სამი მოსაწყენი გაკვეთილი ძალიან ნელა მიიზვლაზვნებოდა,საბედნიეროდ არცერთმა გაკვეთილმა ჩაიარა ცუდად. ყველა მასწავლებელი დიდი ყურადღებით გამოირჩეოდა და ჩემს თავს მოსწავლეებს აცნობდა.წინ კიდევ ორი გაკვეთილია, მანამდე კი კაფეტერიაში უნდა შევიარო, ცოტა მომშივდა და შევჭამ. ები ჩემთან ერთად წამოვა და ალბათ მე ის და მაიკი ერთად დავსხდებით, მარტო მინდა დაჯდომა, ცხოვრებაში მარტოობას ვარ მიჩვეული მაგრამ არმინდა მათ ვაწყენინო. კაფეტერიაში რომ შევედი ცოტაარიყოს გავკვირდი, მთელი ოთახი უამრავი ბავშვით იყო სავსე, არმეგონა ამდენი ბავშვი თუ სწავლობდა აქ. ცოტა საჭმელი ავიღე, ძირითადად ბევრს ვერ ვჭამ რაც ჩემი სიგამხდრის მიზეზია.
მე ები და მაიკი ერთად დავსხედით,თავიდან არცერთი ხმას არ იღებდა, ჩვენს მაგიდასთან სიჩუმე იყო ჩამოწოლილი, ეს სიჩუმე ებიმ დაარღვია და ხმამაღლა მკითხა
- დღეს საღამოს მე და მაიკი გასართობად მივდივართ თუ გინდა წამოდი, ალბათ კარგად გავერთობით.
- ვერა ვერ წამოვალ, ინგლისურის პროექტი მაქვს შესასრულებელი - ვიცრუე.
- კარგი, ცუდია - თქვა მან და მაგიდას გაეცალა, რათქმაუნდა მაიკიც გაყვა.
გაკვეთილები შედარებით უფრო სწრაფად ამოიწურა,ბოლო გაკვეთილი ისევ იმბიჭთან ჩამიტარდა, მისი სახელი გავიგე, მას ჰარი ჰქვია. გაკვეთილზე მიყურებდა მაგრამ მე ეს ბიჭი საერთოდ არ მომწონს, იდიოტია.
სკოლიდან ებისთან ერთად გამოვედი, რომ გავიხედე დედას მანქანა შევნიშნე რამაც გამაკვირვა, მანქანასთან ახლოს რომ მივედი დავინახე რომ დედა მასში იჯდა. მიკვირს ნეტავ რატომ მოვიდა, ისევ მეხუთე კლასელი ხომ არ ვარ?! ამდროს მანქანის კარი გამოვაღე და შიგ ჩავჯექი
- სალამი პრინცესავ - ღიმილით მითხრა დედამ
- სალამი.
- რატომ ხარ მოწყენილი? რამე მოხდა?- შეშფოთდა იგი
- რატომ მომაკითხე?
- მინდოდა პირველ დღეს გამეხარებინე, გეწყინა?
- არვიცი.
- დღეს სახლში ვერ დავრჩები, მორიგე ვარ, ახალი ექსპონანტი ვიპოვეთ და გამოსაკვლევია, შენ სადმე მეგობრებთან წადი და გაერთე, არმინდა მარტო დარჩე.
- კარგი რა დედა.
- მარტო ვერ დაგტოვებ, იმეცადინე და იმ გოგოსთან გაერთე, როგორც ვხედავ კარგი მეგობრები ხართ, თუგინდა ჩვენთან დაპატიჟე ვინმე.
- კი ის კარგი გოგოა, მაგრამ არა დედა გთხოვვ.- ვთხოვე მას
- მაშინ დეიდა ელიზა მოვა და შენთან დარჩება.- მკაცრად გამომხედა.
-ოოოოოხ. კარგი მაშინ წავალ.
დედას სახეზე კმაყოფილება შევნიშნე, მან მანქანა დაძრა და წავედით.
სახლში რომ მივედი ვჭამე და გადავწყვიტე რომ ებისთვის დამერეკა. თავიდან ცოტა ვორჭოფობდი, მაგრამ დეიდა ელიზას კატების ყურებას მირჩივნა ისევ მათთან ერთად სადმე წავიდე. ავკრიფე ების ნომერი და დავრეკე
- სალამი ებ, ემა ვარ.
- ჰეიი, რამგაგახსენა ჩემი თავი?
- გადავწყვიტე რომ დღეს თქვენთან ერთად წამოვიდე.
- უჰუუუ, მაგარია, მაშინ ხუთზე სტარბაქსში შევხვდეთ.
- კარგი.
მეცადინეობა დავიწყე, მაგრამ ყურადღება მექცეოდა, სულ იმაზე ვფიქრობდი თუ სად შეიძლებოდა მათ წავეყვანე.
მალე დადგა ოთხი საათი, დავიწყე მოწესრიგება, ავიღე ყველაზე კონფორტული ტანსაცმელი ჩემი კარადიდან და ჩავიცვი;მალე ხუთი გახდებოდა, მე კი უნდა მეჩქარა, წრაფად ავიღე ჩემი გიტარა, შეიძლება დამჭირვებოდა, შემდეგ მალე გამოვიქეცი სახლიდან, გზაში კინაღამ წავიქეცი მაგრამ ზუსტად ხუთზე სტარბაქსამდე მივედი. პირველივე მაგიდასთან მაიკი და ები ისხდნენ, რომ დამინახეს მათ სახეს ღიმილი შევატყვე.
- მოხვედიიიი - წამოიყვირა ებიმ
- გამარჯობა ემა- მითხრა მაიკმა და გამიღიმა
- აბა რასვშვრებით, სად მივდივართ?- ვიკითხე მე
- დღეს ნიუ იორკში კანადელი პოპ ვარსკვლავი შონ მენდესის კონცერტი იმართება, ის საოცრად მღერის, და ძალიან სიმპატიურია- თქვა მან აღტაცებით
- დარწმუნებული ვარ ჩემზე სიმპატიური არარის- თქვა მაიკმა და ყველა გაგვაცინა
- ები ხომ იცი რომ პოპი არმიყვარს, მითუმეტეს ის ამპარტავანი ბიჭები მას რომ მღერიან, იცოდე თუ მომწყინდება წამოვალთ.
- რათქმაუნდა- დამაიმედა მან
- დროა წავიდეთ- თქვა მაიკმა და ყველანი წამოვედიქით.
სტარბაქსიდან გამოვედით და კონცერტისკენ გავემართეთ. არვიცი იქ რადამხვდება მაგრამ დარწმუნებული ვარ კატასტროფა იქნება.ეს იყო ჩემი მესამე თავი, იმედი მაქვს მოგეწონათ. ცოტა იაქტიურეთ💕 მიყვარხართ💕
YOU ARE READING
ოქროს გიტარა (შონ მენდესის Fanfiction)
Fanfictionშონ მენდესის Fanfiction. 17 წლის ემა სთოუნი განსხვავებული გოგოა.მას უყვარს 90 იანების მუსიკა, აქვს განსხვავებული სტილი, გოგონას არ ჰყავს მეგობრები რაც მისი მუდმივი მოგზაურობის ბრალია. გოგონა ერთ დღესაც კანადელ პოპვარსკვლავ შონ მენდეს შეხვდება, ემამ...