყველაზე დიდი ცინიზმი ჩემი წაქცევის დროს მათ გამოხატეს. მათ თვალში ალბათ დიდი უიღბლო ვინმე ვარ მაგრამ მათი აზრი მაგრად მკიდია.
ავტობუსი გაჩერდა და სავარაუდოთ ეს გაჩერება ბოლოა ანუ უკვე სკოლასთან ვართ.
ავტობუსიდან ებისთან ერთად გადმოვედი. სკოლა დავინახე თუარა მაშინვე მივხვდი რომ აქაურობა ჩემზე არცთუისე კარგად მოქმედებდა. სკოლაში ცხრილის აღებამდე ების სხვადასხვა თემებზე ვესაუბრებოდი, აღმოჩნდა რომ მას პოპი უყვარს მაგრამ მე მას ვერ ვიტან, ასევე გავიგე უამრავი სხვა რამ მის შესახებ რაც ჩემსა და მას შორის განსხვავებებს მკვეთრად ზრდიდა. პირველი გაკვეთილი ინგლისური მქონდა.სანამ კლასში შევიდოდი ჩემი გიტარა ჩემს კარადაში ძლივს შევატიე,საბედნიეროდ კარადები დიდი იყო. გიტარიის ნერვიულობა რომ მოვიხსენი კლასისკენ გავიქეცი
ინგლისურის კლასში შევედი და ადგილის ძებნა დავიწყე, ერთ ცარიელ ადგილს მივადექი რომელის მერხზეც სწორედ ის ცისფერთვალება ბიჭი იჯდა რომელიც გოგონას ხელებს უფათურებდა. რათქმაუნდა ასე ადგილის დაკავება უწესობაა,თანაც მისი წიგნები მეორე მერხზე დევს, ამიტომ გადავწყვიტე რომ მასთან მივსულიყავი და ადგილის გათავისუფლება მეთხოვა.
კარგი იქნებოდა რომ ები აქ ყოფილიყო დამეხმარებოდა მაგრამ სამწუხაროდ ის მაიკთან ერთადაა და პირველ გაკვეთილს აცდენს, ჩემი აზრით ეს გოგო არ შემეფერება მაგრამ ვნახოთ რა იქნება.
ბიჭთან მივედი და მხარზე დავუკაკუნე, არ გამომხედა ეხლა უკვე დავუძახე მაგრამ თითქოს ვერც კი შემამჩნია,უკვე გავბრაზდი, ვერ მოვითმინე და შევყვირე
- შეგიძლია რომ ადგე?-როგორც იქნა იგი გამოერკვა
- უკაცრავად?-იგი ნელნელა ჩემკენ ტრიალდება, როცა შემომხედა თითქოს გაოგნდა.
- ბოდიში -თქვა მან და გამეცალა.
ვერვხდები ასეთი გაოგნება რითი დავიმსახურე, ეს ვიღაც ისე მოიქცა თითქოს ავტობუსში მაგან კიარა ვინმე სხვამ გამამწარა, რაუცნაურები არიან ეს ბიჭები.
YOU ARE READING
ოქროს გიტარა (შონ მენდესის Fanfiction)
Fanfictionშონ მენდესის Fanfiction. 17 წლის ემა სთოუნი განსხვავებული გოგოა.მას უყვარს 90 იანების მუსიკა, აქვს განსხვავებული სტილი, გოგონას არ ჰყავს მეგობრები რაც მისი მუდმივი მოგზაურობის ბრალია. გოგონა ერთ დღესაც კანადელ პოპვარსკვლავ შონ მენდეს შეხვდება, ემამ...